ხელსახოცები
სარეცხი და საწმენდი საშუალებები
საოფისე კვება
საკანცელარიო ნივთები
სამედიცინო პროდუქცია
ერთჯერადი პროდუქცია
სამეურნეო საქონელი
დისპენსერი
კომპიუტერული აქსესუარები
ხელსახოცები ყოველდღიური გამოყენებისთვის პრაქტიკული და აუცილებელი პროდუქტია, რომელიც გამოიყენება სხვადასხვა სივრცეში - სახლებში, კაფე-რესტორნებსა და ოფისებში.
"სუფთას" კატალოგი გთავაზობთ პროდუქტების მრავალფეროვან არჩევანს, რაც საშუალებას გაძლევთ სწრაფად და მარტივად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ხელსახოცი. თითოეული პროდუქტი გამოირჩევა მაღალი ხარისხითა და მისაღები ფასით.
ხელსახოცები - რას გთავაზობთ “სუფთა”?
დისპენსერის ხელსახოცები - დისპენსერის ხელსახოცები საზოგადოებრივ სივრცეებში ჰიგიენის დაცვის აუცილებელი კომპონენტია. ისინი პრაქტიკული და მოხერხებულია სხვადასხვა ტიპის საჯარო სივრცეებში გამოსაყენებლად.
სუფრის ხელსახოცი - სუფრის ხელსახოცებს გააჩნია როგორც პრაქტიკული, ასევე დეკორატიული დანიშნულება. ისინი მნიშვნელოვნად აუმჯობესებენ სუფრის საერთო იერსახეს. პროდუქტი გამოსადეგია როგორც საოჯახო, ისე კორპორაციულ ღონისძიებებზე.
სველი ხელსახოცები - ანტიბაქტერიული სველი ხელსახოცები საუკეთესო ჰიგიენური საშუალებაა იმისთვის, რომ ხელები და სხვადასხვა ზედაპირები მიკრობებისგან რამდენიმე საათის განმავლობაში დაიცვათ. ჩვენს კატალოგში შეგხვდებათ სველი ხელსახოცის 100-ცალიანი შეკვრები. ხელმისაწვდომია ანტიბაქტერიული ხელსახოცებიც.
ხელსახოცის ყიდვა - რა უნდა გავითვალისწინოთ?
თუ ხელსახოცის ყიდვა გსურთ, პირველ რიგში, უნდა იცოდეთ რისთვის გჭირდებათ ის.
სამეურნეო ხელსახოცის შერჩევისას მნიშვნელოვანია რამდენიმე კრიტერიუმის გათვალისწინება.
თუ Z ხელსახოცის შერჩევა გსურთ, მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სქელი ქაღალდები, რომლებსაც აქვს სითხის დიდი რაოდენობით შეწოვის უნარი.
ტუალეტის ქაღალდის შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ყურადღება უნდა მიექცეს პროდუქტის სისქესა და პერფორაციის ხარისხს, რათა მომხმარებელმა მისი მოხევა მარტივად შეძლოს. ამასთან ერთად, ის მარტივად უნდა იშლებოდეს წყალში. თუმცა იყოს ნაზიც, რათა არ დააზიანოს კანი.
ლაზერის ხელსახოცის რულონის შერჩევისას, უნდა გაითვალისწინოთ მისი სისქე და სტრუქტურა - ის უნდა იყოს ზომიერად უხეში, რათა დაბინძურებული ზედაპირების გასუფთავება ეფექტურად შეძლოთ და, საჭიროების შემთხვევაში, შეიშროთ ხელებიც.
სუფრის ხელსახოცების შესარჩევად კი ყურადღება გაამახვილეთ პროდუქტის ზომაზე, ხარისხსა და ფენების რაოდენობაზე. ჩვენს პლატფორმაზე ხელმისაწვდომია როგორც სუფრის, ისე ბარის ხელსახოცები.
როგორ შევიძინო ხელსახოცი “სუფთაზე”?
ბიზნესის მომარაგება ჩვენს პლატფორმაზე მომხმარებლისთვის მარტივი და კომფორტულია. "სუფთას" ვებსაიტზე გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით, ისე საბანკო ინვოისის საფუძველზე და კრიპტოვალუტის ფორმითაც.
ჩვენ მუდამ ვზრუნავთ მომხმარებლის კომფორტზე. ამას მოწმობს ჩვენი უსწრაფესი მიწოდების სერვისიც - შენაძენის სასურველ მისამართზე მიღება 2-3 სამუშაო საათში შეგეძლებათ.
მოიმარაგე მარტივად ყველაფერი შენი ბიზნესისთვის
მომარაგება ქაოსის გარეშე
ბიზნესის მომარაგება ხშირად დაკავშირებულია მრავალ მომწოდებელთან, განსხვავებულ ინვოისებთან, გადახდის პირობებთან და ცვალებად ფასებთან. Supta.ge ამ პროცესს აერთიანებს ერთ ტექნოლოგიურ B2B პლატფორმაზე — 800+ პროდუქტი, 9 კატეგორია და 44 ქვეკატეგორია, ერთი ანგარიში და ერთი სისტემა ყოველდღიური შესყიდვების სამართავად.
Supta.ge არ არის მხოლოდ ონლაინ მაღაზია — პლატფორმა ბიზნესებს სრულფასოვან მომარაგების სისტემას სთავაზობს. სივრცეში ერთიანდება შეკვეთა, დოკუმენტაცია და მიწოდების პროცესი — სწრაფად, მარტივად და გამჭვირვალედ. შეკვეთიდან მიწოდებამდე მხოლოდ 2–3 სამუშაო საათი თბილისში.
ინვოისი, ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურა მოწესრიგებულად ერთ სისტემაში. სტაბილური ფასები და გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები — საბანკო ბარათი, კრიპტო, მობილური ნომრით გადახდა, Google & Apple Pay. 10+ წელი ბაზარზე. 2000+ რეგისტრირებული იურიდიული პირი.
პირველი B2B პლატფორმა საქართველოში, რომელმაც მობილური ნომრით გადახდა დანერგა.
Supta.ge-ის მთავარი პრინციპია — სიტყვა = ვალდებულება.
B2B შეთავაზება • გახდი პარტნიორი • ბლოგი • კონტაქტი
სწრაფად. მარტივად. საიმედოდ.













































