მნიშვნელოვანი ინფორმაცია რეგისტრაციისა და სარგებლობის პირობებზე
გაეცანით შეკვეთის, გადახდის, მიწოდებისა და პლატფორმის გამოყენების წესებსა და პირობებს Supta.ge-ზე.
1. ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს თქვენსა (შემდგომში — „თქვენ“ ან „მომხმარებელი“, კონტექსტიდან გამომდინარე) და სს „აიდ გრუპს“, ს/კ 405176973, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, მ. წინამძღვრიშვილის ქ. №162 (შემდგომში — „ჩვენ“ ან „კომპანია“, კონტექსტიდან გამომდინარე) შორის დადებულ სავალდებულო ძალის მქონე ხელშეკრულებას, რომელიც ადგენს და არეგულირებს კომპანიის კუთვნილი აპლიკაციითა და ვებგვერდით www.supta.ge (შემდგომში — „ვებგვერდი“) სარგებლობის წესებსა და პირობებს.
1.2. ვებგვერდი და მასთან დაკავშირებული მომსახურებები, მათ შორის კომპანიის მიერ მომხმარებლების მისამართით განხორციელებული ნებისმიერი სახის კომუნიკაცია შემოთავაზებულ მომსახურებებთან დაკავშირებით, შემდგომში ერთობლივად იწოდება „პლატფორმად“.
1.3. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ წინამდებარე წესებსა და პირობებს, რომლებიც არეგულირებს თქვენს მიერ ვებგვერდის გამოყენებას. იმ შემთხვევაში, თუ არ ეთანხმებით წინამდებარე წესებსა და პირობებს, გთხოვთ, დატოვოთ ვებგვერდი.
1.4. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობის გამოხატვით მომხმარებელი ადასტურებს, რომ წაკითხული და გაცნობიერებული აქვს წინამდებარე წესები და პირობები, სურს კომპანიის მიერ ოპერირებადი პლატფორმით სარგებლობა და კისრულობს ამ წესებითა და პირობებით განსაზღვრული მოთხოვნების შესრულებასა და დაცვას.
1.5. რეგისტრაციის ფორმაში „ვეთანხმები წესებს და პირობებს“ მონიშვნით თქვენ ასევე ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას და აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანიის პლატფორმაზე თქვენი, როგორც მომხმარებლის, რეგისტრაციის მიზნით, საქართველოს კანონმდებლობისა და პერსონალური მონაცემების დაცვასთან დაკავშირებული მოთხოვნების შესაბამისად, კომპანიამ დაამუშაოს თქვენი პერსონალური ინფორმაცია. ამასთან, სრულად ეთანხმებით პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას, რომელიც პლატფორმის წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია.
2. ტერმინთა განმარტება
2.1. წინამდებარე წესებსა და პირობებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ქვემოთ განსაზღვრული მნიშვნელობა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დოკუმენტის კონტექსტიდან აშკარად სხვა რამ არ გამომდინარეობს:
2.1.1. გამოყენების წესები — ნიშნავს წინამდებარე წესებს, ნებისმიერ სხვა წესთან ან/და პირობასთან ერთად, რომელსაც წინამდებარე დოკუმენტი შესაბამისი მითითებით მიიჩნევს მის ნაწილად და რომლებიც არეგულირებს მომხმარებლის მიერ პლატფორმაზე წვდომისა და მისი გამოყენების საკითხებს, მათ შორის ვებგვერდზე შეთავაზებულ შინაარსს, ფუნქციებსა და მომსახურებებს;
2.1.2. ვებგვერდი — ნიშნავს www.supta.ge-ს, რომლის მეშვეობითაც ხდება კომპანიის პლატფორმით სარგებლობა და შესაბამისი ინფორმაციის გაცნობა;
2.1.3. მომხმარებელი — იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელიც აკმაყოფილებს წინამდებარე პირობებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და სურს Supta.ge-ის პლატფორმის გამოყენება;
2.1.4. ავტორიზაცია — რეგისტრირებული მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე მის მიერ შექმნილ პირად ანგარიშზე წვდომა;
2.1.5. მომხმარებლები — ნიშნავს პლატფორმაზე რეგისტრირებულ მომხმარებლებს;
2.1.6. მხარეები — ნიშნავს კომპანიასა და მის მომხმარებლებს.
