ვენიში ლაქების ამომყვანი სითხეების ბრენდია, რომელიც იდეალურად უმკლავდება ღრმად ჩამჯდარ ლაქებს როგორც თეთრ, ისე ფერად ქსოვილებზე.
ბიზნესის მომარაგების პლატფორმა “სუფთა” მომხმარებელს ბრენდის უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს სთავაზობს.
ვენიში ფერადებისთვის
ხშირად, ფერადი ქსოვილები დროთა განმავლობაში ფერს კარგავს ან წვრილ-წვრილი ლაქები არ იშლება სრულად. სწორედ ამ დროს აქტიურდება ვენიშის სითხე. ვენიში ფერადებისთვის იდეალურია ნაზი ქსოვილებიდან ღრმად ჩამჯდარი ლაქების ამოსაყვანად.
პროდუქტი მოქმედებს ეფექტურად - შლის ღრმად ჩამჯდარ ლაქებს (ღვინო, ყავა და სხვა) და ფრთხილად — არ აზიანებს ქსოვილს და არ აზიანებს მის სიხასხასეს.
ვენიში თეთრი ტანსაცმლისთვის
ვენიში თეთრი ქსოვილებისთვის სპეციალურად შექმნილია იმ მომხმარებლისთვის, რომლებსაც სურთ ეფექტურად ამოიყვანონ ლაქები თეთრი ქსოვილებიდან მისი სტრუქტურის დაზიანებისა და გაყვითლების გარეშე.
ის აქტიურად გამოიყენება სასტუმროებში თეთრეულების გასარეცხად.
როგორ გამოვიყენოთ ვენიში – მარტივი ინსტრუქცია უკეთესი შედეგისთვის
ვენიშის გამოყენება ძალიან მარტივია და არ მოითხოვს სპეციალურ ცოდნას. თუმცა იმისთვის, რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ, სასურველია გაითვალისწინოთ შემდეგი ინსტრუქცია:
- ლაქები წინასწარ დაამუშავეთ. დაზიანებულ ადგილს დაასხით მცირე რაოდენობის ვენიში (გელი ან კაფსულა), დაელოდეთ 5–10 წუთი და შემდეგ დაიწყეთ რეცხვა. აუცილებლად გაითვალისწინეთ ისიც, რომ სითზე ქსოვილზე არ უნდა გაშრეს;
- ხელით რეცხვისას 100 მლ სითხე გახსენით 4ლ წყალში, გარეცხეთ და კარგად გაავლეთ სუფთა წყალში;
- არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დოზას - ყოველი შეფუთვა შეიცავს დეტალურ ინსტრუქციას იმის შესახებ, რამდენი უნდა გამოიყენოთ კონკრეტული რაოდენობის ტანსაცმელზე;
გაფრთხილება:
არ გამოიყენოთ პროდუქტი მატყლზე, აბრეშუმსა და ტყავის ქსოვილზე. ყოველთვის გადაამოწმეთ ეტიკეტზე მითითებული მითითებები.
“სუფთას” კატალოგში სარეცხი ფხვნილების მაღალი ხარისხის ბრენდები შეგხვდებათ.
მათი შეძენის შემთხვევაში, შეკვეთის მიღება თბილისის მასშტაბით 2-3 სამუშაო საათში შეგეძლებათ!