ხელსახოცები
სარეცხი და საწმენდი საშუალებები
საოფისე კვება
საკანცელარიო ნივთები
ერთჯერადი პროდუქცია
სამეურნეო საქონელი
სამედიცინო პროდუქცია
დისპენსერი
კომპიუტერული აქსესუარები
საუკუნეების განმავლობაში ჩაი არა მხოლოდ სასიამოვნო სასმელი, არამედ სიმშვიდისა და პროდუქტიულობის წყაროც იყო.
ცნობილია, რომ ჩაის რეგულარული მოხმარება ხელს უწყობს იმუნიტეტის გაძლიერებას, გონების სიცხადის შენარჩუნებას და სტრესის დონის შემცირებას - სწორედ იმ თვისებებს, რაც აუცილებელია წარმატებული სამუშაო დღისთვის.
“სუფთას” ბიზნესის მომარაგების პლატფორმაზე შეგხვდებათ როგორც ერთჯერად პაკეტებში დაფასოებულ, ასევე დასაყენებელი ჩაის სხვადასხვა სახეობებს - შავს, მწვანესა და ხილის ჩაის მაღალი ხარისხის პროდუქტებს.
ჩაის ყიდვა "სუფთაზე"
სამუშაო გარემოსთვის განსაკუთრებით მოსახერხებელია ერთჯერადი პაკეტები, რომლებიც "სუფთას" ასორტიმენტში წარმოდგენილია სამი ძირითადი კატეგორიით:
- შავი ჩაი, ერთჯერადი პაკეტები - კლასიკური არომატი სხვადასხვა გემოვნების მქონე მომხმარებლისთვის, რომელიც უზრუნველყოფს ენერგიის მყისიერ მოზღვავებას და კონცენტრაციის გაუმჯობესებას მთელი სამუშაო დღის განმავლობაში;
- მწვანე ჩაი, ერთჯერადი პაკეტები - ანტიოქსიდანტებით მდიდარი, ჯანმრთელობისთვის სასარგებლო არჩევანი, რომელიც ხელს უწყობს მეტაბოლიზმის გაძლიერებას და იმუნური სისტემის გამაგრებას ყოველდღიური სტრესის პირობებში;
- კენკრის ჩაის ერთჯერადი პაკეტები - ხილის გამორჩეული გემო და არომატი, რომელიც სავსეა ვიტამინებით და ბუნებრივი ანტიოქსიდანტებით, იდეალური არჩევანია შუადღის შესვენებისთვის.
- დასაყენებელი ჩაი - თუ გსურთ ჩაის დაყენებაში თავად მიიღოთ მონაწილეობა, გირჩევთ სცადოთ ჩვენი დასაყენებელი ჩაი. კატალოგში ხელმისაწვდომია მწვანე და შავი დასაყენებელი ჩაი.
ერთჯერადი პაკეტები იდეალურია ოფისებისთვის, შეხვედრებისთვის ან მცირე ზომის სამზარეულოებისთვის, სადაც სწრაფი მომზადებაა პრიორიტეტული. დასაყენებელი ჩაი კი საუკეთესოა სახლში მოსამზადებლად.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს ვებსაიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ როგორც მაღალი ხარისხის ჩაი, ისე საუკეთესო ყავა შეგხვდებათ.
შენაძენის მიღებას კი 2-3 სამუშაო საათში შეძლებთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ ადგილას.
მოიმარაგე მარტივად ყველაფერი შენი ბიზნესისთვის
მომარაგება ქაოსის გარეშე
ბიზნესის მომარაგება ხშირად დაკავშირებულია მრავალ მომწოდებელთან, განსხვავებულ ინვოისებთან, გადახდის პირობებთან და ცვალებად ფასებთან. Supta.ge ამ პროცესს აერთიანებს ერთ ტექნოლოგიურ B2B პლატფორმაზე — 800+ პროდუქტი, 9 კატეგორია და 44 ქვეკატეგორია, ერთი ანგარიში და ერთი სისტემა ყოველდღიური შესყიდვების სამართავად.
Supta.ge არ არის მხოლოდ ონლაინ მაღაზია — პლატფორმა ბიზნესებს სრულფასოვან მომარაგების სისტემას სთავაზობს. სივრცეში ერთიანდება შეკვეთა, დოკუმენტაცია და მიწოდების პროცესი — სწრაფად, მარტივად და გამჭვირვალედ. შეკვეთიდან მიწოდებამდე მხოლოდ 2–3 სამუშაო საათი თბილისში.
ინვოისი, ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურა მოწესრიგებულად ერთ სისტემაში. სტაბილური ფასები და გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები — საბანკო ბარათი, კრიპტო, მობილური ნომრით გადახდა, Google & Apple Pay. 10+ წელი ბაზარზე. 2000+ რეგისტრირებული იურიდიული პირი.
პირველი B2B პლატფორმა საქართველოში, რომელმაც მობილური ნომრით გადახდა დანერგა.
Supta.ge-ის მთავარი პრინციპია — სიტყვა = ვალდებულება.
B2B შეთავაზება • გახდი პარტნიორი • ბლოგი • კონტაქტი
სწრაფად. მარტივად. საიმედოდ.






































