ხელსახოცები
სარეცხი და საწმენდი საშუალებები
საოფისე კვება
საკანცელარიო ნივთები
ერთჯერადი პროდუქცია
სამეურნეო საქონელი
სამედიცინო პროდუქცია
დისპენსერი
კომპიუტერული აქსესუარები
ნაგვის ურნები წარმოადგენს აუცილებელ ატრიბუტს წარმოადგენს როგორც კომერციული ობიექტების, ისე ოფისებისა და სახლების სისუფთავის შესანარჩუნებლად.
“სუფთას” კატალოგში მაღალი ხარისხის ნაგვის ურნები საბითუმო ფასად შეგხვდებათ. ისინი სხვადასხვა ზომითაა წარმოდგენილი ჩვენს საიტზე, ეს კი დაგეხმარებათ თქვენზე მაქსიმალურად მორგებული პროდუქტი შეიძინოთ.
ნაგვის ურნები საბითუმო ფასში - რას გთავაზობთ ჩვენ?
მეტალის ნაგვის ურნა პედლით - გამძლე კონსტრუქცია და მოხერხებული ფეხსადგამი უზრუნველყოფს მაქსიმალურ კომფორტს გამოყენებისას. იდეალურია ოფისებისა და კომერციული სივრცეებისთვის.
მეტალის საფერფლე ურნები - სპეციალური დიზაინით შექმნილი სანაგვე ურნები, რომლებიც აღჭურვილია ინტეგრირებული საფერფლით. განკუთვნილია მოსაწევი ზონებისთვის.
პლასტმასის ურნა თავსახურით - მსუბუქი და პრაქტიკული გადაწყვეტა ყოველდღიური გამოყენებისთვის. თავსახური უზრუნველყოფს სუნის კონტროლს.
პლასტმასის ურნა ფეხსადგამით - მარტივად გამოსაყენებელი პროდუქტი, რომელიც იდეალურია ნებისმიერი ტიპის დაწესებულებისთვის.
პლასტმასის მწვანე ურნა ბორბლებზე - მობილური გადაწყვეტა დიდი მოცულობის ნარჩენების შესაგროვებლად. მისი ბორბლები ურნის ერთი ადგილიდან მეორემდე გადატანას მნიშვნელოვნად ამარტივებს.
სანაგვე ურნა ორმხრივი და მოძრავი თავსახურით - მოხერხებული დიზაინის მქონე პროდუქტი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჰორეკა სექტორში თავისი კომფორტული ფუნქციონალის წყალობით.
ჩვენს კატალოგში ასევე შეგხვდებათ მრგვალი სათლი სახელურით, რომელიც სხვადასხვა დანიშნულებით შეგიძლიათ გამოიყენოთ. შეგიძლიათ შეიძინოთ პლასტმასის მულტიფუნქციური ბაკიც.
კომერციული სივრცეების, ოფისებისა და სახლების უკეთ დასასუფთავებლად “სუფთაზე” შეგიძლიათ შეიძინოთ სხვადასხვა ტიპის ცოცხებიც.
როგორ შევარჩიოთ ნაგვის ურნა?
ნაგვის ურნის შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ რამდენიმე ფაქტორი. პირველ რიგში, განსაზღვრეთ გამოყენების მიზანი - შიდა გამოყენებისთვის გჭირდებათ ის, თუ გარე სივრცეში განსათავსებლად.
მეტალის ნაგვის ურნები გამოირჩევა განსაკუთრებული გამძლეობით და იდეალურია ინტენსიური გამოყენებისთვის, მაშინ როცა პლასტმასის ურნები უფრო მსუბუქი და მობილურია.
ასევე მნიშვნელოვანია მათი მოცულობის გათვალისწინება - დიდი სივრცეებისთვის რეკომენდებულია ბორბლებიანი მოდელები, ხოლო მცირე ოფისებისთვის კომპაქტური ვარიანტები.
ნაგვის ურნები - ფასი & ყიდვა სუფთაზე
ბიზნესის მომარაგების ვებსაიტი “სუფთა” გთავაზობთ სანაგვე ურნების ფართო არჩევანს კონკურენტულ ფასად. ჩვენი პროდუქცია გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და გამძლეობით.
ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები კი თქვენს საჭიროებებზე იდეალურად მორგებული პროდუქტის შერჩევაში დაგეხმარებიან. შეკვეთის განთავსება შესაძლებელია როგორც ონლაინ, ისე სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით.
მოიმარაგე მარტივად ყველაფერი შენი ბიზნესისთვის
მომარაგება ქაოსის გარეშე
ბიზნესის მომარაგება ხშირად დაკავშირებულია მრავალ მომწოდებელთან, განსხვავებულ ინვოისებთან, გადახდის პირობებთან და ცვალებად ფასებთან. Supta.ge ამ პროცესს აერთიანებს ერთ ტექნოლოგიურ B2B პლატფორმაზე — 800+ პროდუქტი, 9 კატეგორია და 44 ქვეკატეგორია, ერთი ანგარიში და ერთი სისტემა ყოველდღიური შესყიდვების სამართავად.
Supta.ge არ არის მხოლოდ ონლაინ მაღაზია — პლატფორმა ბიზნესებს სრულფასოვან მომარაგების სისტემას სთავაზობს. სივრცეში ერთიანდება შეკვეთა, დოკუმენტაცია და მიწოდების პროცესი — სწრაფად, მარტივად და გამჭვირვალედ. შეკვეთიდან მიწოდებამდე მხოლოდ 2–3 სამუშაო საათი თბილისში.
ინვოისი, ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურა მოწესრიგებულად ერთ სისტემაში. სტაბილური ფასები და გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები — საბანკო ბარათი, კრიპტო, მობილური ნომრით გადახდა, Google & Apple Pay. 10+ წელი ბაზარზე. 2000+ რეგისტრირებული იურიდიული პირი.
პირველი B2B პლატფორმა საქართველოში, რომელმაც მობილური ნომრით გადახდა დანერგა.
Supta.ge-ის მთავარი პრინციპია — სიტყვა = ვალდებულება.
B2B შეთავაზება • გახდი პარტნიორი • ბლოგი • კონტაქტი
სწრაფად. მარტივად. საიმედოდ.








































