პარტნიორი

გახდი Supta.ge-ის პარტნიორი — მართე ბიზნესის მომარაგების პროცესი ან შემოგვთავაზე პროდუქცია პლატფორმაზე განსათავსებლად. სწრაფად. მარტივად. საიმედოდ.

სს „აიდ გრუპი“ პარტნიორობის ორ გზას გთავაზობთ

1. კორპორატიული თანამშრომლობა

თუ თქვენი კომპანია პროდუქციას რეგულარულად ან დიდი მოცულობით იძენს, შეავსეთ პარტნიორის ფორმა. განვიხილავთ თქვენს საჭიროებებზე მორგებულ თანამშრომლობას.

  • მიუთითეთ საკონტაქტო ინფორმაცია და საქმიანობის სექტორი.
  • ტექსტის ველში აღწერეთ სასურველი პროდუქცია, სავარაუდო მოცულობა და შეკვეთების სიხშირე.

2. პროდუქციის შეთავაზება Supta.ge-ისთვის

თუ ხართ მწარმოებელი, იმპორტიორი ან საბითუმო მომწოდებელი და გსურთ პროდუქციის შეთავაზება Supta.ge-ის ასორტიმენტისა და სადისტრიბუციო ქსელისთვის, აირჩიეთ მომწოდებლის ფორმა.

  • მიუთითეთ კომპანიის დასახელება, პროდუქტის კატეგორია და მიწოდების ტიპი.
  • ატვირთეთ კატალოგი ან შეთავაზება; ტექსტის ველში აღწერეთ პროდუქცია, ფასები და მიწოდების პირობები.

თქვენს შეთავაზებას განვიხილავთ და დამატებითი ინფორმაციის საჭიროების შემთხვევაში დაგიკავშირდებით.

აირჩიე პარნიორობის გზა
გახდი პარტნიორი
B2B შესყიდვები
გახდი მომწოდებელი
B2B შესყიდვები
პარტნიორის რეგისტრაცია
სწორად შეავსეთ ყველა ველი
გაგზავნა

პარტნიორობა Supta.ge-სთან

თანამშრომლობის ორი გზა

Supta.ge თანამშრომლობის შესაძლებლობას სთავაზობს როგორც ბიზნესებს, რომლებსაც რეგულარული მომარაგებისთვის გრძელვადიანი და ინდივიდუალური პირობები სჭირდებათ, ისე მომწოდებლებს, რომლებსაც საკუთარი პროდუქციის შეთავაზება Supta.ge-ის გაყიდვების არხების მეშვეობით სურთ.

აირჩიეთ თქვენი მიზნის შესაბამისი მიმართულება და შეავსეთ გვერდზე მოცემული ფორმა — მიღებულ ინფორმაციას ჩვენი გუნდი განიხილავს და დაგიკავშირდებათ.

თანამშრომლობის ფორმატები

პარტნიორობის მიმართულებები

1

კორპორატიული თანამშრომლობა და რეგულარული მომარაგება

თუ თქვენი ბიზნესი Supta.ge-ის პროდუქციას ან სერვისს რეგულარულად იყენებს და გსურთ გრძელვადიანი თანამშრომლობა, შესაძლებელია ინდივიდუალური პირობების განხილვა. მოსალოდნელი ბრუნვისა და თანამშრომლობის ფორმატის მიხედვით შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმება სპეციალური პირობებითა და ინდივიდუალური ფასდაკლებით.

2

თქვენი პროდუქციის რეალიზაცია Supta.ge-ის არხებით

თუ ფიქრობთ, რომ თქვენი პროდუქცია შეესაბამება Supta.ge-ის ასორტიმენტს და შეიძლება გაიყიდოს ჩვენი სადისტრიბუციო ქსელისა და ონლაინ პლატფორმის მეშვეობით, შეგიძლიათ შემოგვთავაზოთ თანამშრომლობა. ფორმაში მიუთითეთ ინფორმაცია თქვენი კომპანიისა და პროდუქციის შესახებ — შეთავაზებას განვიხილავთ და დაგიკავშირდებით.

კორპორატიული პარტნიორები

კორპორატიული მომხმარებლებისთვის

თუ თქვენი ბიზნესი ერთი და იმავე მარაგების რეგულარულ შევსებას საჭიროებს, პარტნიორობა საშუალებას გაძლევთ განიხილოთ თანამშრომლობის ფორმატი, რომელიც თქვენი შესყიდვების მოცულობასა და სიხშირეს შეესაბამება.

სექტორები

მომარაგება ბიზნესის ტიპის მიხედვით

თუ კონკრეტული სამუშაო სივრცის მომარაგებას გეგმავთ, შესაბამისი პროდუქტების მოძიებაში დაგეხმარებათ Supta.ge-ის სექტორული გვერდები.

