ხელსახოცები
სარეცხი და საწმენდი საშუალებები
საოფისე კვება
საკანცელარიო ნივთები
სამედიცინო პროდუქცია
ერთჯერადი პროდუქცია
სამეურნეო საქონელი
დისპენსერი
კომპიუტერული აქსესუარები
ერთჯერადი ჭიქები
ერთჯერადი ჭიქები თანამედროვე და პრაქტიკული საშუალებაა სასმელების მოსახერხებლად სერვირებისთვის.
“სუფთას” კატალოგში სხვადასხვა ზომისა და მასალის ერთჯერადი ჭიქა შეგხვდებათ, რომელიც შეგიძლიათ თქვენი საჭიროებების მიხედვით შეარჩიოთ.
რას გთავაზობთ “სუფთა”?
პლასტმასის ჭიქები - ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ სხვადასხვა ზომის ჭიქები წყლის დისპენსერებისთვის, ლუდისთვის, ცივი ყავისა და სხვა გამაგრილებელი სასმელებისთვის.
მუყაოს ჭიქები - მუყაოს ჭიქები ცხელი სასმელებისთვისაა საუკეთესო. ჩვენს კატალოგში შეგხვდებათ სხვადასხვა დიზაინის ჭიქები, რომლებიც გამძლე და მყარი მასალისგანაა დამზადებული. გთავაზობთ ერთფენიან, ორფენიან და სამფენიან ჭიქებს.
საწრუპები და მოსარევი ჩხირები - ჩვენი ასორტიმენტი მოიცავს მუყაოსა და პლასტმასის საწრუპებს. მათ შორის, ინდივიდუალურად შეფუთულ საწრუპებსაც. ჩვენთან ასევე შეხვდებით მოსარევ ჩხირებს, რომლებიც ხისგანაა დამზადებული. ჩხირები შეგიძლიათ გამოიყენოთ ყავის, ჩაისა და სხვა ცხელი სასმელებისთვის.
ჭიქების თავსახურები - იმ შემთხვევაში, თუ ერთჯერადი ჭიქა ცხელი სასმლისთვის გსურთ შეიძინოთ, ჩვენი უსაფრთხო და მჭიდრო თავსახურები თქვენს ცხელ სასმელს სითბოს დიდხანს შეუნარჩუნებს.
ჭიქის ჩასადები - ჭიქის ჩასადები იდეალურია ჭიქების კომფორტულად გადასაადგილებლად. ჩვენ კატალოგში ხელმისაწვდომია ორ და ოთხგანყოფილებიანი მუყაოს ჭიქის ჩასადები, რომელიც ნებისმიერი სასმლის გადატანას გაგიმარტივებთ.
რატომ შევიძინო ერთჯერადი ჭიქა “სუფთაზე”?
"სუფთას" ონლაინ პლატფორმაზე სხვადასხვა ტიპის ერთჯერადი ჭიქები და აქსესუარები მისაღებ ფასად შეგიძლიათ შეიძინოთ. ერთჯერადი ჭიქების ფასი პროდუქტის ზომისა და მასალის მიხედვით იცვლება.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ჩვენი უსწრაფესი მიწოდების სერვისი - ერთჯერადი ნივთები და თქვენთვის სასურველი სხვა ნებისმიერი პროდუქტი თქვენთან 2-3 სამუშაო საათში იქნება.
ჩვენი უპირატესობებია კონკურენტული ფასები და მოქნილი გადახდის პირობები. პროფესიონალი კონსულტანტები კი ყოველთვის მზად არიან დაგეხმარონ სწორი არჩევანის გაკეთებაში.
"სუფთა" - თქვენი საიმედო პარტნიორი ბიზნესის უწყვეტი მომარაგებისთვის.
მოიმარაგე მარტივად ყველაფერი შენი ბიზნესისთვის
მომარაგება ქაოსის გარეშე
ბიზნესის მომარაგება ხშირად დაკავშირებულია მრავალ მომწოდებელთან, განსხვავებულ ინვოისებთან, გადახდის პირობებთან და ცვალებად ფასებთან. Supta.ge ამ პროცესს აერთიანებს ერთ ტექნოლოგიურ B2B პლატფორმაზე — 800+ პროდუქტი, 9 კატეგორია და 44 ქვეკატეგორია, ერთი ანგარიში და ერთი სისტემა ყოველდღიური შესყიდვების სამართავად.
Supta.ge არ არის მხოლოდ ონლაინ მაღაზია — პლატფორმა ბიზნესებს სრულფასოვან მომარაგების სისტემას სთავაზობს. სივრცეში ერთიანდება შეკვეთა, დოკუმენტაცია და მიწოდების პროცესი — სწრაფად, მარტივად და გამჭვირვალედ. შეკვეთიდან მიწოდებამდე მხოლოდ 2–3 სამუშაო საათი თბილისში.
ინვოისი, ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურა მოწესრიგებულად ერთ სისტემაში. სტაბილური ფასები და გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები — საბანკო ბარათი, კრიპტო, მობილური ნომრით გადახდა, Google & Apple Pay. 10+ წელი ბაზარზე. 2000+ რეგისტრირებული იურიდიული პირი.
პირველი B2B პლატფორმა საქართველოში, რომელმაც მობილური ნომრით გადახდა დანერგა.
Supta.ge-ის მთავარი პრინციპია — სიტყვა = ვალდებულება.
B2B შეთავაზება • გახდი პარტნიორი • ბლოგი • კონტაქტი
სწრაფად. მარტივად. საიმედოდ.













