3. განცხადებები და გარანტიები
3.1. წინამდებარე წესებსა და პირობებზე თანხმობით მომხმარებელი ადასტურებს, რომ:
3.1.1. კომპანია არ არის პასუხისმგებელი პლატფორმაზე განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე, აგრეთვე პლატფორმის საშუალებით მომხმარებლის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე;
3.1.2. კომპანია თავისუფლდება პასუხისმგებლობისგან, რომელიც შეიძლება მოჰყვეს მომხმარებლის ქმედებას, მომხმარებლის მიერ რომელიმე ხელშეკრულების, მათ შორის წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევას, მოქმედ კანონმდებლობასა და რეგულაციებთან შეუსაბამობას და სხვა მსგავს გარემოებებს;
3.1.3. მომხმარებელი არის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაფუძნებული იურიდიული პირი ან 18 წლის ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი;
3.1.4. გაეცნო წინამდებარე პირობებს და ეს პირობები მისთვის მისაღებია;
3.1.5. მის მიერ წარმოდგენილი ყველა მონაცემი ზუსტია;
3.1.6. კეთილსინდისიერად, სრულად და ჯეროვნად შეასრულებს პირობებით ნაკისრ ვალდებულებებს;
3.1.7. დაუყოვნებლივ წერილობით აცნობებს კომპანიას ყველა იმ გარემოების შესახებ, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობაში მოვიდეს მის განცხადებებთან ან/და გამოიწვიოს აღნიშნული გარანტიების დარღვევა;
3.1.8. არ განახორციელებს ქმედებას, რომელიც არღვევს მომსახურების პირობებს, კომპანიის კონფიდენციალურობისა და პლატფორმის გამოყენების პირობებსა და სტანდარტებს, არის უკანონო, დამაბნეველი, დისკრიმინაციული ან თაღლითური ან/და არღვევს ან ლახავს სხვა პირთა უფლებებს;
3.1.9. კომპანია ხელშეკრულებას დებს ამ პირობებში მოცემულ განცხადებებზე, გარანტიებსა და ვალდებულებებზე დაყრდნობით და მათ ხელშეკრულების პირობებად მიიჩნევს. შესაბამისად, აღნიშნული განცხადებების, გარანტიებისა და ვალდებულებების დარღვევა შეიძლება გახდეს კომპანიის მიერ ხელშეკრულებითა და პირობებით გათვალისწინებული პროდუქტის მიწოდებაზე ან/და მომსახურების გაწევაზე ცალმხრივი უარის საფუძველი;
3.1.10. პლატფორმის დიზაინზე, პროგრამულ უზრუნველყოფაზე, ძირითად პროგრამულ კოდსა და სხვა მასალებზე ვრცელდება საავტორო და სხვა ინტელექტუალური საკუთრების უფლებები და ისინი ექვემდებარება შესაბამის დაცვას.
3.2. კომპანია არ არის პასუხისმგებელი, მათ შორის:
3.2.1. მომხმარებლის მიერ კომპანიისთვის მიწოდებული პირადი მონაცემების სიზუსტეზე და ასეთი უზუსტობით გამოწვეულ ზიანზე;
3.2.2. მომხმარებლის მიერ მესამე პირისთვის მიყენებულ ზიანზე.
4. მომხმარებლად რეგისტრაცია
4.1. პლატფორმით სარგებლობისთვის მომხმარებელი ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია და განაცხადოს თანხმობა წინამდებარე პირობებსა და პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკაზე.
4.2. რეგისტრაცია შესაძლებელია:
4.2.1. სოციალურ ქსელებში (Facebook, Google) არსებული ანგარიშის ან Apple/Android ID-ის ავტორიზაციის მონაცემების გამოყენებით; ან
4.2.2. სახელის, გვარის, ელექტრონული ფოსტისა და პაროლის მითითებით.