ოფისები და სხვა დაწესებულებები

საოფისე მარაგები, საკანცელარიო ნივთები, ჰიგიენა, ქაღალდის პროდუქცია და ყოველდღიური სამუშაო პროცესისთვის საჭირო პროდუქტები.

იხილეთ მიმართულება →

HoReCa

ერთჯერადი პროდუქცია, შეფუთვა, ხელსახოცები, სამზარეულოს მოვლა და პროფესიონალური ჰიგიენა.

იხილეთ მიმართულება →

საგანმანათლებლო დაწესებულებები

საკლასო და ადმინისტრაციული მარაგები, საკანცელარიო ნივთები და საერთო სივრცეების ყოველდღიური მომარაგება.

იხილეთ მიმართულება →

სამედიცინო და ესთეტიკური სივრცეები

სამედიცინო სახარჯი მასალები, ხელთათმანები, დეზინფექცია, სალონის პროდუქცია და სხვა ჰიგიენური მარაგები.

იხილეთ მიმართულება →

მომწოდებლები

მომწოდებლებისთვის

თუ გსურთ თქვენი პროდუქცია წარმოდგენილი იყოს Supta.ge-ზე, პარტნიორობის ფორმაში მიუთითეთ ინფორმაცია თქვენი კომპანიისა და შეთავაზებული პროდუქციის შესახებ.

1

მოგვაწოდეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ

ფორმის საშუალებით მოგვაწოდეთ თანამშრომლობისთვის საჭირო ძირითადი ინფორმაცია თქვენი ბიზნესის შესახებ.

2

აღწერეთ შეთავაზებული პროდუქცია

პროდუქციის შესახებ ინფორმაცია დაგვეხმარება შევაფასოთ, რამდენად შეესაბამება შეთავაზება Supta.ge-ის ასორტიმენტსა და თანამშრომლობის ფორმატს.

3

შეთავაზება განიხილება ინდივიდუალურად

ფორმის შევსება ავტომატურად არ ნიშნავს პროდუქციის პლატფორმაზე განთავსებას. თითოეულ შეთავაზებას ინდივიდუალურად განვიხილავთ და შემდეგ განისაზღვრება შესაძლო თანამშრომლობის პირობები.

შემდეგი ნაბიჯი

როგორ გავხდე Supta.ge-ის პარტნიორი?

შეარჩიეთ თქვენთვის შესაბამისი თანამშრომლობის მიმართულება და შეავსეთ ამ გვერდზე განთავსებული პარტნიორობის ფორმა. მიღებული ინფორმაციის განხილვის შემდეგ ჩვენი წარმომადგენელი დაგიკავშირდებათ.

შეკვეთასთან, მიწოდებასთან, გადახდასთან და სხვა პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებული პასუხები შეგიძლიათ ნახოთ გვეკითხებიან გვერდზე, ხოლო პარტნიორობასთან დაკავშირებული დამატებითი შეკითხვის შემთხვევაში დაგვიკავშირდით.

Supta.ge — სწრაფად. მარტივად. საიმედოდ.

ფეირი,გრასი,Anti Germ,ბაგი,პრონტო,სელპაკი,Vialli,ფროში,იაკობსი,ნესკაფე,Defender,Camelion,არიელი,დაივერსი,მაპედი,დელი,Besttowel,ABC,აცე,აირ ვიკი,ალფა,ბაკურიანი,Belux,ბიმაქსი,ბინული,Blue Eco Plus,ბონა,კალგონი,Carte Noire,ჩერი,კომეტი,კომპაქტი,სიფი,დომესტოსი,Domi,Finish,Flo Soft,გლეიდი,Gold Drop,გრინფილდი,Green World,HOBBY,Kleaner,ლებო,მარგიო,Mediok,Mumex,ობუხივი,პაპია,Parin,STONE,პემო ლუქსი,პენსანი,პრილი,სეიფგარდი,სანო,სუფთა,ტაიდი,LyncMed,ტოშიბა,ვენიში,ვერ ნელი,ვიალი,იორკი,ზოგე,სტარბაქსი,KIEHL,აგროლაინი,Azur,Sveto Copy,PONTO,TITIZ,Karnaval,FLORA,Brand,XIN DAI,CLORAX,WECLEAN,SMART CARE,მანა,AIHAO,EKO END BEST,Shneider,CASSA,Ballet,KENKO,MEDIA,Helio,Clean World,POLY TIME ,Supremo ,Silen,Krot,ELMOP,LUX,პერსილი,AL AFRAH,BOTANIKA,TROPICANA,TNT,ტიტან,PILOT,მელიტა,წყალი მთის,კოკა კოლა,ბორჯომი,არეონი,Double A,ZOMA,TOPCLIN,KIMBO,JTB COMPANY,სუფთა- S,სუფთა-C,სუფთა-G,სუფთა-K,სუფთა-O,IKOCHIMIKI,HAGLEITNER,STANGER,Pellini,Lucaffe,TESS,AHMAD TEA,PALEX,ტენე,PERWOLL,