საქონლის დაბრუნების პოლიტიკა | სუფთა

დაბრუნების პოლიტიკა

გაეცანით supta,ge-ზე შესყიდული საქონლის უკან დაბრუნების ან გადაცვლის პოლიტიკას.

მთავარი
დაბრუნების პოლიტიკა

დაბრუნების პოლიტიკა

 

1. დაბრუნების პირობები

1.1.„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

  • 1.1.ეს ვადა აითვლება:

1.1.1.მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;

1.1.2.ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;

1.1.3. მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან; დ) საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

 

2. დაბრუნების წესი

2.1.ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში სავალდებულოა დაგვიკავშირდეთ ან თავად შეავსოთ დაბრუნების ფორმა.

2.2.ნივთის დაბრუნების ინიცირების უფლება თქვენ გენიჭებათ ნივთის ჩაბარების მომენტიდან და მოქმედებს ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

2.3.თუ თქვენ 14 კალენდარულ დღეში დაბრუნების ფორმის შევსებით არ მოახდენთ ნივთის დაბრუნების ინიცირებას, თქვენ დაკარგავთ ნივთის დაბრუნების უფლებას. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.

2.4.მომხმარებელი მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.

 

3.გამონაკლისი შემთხვევბი:

3.1.მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

3.1.1.საქონელის ან მომსახურების ფასი არ აღემატება 30 ლარს.

3.1.2.კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მან მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

3.1.3.მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა მომხმარებლის მიერ და ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;

3.1.4.მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

3.1.5.მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;

3.1.6.მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს;

 

4. კომპანიის ინფორმირების აუცილებლობა

4.1. დისტანციური ხელშეკრულების ფარგლებში საქონლის დაბრუნების სურვილის არსებობის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გამოაგზავნოს შევსებული ფორმა (ფორმა იხილეთ შემდეგ ბმულზე: https://supta.ge/ka/returnform ) ელ. ფოსტაზე info@supta.ge. ან წარმოადგინოს ან გამოაგზავნოს მისამართზე: ქ. თბილისი, მ. წინამძღვრიშვილის ქ, N162,  სადაც მითითებული იქნება შემდეგი ინფორმაცია:

4.1.1.მყიდველის მიერ მითითებული სახელი და გვარი, შეკვეთის განთავსების თარიღი, მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, შეკვეთის ნომერი, მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული);

დაბრუნების ფორმის შევსების შემდეგ თქვენ გენიჭებათ 2 სამუშაო დღე, რათა მოახდინოთ კომპანიისთვის ნივთის დაბრუნება. (აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპანია არ არის ვალდებული დაიბრუნოს ნივთი).

4.3.კომპანია ნივთის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

4.3.1.პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებ-გვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

4.3.2.პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

4.3.3.პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში;

4.4.თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. ნივთის მდგომარეობიდან გამომდინარე შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი.

4.5.ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის ნივთის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილები და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთზე თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.).

4.6.ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში, მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4.7.ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში (ჰიგიენური ნივთები, 30 ლარამდე ნივთები და სხვ.).

 

5. ანაზღაურების წესი:

5.1.კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება დაბრუნების ფორმის შევსებიდან 14 კალდენდარული დღის ვადაში.

5.2. თუ დაბრუნებული ნივთი ექვემდებარება სერვის ცენტრის მიერ შემოწმებას, თანხა აგინაზღაურდებათ სერვის ცენტრის დასკვნის შესაბამისად, სერცვის ცენტრის მიერ მოწოდებული დასკვნის მოწოდებიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში.

5.3.დაბრუნებული ნივთის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. (გამონაკლისია: ნაღდი ანგარიშსწორებით/გადახდის აპარატებით ანაზღაურების შემთხვევაში მომხმარებელს თანხა აუნაზღაურდება საბანკო გადახდის მეთოდებით მომხმარებლის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშის ნომერზე)

5.4.თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და შესაბამისად დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი ნივთის შეფასების შესაბამისად.

partn პარტნიორები
ფეირი, გრასი, Anti Germ, ბაგი, პრონტო, სელპაკი, Vialli, ფროში, იაკობსი, ნესკაფე, Defender, Camelion, არიელი, დაივერსი, მაპედი, დელი, Besttowel, ABC, აცე, აირ ვიკი, ალფა, არიელი, ბაკურიანი, Belux, ბიმაქსი, ბინული, Blue Eco Plus, ბონა, კალგონი, Carte Noire, ჩერი, კომეტი, კომპაქტი, სიფი, დომესტოსი, Domi, Finish, Flo Soft, გლეიდი, Gold Drop, გრინფილდი, Green World, HOBBY, Kleaner, ლებო, მარგიო, Mediok, Mumex, ობუხივი, პაპია, Parin, Stone, პემო ლუქსი, პენსანი, პრილი, სეიფგარდი, სანო, სუფთა, ტაიდი, LyncMed, ტოშიბა, ვანიში, ვერ ნელი, ვიალი, იორკი, ზოგე, სტარბაქსი, KIEHL, აგროლაინი, Azur, Sveto Copy, PONTO, TITIZ, Karnaval, FLORA, Brand, XIN DAI, CLORAX, WECLEAN, SMART CARE, მანა, AIHAO, EKO END BEST, Shneider, CASSA, Ballet, KENKO, MEDIA, Helio, Clean World, POLY TIME , Supremo , Silen, Krot, ELMOP, LUX, პერსილი, AL AFRAH, BOTANIKA, TROPICANA, TNT, ტიტან, PILOT, მელიტა, წყალი მთის, კოკა კოლა, ბორჯომი, არეონი, Double A, ZOMA, MAESTROWIN,
left
right
კდ მეტა რესტორანი
ფუდ მარკეტი
Magic Candy
m-group
Timeless
ჯიბე
Hyster
დიო
ATC აერო სტრუქტურები
ნიუ ვიჟენ დაზღვევა
დეამედი
მალ მალე
ბადაგონი
ეპამ სისტემსი
სასტუმრო თეორია
აზრი
New Vision University
ჩვენი
პოლი
აისითი
Xiaomi
შოთა რუსთაველის სასტუმრო
King David Hotel
კდ მეტა რესტორანი,ფუდ მარკეტი,Magic Candy,m-group,Timeless,ჯიბე,Hyster,დიო,ATC აერო სტრუქტურები,ნიუ ვიჟენ დაზღვევა,დეამედი,მალ მალე,ბადაგონი,ეპამ სისტემსი,სასტუმრო თეორია,აზრი,New Vision University,ჩვენი,პოლი,აისითი,Xiaomi,შოთა რუსთაველის სასტუმრო,King David Hotel,