4.3. რეგისტრაციის წარმატებით დასასრულებლად საჭიროა SMS ვერიფიკაცია — მობილური ტელეფონის ნომრის დადასტურება სპეციალური SMS კოდის მეშვეობით.
4.4. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ მომხმარებელი უფლებამოსილია ისარგებლოს კომპანიის მიერ შეთავაზებული მომსახურებით.
4.5. მომხმარებელი ვალდებულია უსაფრთხოდ შეინახოს პირად ანგარიშზე წვდომის მონაცემები და არ გაუმჟღავნოს ისინი მესამე პირებს. უსაფრთხოების მიზნით კომპანია რეკომენდაციას აძლევს მომხმარებელს, გამოიყენოს რთული პაროლი და პერიოდულად განაახლოს იგი.
4.6. მომხმარებელი სრულ პასუხისმგებლობას კისრულობს მისი ანგარიშით განხორციელებულ ნებისმიერ ქმედებაზე. იმ შემთხვევაში, თუ პირი სხვისი სახელითა და მითითებით ახორციელებს წვდომას მომხმარებლის ანგარიშზე, იგულისხმება, რომ მას გააჩნია შესაბამისი უფლებამოსილება. კომპანია არ არის პასუხისმგებელი მესამე პირის მიერ მომხმარებლის ანგარიშზე წვდომის შედეგად დამდგარ ზიანზე.
4.7. მომხმარებელი ვალდებულია დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს კომპანიის მომსახურების ცენტრს ტელეფონის ან ელექტრონული ფოსტის საშუალებით, თუ გააჩნია საფუძვლიანი ეჭვი, რომ მის პირად ანგარიშზე შესასვლელი ინფორმაცია, პაროლი ან უსაფრთხოების სხვა კოდები მოპარული, დაკარგული, უნებართვოდ გამოყენებული ან სხვაგვარად მითვისებულია.
4.8. პირადი ანგარიშის გახსნით მომხმარებელი აცხადებს და გარანტიას იძლევა, რომ ანგარიშის გახსნით არ არღვევს კანონს, რეგულაციას ან მესამე პირთა უფლებებს. იგი ვალდებულია დაიცვას კომპანიის ინტერესები და აუნაზღაუროს კომპანიას წინამდებარე მოთხოვნების დარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი, ასეთის არსებობის შემთხვევაში.
4.9. მომხმარებელი ვალდებულია უზრუნველყოს მის პირად ანგარიშზე არსებული ინფორმაციის სიზუსტე და განახლება. კომპანია არ არის პასუხისმგებელი აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზიანზე და უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს ინფორმაციის სისწორის დადასტურება ან შესაბამისი დოკუმენტების/მტკიცებულებების წარმოდგენა.
5. იდენტიფიკაციის სისტემაში რეგისტრირებული უნივერსალური იდენტიფიკატორები
5.1. მომხმარებლის სახელი — რეგისტრაციისას მითითებული ელექტრონული ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი;
5.2. პაროლი — ავტორიზაციის განხორციელებისთვის საჭირო ერთ-ერთი პარამეტრი, რომელსაც მომხმარებელი თავად განსაზღვრავს;
5.3. მობილური ტელეფონის ნომერი — ტელეფონის ნომერი, რომელზეც მომხმარებელი იღებს ოპერაციების განხორციელებისთვის საჭირო ერთჯერად კოდებსა და პაროლებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, აგრეთვე კომპანიისგან შეტყობინებებს;
5.4. მომსახურების გაუმჯობესების ან/და უსაფრთხოების მიზნით კომპანიამ შეიძლება განსაზღვროს დამატებითი ან განსხვავებული მომხმარებლის იდენტიფიკატორები, რის შესახებაც მომხმარებელს ეცნობება დამატებით.
