800+ პროდუქტი ბიზნესის ყოველდღიური მომარაგებისთვის
Supta.ge-ის პროდუქტების გვერდი აერთიანებს ბიზნესისთვის საჭირო ყოველდღიურ მარაგებს ერთ სივრცეში. ასორტიმენტი დაყოფილია პროდუქტის ტიპის მიხედვით, რათა საჭირო ნივთის მოძიება და სხვადასხვა ვარიანტის შედარება მარტივად შეძლოთ.
პლატფორმაზე წარმოდგენილია 800+ პროდუქტი 9 ძირითად კატეგორიაში. თუ უკვე იცით, რა ტიპის პროდუქცია გჭირდებათ, შეგიძლიათ პირდაპირ შესაბამის კატეგორიაზე გადახვიდეთ და შემდეგ ქვეკატეგორიების მიხედვით დააზუსტოთ არჩევანი.
რა ტიპის პროდუქციაა წარმოდგენილი Supta.ge-ზე?
სარეცხი და საწმენდი საშუალებები
სამზარეულოს, აბაზანის, იატაკის, მინის, ავეჯისა და სხვა ზედაპირების მოვლის პროდუქტები, დეზინფექცია, ტილოები და ღრუბლები.
ერთჯერადი ჭურჭელი, კონტეინერები, ჭიქები და აქსესუარები, შესაფუთი მასალები და ნაგვის პარკები.
სამედიცინო ხელთათმანები, სამედიცინო ინვენტარი და სილამაზის სალონისთვის საჭირო სახარჯი პროდუქტები.
ხელსახოცები და ქაღალდის პროდუქცია
Z ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი, სუფრის ხელსახოცები, სამზარეულოს რულონები და სხვა ქაღალდის ნაწარმი.
თაბახის ფურცლები, საწერი საშუალებები, ბაინდერები, ფაილები, საქაღალდეები, სამაგიდე აქსესუარები და დაფები.
ქაღალდის, საპნისა და სხვა ჰიგიენური პროდუქციისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ტიპის დისპენსერები.
დასუფთავების ინვენტარი, ურნები, ჯაგრისები და ყოველდღიური სამეურნეო საჭიროებების სხვა პროდუქტები.
მაუსები, კაბელები, ელემენტები, დამტენები და სამუშაო სივრცისთვის საჭირო სხვა ტექნიკური აქსესუარები.
ყავა, ჩაი, წყალი, შაქარი და სამუშაო სივრცეში ყოველდღიურად მოხმარებადი საკვები პროდუქტები.
თუ ძირითადი კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების ერთიანად დათვალიერება გსურთ, გამოიყენეთ პროდუქტის კატეგორიების გვერდი.
როგორ შევარჩიოთ ბიზნესისთვის სწორი პროდუქტი?
ერთ კატეგორიაში წარმოდგენილი პროდუქტებიც შეიძლება მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ზომით, მასალით, შეფუთვაში რაოდენობით, დანიშნულებით ან სხვა ტექნიკური მახასიათებლებით. ამიტომ საბოლოო არჩევანისას მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პროდუქტის დასახელება, არამედ კონკრეტული პროდუქტის გვერდზე მითითებული ინფორმაცია.
რეგულარულად მოხმარებადი პროდუქციის შემთხვევაში პრაქტიკულია შეფუთვაში რაოდენობისა და რეალური მოხმარების ერთად შეფასება. მაგალითად, ერთეულის დაბალი ფასი ყოველთვის არ ნიშნავს უკეთეს არჩევანს, თუ შეფუთვის მოცულობა ან პროდუქტის ფორმატი თქვენს სამუშაო პროცესს არ შეესაბამება.
რეგულარული და დიდი რაოდენობით შესყიდვა
ბიზნესის მარაგის დაგეგმვისას ერთმანეთისგან განსხვავდება ერთჯერადი საჭიროება და რეგულარული შესყიდვა. სწრაფად მოხმარებადი პროდუქციისთვის შეიძლება უფრო პრაქტიკული იყოს რამდენიმე კვირის ან თვის რეალური მოხმარების წინასწარ შეფასება, ვიდრე მცირე რაოდენობის ხშირი შეკვეთები.
ზოგიერთ პროდუქტზე B2B შეთავაზებებში ფასი რაოდენობის მიხედვით იცვლება. ეს საშუალებას გაძლევთ წინასწარ შეადაროთ სხვადასხვა მოცულობის პირობები და შეარჩიოთ თქვენი ბიზნესისთვის მისაღები რაოდენობა.
პროდუქტის ტიპით თუ ბიზნესის სექტორით?
თუ ზუსტად იცით, რა პროდუქტი გჭირდებათ, ყველაზე მარტივი გზა კატეგორიებისა და ქვეკატეგორიების მიხედვით ძიებაა. მაგალითად, შეგიძლიათ პირდაპირ გადახვიდეთ საკანცელარიო ნივთებზე, ერთჯერად პროდუქციაზე ან დასუფთავების საშუალებებზე.
თუ კი მთლიანად კონკრეტული სამუშაო სივრცის მომარაგებას გეგმავთ და გსურთ ნახოთ ერთმანეთთან დაკავშირებული პროდუქციის სხვადასხვა ჯგუფი, გამოიყენეთ სექტორული გვერდები: ოფისები, HoReCa, საგანმანათლებლო დაწესებულებები და სამედიცინო და ესთეტიკური სივრცეები.
ერთ შეკვეთაში სხვადასხვა კატეგორიის პროდუქცია
Supta.ge-ზე შეგიძლიათ ერთ კალათაში გააერთიანოთ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული პროდუქტები. მაგალითად, ოფისისთვის ერთდროულად შეარჩიოთ A4 ქაღალდი, ყავა, ხელსახოცები, საწმენდი საშუალებები და კომპიუტერული აქსესუარები.
ეს ამცირებს სხვადასხვა პროდუქტის ცალკე მომწოდებლებთან მოძიებისა და რამდენიმე დამოუკიდებელი შეკვეთის მართვის საჭიროებას. თბილისში მიწოდება შესაძლებელია 2–3 სამუშაო საათში.
შეკვეთის, გადახდისა და მიწოდების პირობებთან დაკავშირებული ინფორმაციისთვის გაეცანით გვეკითხებიან გვერდს. პროდუქციის შერჩევისა და ბიზნესის მომარაგების პრაქტიკული რჩევებისთვის შეგიძლიათ ასევე ნახოთ Supta.ge-ის ბლოგი.
Supta.ge — მომარაგება ქაოსის გარეშე.



