ხელსახოცები
სარეცხი და საწმენდი საშუალებები
საოფისე კვება
საკანცელარიო ნივთები
სამედიცინო პროდუქცია
ერთჯერადი პროდუქცია
სამეურნეო საქონელი
დისპენსერი
კომპიუტერული აქსესუარები
ერთჯერადი კონტეინერები
ერთჯერადი კონტეინერები პრაქტიკული და თანამედროვე პროდუქტია როგორც კერძების შესანახად, ისე მათი ტრანსპორტირებისთვის.
მათი გამოყენება იდეალურია როგორც კაფეებსა და რესტორნებში, ისე take-away სერვისისთვის.
ბიზნესის მომარაგება ჩვენთვის უმთავრესი პრიორიტეტია - ჩვენ გთავაზობთ სხვადასხვა ტიპისა და ზომის ერთჯერად კონტეინერებს, რომლის სასურველ მისამართზე მიღებასაც უსწრაფესად შეძლებთ.
რას ნახავთ “სუფთას” კატალოგში?
პლასტმასის ერთჯერადი კონტეინერი - პლასტმასის კონტეინერები დამზადებულია გამძლე და მაღალი ხარისხის მასალისგან. ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ კონტეინერი როგორც ცივი, ისე ცხელი კერძებისთვის.
მუყაოს კონტეინერები - ხშირად გამოიყენება, როგორც ლანჩის კონტეინერი. იდეალურია ცხელი და ცივი კერძებისთვის.
ალუმინის ერთჯერადი კონტეინერები - ალუმინის კონტეინერები იდეალურია ცხელი კერძებისთვის, რადგან შესანიშნავად უნარჩუნებს საკვებს სითბოს. ისინი ხშირად გამოიყენება გამოსაცხობადაც.
როგორ შევარჩიოთ ერთჯერადი კონტეინერი?
პირველ რიგში, განსაზღვრეთ რისი მოთავსება გსურთ კონტეინერში - თუ ცხელ კერძთან გაქვთ შეხება, გამოიყენეთ ალუმინის კონტეინერი, რათა საკვებმა სითბო შეინარჩუნოს, ხოლო თუ ცივი კერძის შენახვა გსურთ, შეგიძლიათ მუყაოსა და პლასტმასის კონტეინერები შეიძინოთ.
ასევე გაითვალისწინეთ საკვების რაოდენობაც, რათა კონტეინერის ზომაც სათანადოდ შეარჩიოთ. “სუფთას” კატალოგში მრავალი სხვადასხვა ზომის პლასტმასის კონტეინერი შეგხვდებათ. გვაქვს როგორც 250 გრ ტევადობის მქონე, ისე 2000 გრამიანი ერთჯერადი კონტეინერები.
რატომ შევიძინო საჭმლის ერთჯერადი კონტეინერები “სუფთაში”?
„სუფთას“ ონლაინ მაღაზია გთავაზობთ მარტივ და ხელმისაწვდომ მეთოდს ერთჯერადი პროდუქციის შესაძენად.
პროდუქტების მრავალფეროვნება უზრუნველყოფს იმას, რომ იპოვოთ ყველაფერი, რაც თქვენს ბიზნეს საჭიროებას მოერგება.
გარდა ამისა, ჩვენი მიწოდების სერვისი უსწრაფესია - პროდუქტის მიღებას 2-3 სამუშაო საათში შეძლებთ. "სუფთა" არამარტო ხელმისაწვდომი ფასებით, არამედ გადახდის მოქნილი მეთოდებიც გამოირჩევა.
ამიტომ, შეიძინეთ ერთჯერადი კონტეინერები იაფად "სუფთას" ვებსაიტზე და მიიღეთ მაქსიმალური კომფორტი!
მოიმარაგე მარტივად ყველაფერი შენი ბიზნესისთვის
მომარაგება ქაოსის გარეშე
ბიზნესის მომარაგება ხშირად დაკავშირებულია მრავალ მომწოდებელთან, განსხვავებულ ინვოისებთან, გადახდის პირობებთან და ცვალებად ფასებთან. Supta.ge ამ პროცესს აერთიანებს ერთ ტექნოლოგიურ B2B პლატფორმაზე — 800+ პროდუქტი, 9 კატეგორია და 44 ქვეკატეგორია, ერთი ანგარიში და ერთი სისტემა ყოველდღიური შესყიდვების სამართავად.
Supta.ge არ არის მხოლოდ ონლაინ მაღაზია — პლატფორმა ბიზნესებს სრულფასოვან მომარაგების სისტემას სთავაზობს. სივრცეში ერთიანდება შეკვეთა, დოკუმენტაცია და მიწოდების პროცესი — სწრაფად, მარტივად და გამჭვირვალედ. შეკვეთიდან მიწოდებამდე მხოლოდ 2–3 სამუშაო საათი თბილისში.
ინვოისი, ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურა მოწესრიგებულად ერთ სისტემაში. სტაბილური ფასები და გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები — საბანკო ბარათი, კრიპტო, მობილური ნომრით გადახდა, Google & Apple Pay. 10+ წელი ბაზარზე. 2000+ რეგისტრირებული იურიდიული პირი.
პირველი B2B პლატფორმა საქართველოში, რომელმაც მობილური ნომრით გადახდა დანერგა.
Supta.ge-ის მთავარი პრინციპია — სიტყვა = ვალდებულება.
B2B შეთავაზება • გახდი პარტნიორი • ბლოგი • კონტაქტი
სწრაფად. მარტივად. საიმედოდ.













