6. ავტორიზაცია
6.1. ანგარიშის რეგისტრაციისა და ვერიფიკაციის შემდეგ პლატფორმით სარგებლობის მიზნით მომხმარებელი გადის ავტორიზაციას.
6.2. ავტორიზაცია ხორციელდება მომხმარებლის მიერ მითითებული ელექტრონული ფოსტის/ტელეფონის ნომრისა და პაროლის ან სოციალურ ქსელებში (Facebook, Google) არსებული ანგარიშის ან Apple/Android ID-ის საფუძველზე.
7. კომპანიის პასუხისმგებლობის შეზღუდვა
7.1. თქვენ თანხმდებით, რომ თავისუფალი ხართ არჩევანში, ისარგებლოთ თუ არა მომსახურებით, და ამას აკეთებთ თქვენი შეხედულებით, დისკრეციითა და რისკით.
7.2. კომპანია უზრუნველყოფს მომსახურების გაწევას შესაბამისი კვალიფიკაციითა და ზრუნვით და წინამდებარე შეთანხმებაში აღწერილი პირობების შესაბამისად.
7.3. კომპანიის პასუხისმგებლობა მომხმარებლის წინაშე ვრცელდება კომპანიის ვალდებულებების განზრახ, ბრალეულ დარღვევაზე და გულისხმობს ამგვარი დარღვევის შედეგად დამდგარი პირდაპირი ზიანის, ასეთის არსებობის შემთხვევაში, ანაზღაურების ვალდებულებას.
8. ნივთის ან მომსახურების შერჩევის, შეკვეთის განთავსებისა და მიღების პროცედურა
8.1. ავტორიზაციის შემდეგ მომხმარებელი ირჩევს სასურველი პროდუქციის კატეგორიას, რის შემდეგაც შეუძლია მონაცემების გაფილტვრა კატეგორიის, პროდუქტის მახასიათებლების ან/და სხვა შეთავაზებული პარამეტრების მიხედვით.
8.2. მომხმარებელი „კალათაში დამატება“ ღილაკის მონიშვნით ირჩევს და ათავსებს სასურველ პროდუქტს საკუთარ კალათაში.
8.3. პროდუქტის კალათაში განთავსების შემდეგ მომხმარებელი ანგარიშსწორების გვერდზე ხედავს არჩეულ პროდუქტებს, ჯამურ თანხას და შეუძლია აირჩიოს მისთვის სასურველი გადახდის მეთოდი.
8.4. მომხმარებელი აცხადებს თანხმობას, რომ მისი კუთვნილი ანგარიშიდან მოხდეს შესაბამისი შეკვეთის ან მომსახურების საფასურის ჩამოჭრა არჩეული გადახდის მეთოდის შესაბამისად.
8.5. მომხმარებელი ადასტურებს, რომ კომპანია არ არის პასუხისმგებელი პროდუქციის/საქონლის ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის შემდეგ გამოვლენილ ნაკლთან მიმართებით, გარდა კანონმდებლობით ან შესაბამისი საგარანტიო პირობებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
9. ანგარიშსწორების მეთოდები
9.1. Supta.ge-ზე ხელმისაწვდომია ანგარიშსწორების შემდეგი მეთოდები:
9.1.1. საბანკო გადარიცხვა ინვოისის საფუძველზე;
9.1.2. საბანკო ბარათით გადახდა;
9.1.3. სწრაფი გადახდა შესაბამისი გადახდის სერვისის საშუალებით;
9.1.4. მხარდაჭერილი კრიპტოაქტივებით გადახდა, მათ შორის Bitcoin, Litecoin, Bitcoin Cash, Bitcoin Gold, Dash და Zcash. პლატფორმაზე მხარდაჭერილი კრიპტოაქტივების ჩამონათვალი შეიძლება პერიოდულად შეიცვალოს.
10. მიწოდების სერვისი
10.1. მიწოდების სერვისი ხორციელდება ყოველდღე, კვირის გარდა, 10:00-დან 18:00 საათამდე. 18:00 საათის შემდეგ მიღებული შეკვეთის მიწოდება განხორციელდება მეორე სამუშაო დღეს.
