ღრუბლები და ნეჭა ჭურჭლის ეფექტური რეცხვისთვის
ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები
სამზარეულოს სისუფთავე და ჰიგიენა პირდაპირ დაკავშირებულია გამოყენებული საწმენდი საშუალებების ხარისხთან.
ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები სწრაფ და ეფექტურ წმენდას უზრუნველყოფს.
რას გთავაზობთ "სუფთა"?
ონლაინ მაღაზია "სუფთა" გთავაზობთ მაღალი ხარისხის ჭურჭლის სარეცხ ღრუბლებს, რომლებიც სხვადასხვა ტიპის ზედაპირების გასარეცხად შეგიძლიათ გამოიყენოთ.
ჩვენს პლატფორმაზე ხელმისაწვდომია სხვადასხვა ტიპის ღრუბლები:
-
მაღალი ხარისხის სტანდარტული ორმხრივი ღრუბელი ყოველდღიური რეცხვისთვის;
-
სახეხი სინა-ღრუბლები ჩამჯდარი ლაქების მოსაშორებლად;
-
სტანდარტული ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები შეფუთვით. შეფუთვაში მოთავსებულია 5 ცალი ღრუბელი.
ჩვენი პროდუქცია განსაკუთრებით პოპულარულია როგორც სასტუმროებსა და რესტორნებში, ისე საოფისე სივრცეებშიც.
როგორ შევარჩიოთ ჭურჭლის სარეცხი ღრუბელი?
ჭურჭლის სარეცხი ღრუბლის შერჩევისას გაითვალისწინეთ რამდენიმე ფაქტორი - ზედაპირის ტიპი, დაბინძურების ხარისხი და დასუფთავების სიხშირე.
სახეხი ღრუბელი საუკეთესოა ღრმად ჩამჯდარი დაბინძურებისთვის, თუმცა მისი გამოყენება არასასურველია ნაზ ზედაპირებზე, რომლებიც მარტივად იკაწრება.
საბოლოო ჯამში, სტანდარტული ორმხრივი ღრუბელი იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის, ხოლო სახეხი სინა-ღრუბელი - რთული ლაქებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს საიტზე შეგხვდებათ მრავალი სხვადასხვა ტიპის სამზარეულოს საწმენდი საშუალებები.
ჩვენი უპირატესობები
მიწოდების უსწრაფესი სერვისი - პროდუქტის შეძენიდან 2-3 სამუშაო საათში შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები სასურველ მისამართზე მიიღოთ.
ხარისხის გარანტია - ჩვენს კატალოგში მხოლოდ მაღალი ხარისხის, გამძლე პროდუქცია შეგხვდებათ.
მრავალფეროვანი არჩევანი და გადახდის მოქნილი სისტემა - ჩვენთან მრავალი ტიპის ჭურჭლის სარეცხი ღრუბლები შეგხვდებათ სხვადასხვა ზომებში. ანგარიშსწორების მრავალფეროვანი ფუნქციონალი კი საშუალებას მოგცემთ ტრანზაქცია როგორც ინვოისის საფუძველზე, ისე საქართველოს ბანკის iPay სისტემისა და ექვსი ტიპის კრიპტოვალუტის სახით განახორციელოთ.
პროფესიონალური კონსულტაცია - ჩვენი გამოცდილი შესყიდვების ასისტენტები დაგეხმარებიან, როგორც სასურველი პროდუქტის შერჩევაში, ისე ტრანზაქციის მარტივად და კომფორტულად განხორციელებაში.
მოიმარაგე მარტივად ყველაფერი შენი ბიზნესისთვის