ყავა
ჩამოტვირთე ყავა კატალოგი
გადმოწერე 
თანამედროვე რეალობაში თითქმის ყოველი სამუშაო დღე ყავით იწყება. ეს არომატული სასმელი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა, რომელიც არა მხოლოდ ენერგიას გვმატებს, არამედ განსაკუთრებულ სიამოვნებასაც გვანიჭებს.
ბიზნესის მომარაგების ვებსაიტ “სუფთაზე” ყავა მრავალფეროვანი არჩევანით შეგხვდებათ. აქ შეგიძლიათ აღმოაჩინოთ როგორც პოპულარული ბრენდების, ისე ნაკლებად ცნობილი ბრენდების სხვადასხვა ტიპის ყავები.
ჩვენთან შეგხვდებათ როგორც ნალექიანი, ისე ხსნადი და დაფქული ყავა. ამასთან ერთად, იხილავთ ყავის კაფსულებსაც.
ყავა “სუფთაზე” - რას გთავაზობთ ჩვენ?
"სუფთაზე" შეგიძლიათ შეიძინოთ შემდეგი პროდუქტები საბითუმო ფასებში:
- ნალექიანი ყავა - კლასიკური არჩევანი ყავის მოყვარულთათვის, მდიდარი გემოთი და მომზადების ტრადიციული მეთოდით;
- ხსნადი ყავა - იდეალური სწრაფი მომზადებისთვის იდეალური ყავა;
- ერთჯერადი ხსნადი ყავები - საუკეთესო არჩევანი ოფისების. ყავის ერთჯერადი პაკეტებით შეძენის შემთხვევაში პორციის განსაზღვრაში დრო აღარ დაგეკარგებათ;
- ყავის მარცვლები - პროდუქტი ნამდვილი გურმანებისთვის, რომლებიც ახლად დაფქულ ყავას და მის უნიკალურ არომატს ანიჭებენ უპირატესობას;
- ყავის კაფსულები - კაფსულები თქვენი ევროპული ტიპის აპარატისთვის;
- ცხელი შოკოლადი ერთჯერად პაკეტებში - ტკბილი ალტერნატივა იმ მომხმარებლებისთვის, რომლებსაც ყავის შეძენა არ სურთ, თუმცა ეძებენ მსგავს პროდუქტს;
- ინდივიდუალურად შეფუთული ორცხობილები - იდეალური დანამატი თქვენი საყვარელი სასმლისთვის
საბითუმო შესყიდვები "სუფთაზე" საშუალებას გაძლევთ მნიშვნელოვნად დაზოგოთ თანხა და ყოველთვის გქონდეთ მარაგში თქვენი საყვარელი ყავა.