10.2. თბილისის მასშტაბით მინიმალური შეკვეთის ღირებულება შეადგენს 50 ლარს.
10.3. 50–100 ლარამდე შეკვეთის მიწოდების საფასურია 10 ლარი.
10.4. 100–150 ლარამდე შეკვეთის მიწოდების საფასურია 5 ლარი.
10.5. 150 ლარის ან მეტი შეკვეთის მიწოდება ხორციელდება უფასოდ.
10.6. მომხმარებლის მხრიდან შეკვეთის ან მისი ნაწილის გაუქმების შემთხვევაში გაუქმებული შეკვეთის ან მისი ნაწილის/პროდუქტის შესაბამისი ღირებულება მომხმარებელს უკან დაუბრუნდება მოქმედი პირობების შესაბამისად.
11. დისტანციურად შეძენილი პროდუქციის დაბრუნების წესი
11.1. მომხმარებელი „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად უფლებამოსილია უარი თქვას დისტანციურ ხელშეკრულებაზე კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და ვადებში, მათ შორის შესაბამის შემთხვევაში პროდუქტის მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.
11.2. თანხის დაბრუნება განხორციელდება შესაბამისი დაბრუნების პირობების შესაბამისად. დაბრუნების პროცედურის, ვადებისა და გამონაკლისების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დაბრუნების პოლიტიკაში, რომელიც წინამდებარე წესებისა და პირობების განუყოფელი ნაწილია.
12. ხელშეკრულების მოქმედების ვადა და შეწყვეტა
12.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის მომხმარებლის მიერ „ვეთანხმები წესებს და პირობებს“ მონიშვნისთანავე და ძალაში რჩება მომხმარებლის მიერ კომპანიასთან ნაკისრი ვალდებულებების სრულად შესრულებამდე.
12.2. მომხმარებლის მიერ შეძენილი პროდუქტის საფასურის სრულად და ჯეროვნად გადახდა წარმოადგენს შესაბამისი ფულადი ვალდებულების შესრულებას. ფულადი ვალდებულების შესრულება თავისთავად არ იწვევს წინამდებარე წესებისა და პირობების შეწყვეტას.
13. მარეგულირებელი კანონმდებლობა და დავების გადაწყვეტის წესი
13.1. წინამდებარე პირობები რეგულირდება და განიმარტება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.
13.2. მხარეთა მიერ პირობების შესრულების ადგილად მიჩნეულია საქართველო.
13.3. ამ პირობებთან ან მათ ინტერპრეტაციასთან დაკავშირებული ნებისმიერი დავა ან უთანხმოება თავდაპირველად გადაწყდება მხარეთა შორის მოლაპარაკების გზით.
13.4. თუ მხარეები 30 კალენდარული დღის განმავლობაში შეთანხმებას ვერ მიაღწევენ მოლაპარაკების გზით, თითოეული მხარე უფლებამოსილია გამოიყენოს საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული დავის გადაწყვეტის სხვა საშუალებები.
14. წინამდებარე პირობებში ცვლილებების შეტანა
14.1. წინამდებარე პირობები შეიძლება დაექვემდებაროს ცვლილებებს. ცვლილებები შესაძლოა განხორციელდეს მომხმარებლისთვის წინასწარი ინდივიდუალური შეტყობინების გარეშე, თუ ცვლილება არ აუარესებს მომხმარებლის მდგომარეობას ან/და არ ცვლის ხელშეკრულების არსებით პირობებს.
14.2. ხელშეკრულების პირობებში არსებითი ცვლილების განხორციელების შემთხვევაში, მომსახურებით შეუფერხებლად სარგებლობის გასაგრძელებლად მომხმარებელს შეიძლება მოეთხოვოს განახლებულ პირობებზე ხელახალი თანხმობის გამოხატვა.
15. პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა
15.1. გთხოვთ, ყურადღებით გაეცნოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკას, რომელიც აღწერს პერსონალურ მონაცემთა დამუშავებისა და დაცვის საკითხებს. ვებგვერდზე შესვლითა და მისი გამოყენებით თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით შესაბამის პოლიტიკასა და ვებგვერდით სარგებლობის პირობებს.
16. გარდამავალი დებულებები
16.1. წინამდებარე პირობებში გამოყენებული სათაურები განკუთვნილია მხოლოდ მოხერხებულობისთვის და გავლენას არ ახდენს პირობების განმარტებასა და ინტერპრეტაციაზე.
16.2. მოთხოვნის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია კომპანიას მიაწოდოს დამატებითი ინფორმაცია და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები, რომლებსაც კომპანია მოითხოვს ან რომელთა წარმოდგენაც საქართველოს კანონმდებლობით არის გათვალისწინებული.
16.3. თუ წინამდებარე პირობების რომელიმე პუნქტი ან მისი ნაწილი რაიმე მიზეზით გაუქმდება, ბათილად იქნება ცნობილი ან შეწყვეტს მოქმედებას, აღნიშნული არ მოახდენს გავლენას პირობების დანარჩენი პუნქტების ნამდვილობასა და მოქმედებაზე.
16.4. კომპანიას უფლება აქვს წინამდებარე პირობებში შეიტანოს ცვლილებები და შესაბამის შემთხვევაში ამის შესახებ მომხმარებელს აცნობოს Supta.ge-ის საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ვებგვერდის, SMS შეტყობინების, ელექტრონული ფოსტის ან სხვა ხელმისაწვდომი არხის საშუალებით.
16.5. მომხმარებელი კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე უფლებამოსილი არ არის წინამდებარე პირობებიდან გამომდინარე უფლებები და მოთხოვნები გადასცეს ან ვალდებულებები გადააკისროს სხვა პირს.
16.6. იმ შემთხვევებში, რომლებიც წინამდებარე პირობებით არ არის გათვალისწინებული, მხარეები იხელმძღვანელებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ურთიერთობის მარეგულირებელი ნორმებით ან/და დამატებით შეთანხმებული პირობებით.
ფეირი,გრასი,Anti Germ,ბაგი,პრონტო,სელპაკი,Vialli,ფროში,იაკობსი,ნესკაფე,Defender,Camelion,არიელი,დაივერსი,მაპედი,დელი,Besttowel,ABC,აცე,აირ ვიკი,ალფა,ბაკურიანი,Belux,ბიმაქსი,ბინული,Blue Eco Plus,ბონა,კალგონი,Carte Noire,ჩერი,კომეტი,კომპაქტი,სიფი,დომესტოსი,Domi,Finish,Flo Soft,გლეიდი,Gold Drop,გრინფილდი,Green World,HOBBY,Kleaner,ლებო,მარგიო,Mediok,Mumex,ობუხივი,პაპია,Parin,STONE,პემო ლუქსი,პენსანი,პრილი,სეიფგარდი,სანო,სუფთა,ტაიდი,LyncMed,ტოშიბა,ვენიში,ვერ ნელი,ვიალი,იორკი,ზოგე,სტარბაქსი,KIEHL,აგროლაინი,Azur,Sveto Copy,PONTO,TITIZ,Karnaval,FLORA,Brand,XIN DAI,CLORAX,WECLEAN,SMART CARE,მანა,AIHAO,EKO END BEST,Shneider,CASSA,Ballet,KENKO,MEDIA,Helio,Clean World,POLY TIME ,Supremo ,Silen,Krot,ELMOP,LUX,პერსილი,AL AFRAH,BOTANIKA,TROPICANA,TNT,ტიტან,PILOT,მელიტა,წყალი მთის,კოკა კოლა,ბორჯომი,არეონი,Double A,ZOMA,TopClin,KIMBO,JTB COMPANY,სუფთა- S,სუფთა-C,სუფთა-G,სუფთა-K,სუფთა-O,IKOCHIMIKI,HAGLEITNER,STANGER,Pellini,Lucaffe,TESS,AHMAD TEA,PALEX,ტენე,

