დაფები და ქეშბოქსები

filter


ბრენდი

ფასი
down

N1- B2B E-COMMERCE პლატფორმა

 

21-ე საუკუნეში E-Commerce ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ინდუსტრიაა, როგორც საქართველოში, ასევე მსოფლიოს მასშტაბით. განსაკუთრებით პოსტპანდემიურ პერიოდში გაიზარდა ერთის მხრივ ონლაინ მაღაზიების რაოდენობა, ხოლო მეორეს მხრივ მომხმარებლები, რომლებიც ყოველდღიურად საჭირო პროდუქტების მომარაგებისთვის ონლაინ პლატფორმებს ანიჭებენ უპირატესობას.

მუდმივად მზარდი მოთხოვნიდან გამომდინარე, ბაზარზე მრავლად არიან წარმოდგენილნი ე.წ. ,,მარკეტფლეისები'', რომლებიც ძირითადად ფიზიკური პირების საჭიროებებზე არიან მორგებულნი. იურიდიული პირების მომარაგების კუთხით კი, რთულად მოიძებნება ისეთი ინტერნეტ მაღაზია, რომელიც ბიზნესებს სწრაფი მიწოდების სერვისს, ფართო ასორტიმენტს, გადახდის მრავალფეროვან მეთოდებს და მოწესრიგებულ ბუღალტრულ დოკუმენტაციას სთავაზობს. სწორედ აღნიშნული რეალობიდან გამომიდინარე და იურიდიული პირების მხრიდან არსებული მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად შეიქმნა ბიზნესის მომარაგების ონლაინ პლატფორმა SUPTA.GE (გაეცანით ვიდეო ბლოგს - რას ფიქრობენ ჩვენი მომხმარებლები Supta.ge-ზე).

B2B  Geo(Eng)

სუფთა არის პირველი კომპანია, რომელიც იურიდიულ პირებს სთავაზობს ისეთ ონლაინ სივრცეს, სადაც ნებისმიერ ინდუსტრიაში ოპერირებადი მცირე, საშუალო თუ მსხვილი ზომის ბიზნესი, შეძლებს საკანცელარიო ნივთებისკომპიუტერული აქსესუარების, ერთჯერადი ჭურჭლისსამეურნეო და სხვა მრავალი პროდუქტის ერთ სივრცეში შეძენას და რაც მთავარია, შეკვეთას სულ რაღაც 2-3 სამუშაო საათში მიიღებს.

ვებგვერდზე ნავიგაციის გასამარტივებლად წარმოდგენილია 9 კატეგორია, რომელშიც 700-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და 50-მდე საშუალო თუ პრემიუმ კლასის ბრენდია წარმოდგენილი, რაც მომხმარებელს საშუალებას აძლევს შეარჩიოს სასურველი ხარისხის და საფასო სეგმენტის პროდუქცია თავისი ბიზნეს საჭიროებიდან გამომდინარე.

ყველა ტიპის ბიზნესის გამართული საოპერაციო საქმიანობისთვის კრიტიკულად მნიშნვნელოვანია მარაგების დროული შევსება. სწორედ ამიტომ Supta.ge -ის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი შექმნის დღიდან იყო სწრაფი მიწოდება. კომპანიის მენეჯმენტმა პირველივე წლიდან (2020 წელი) მოახერხა გამართული ლოჯისტიკის და მარაგების ეფექტური კონტროლის მეშვეობით, იურიდიული პირებისთვის, თბილისის მასშტაბით ყველაზე სწრაფი მიწოდების სერვისის უზრუნველყოფა, ანგარიშსწორებიდან 2-3 სამუშაო საათში.

Supta.ge ქართულ ბაზარზე N1 ბიზნესის მომარაგების ონლაინ პლატფორმაა, რომელიც ამ მომენტისთვის 1500-ზე მეტ იურიდიულ და 4,000-ზე მეტ ფიზიკურ პირს ემსახურება. კომპანიის განვითარების ასეთი მზარდი დინამიკა, ცალსახად დაკავშირებულია ციფრული ტექნოლოგიების მუდმივად განახლებასთან და პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდის დაუღალავ შრომასთან, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხარებლისთვის კიდევ უფრო სწრაფი და გაუმჯობესებული სერვისის მიწოდებაზე.

როგორც უკვე აღვნიშნეთ, E-commerce სექტორში ძალიან მაღალი კონკურენციაა და მიუხედავად იმისა, რომ Supta.ge იურიდიული პირების მომარაგების კუთხით უდავოდ ლიდერია,

კომპანია ამაზე გაჩერებას არ აპირებს, მუდმივად ვითარდება და უახლოეს მომავალში მრავალ სიახლეს პირდება მომხმარებელს, მათ შორის პროდუქციის დამატებას, ინოვაციური გადახდის მეთოდების დანერგვას, მობილური აპლიკაციის შექმნას და სერვისის რეგიონებში განვითარებას.

 

გამოიწერეთ ჩვენი გვერდები სოც ქსელებში რათა არ გამოგრჩეთ მსგავსი სიახლეები:

Facebook - www.facebook.com/supta.ge

LinkedIn - www.linkedin.com/company/supta-ge

Instagram - www.instagram.com/supta_ge/

 

წყაროhttps://www.entrepreneur.com/Supta.ge-N1 B2B online platform

 

კდ მეტა რესტორანი
ფუდ მარკეტი
Magic Candy
m-group
Timeless
ჯიბე
Hyster
დიო
ATC აერო სტრუქტურები
ნიუ ვიჟენ დაზღვევა
დეამედი
მალ მალე
ბადაგონი
ეპამ სისტემსი
სასტუმრო თეორია
აზრი
New Vision University
ჩვენი
პოლი
აისითი
Xiaomi
შოთა რუსთაველის სასტუმრო
King David Hotel