რჩეული

პერსონალური მონაცემების დამუშავების პოლიტიკა

კოფიდენციალურობის შეტყობინება

 

შესავალი

კონფიდენციალურობის პოლიტიკა (შემდგომში „პოლიტიკა“) უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობის განსაზღვრული წესით და ფარგლებში, სს ,,აიდ გრუპ“-ის (შემდგომში - „კომპანია“, „სუფთა.ჯი“ ან „ჩვენ“)  მიერ პერსონალური მონაცემების (შემდგომში - „მონაცემები“) დამუშავების გამჭირვალობას, თქვენთვის პროდუქტის მოწოდების/მომსახურების გაწევის მიზნით, შემდგომში გარიგების დასადებად.

ვინ ვართ ჩვენ

სს ,,აიდ გრუპ“-ი (შემდგომში „კომპანია“, „სუფთა.ჯი“ ან „ჩვენ“) წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ იურიდიულ პირს, რომელიც თქვენი მონაცემების დამუშავებისას მოქმედებს, როგორც მონაცემთა დამმუშავებელი (დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირი).

საიდენტიფიკაციო კოდი: 405176973

იურიდიული მისამართი: საქართველო, ქალაქი თბილისი , ჩუღურეთის რაიონი, წინამძღვრიშვილის ქუჩა , N 162

საკონტაქტო ინფორმაცია

ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@supta.ge;

ტელეფონის ნომერი: +995322110626 (ზარის განხორციელება უფასოა)

პოლიტიკის მიზანი

ჩვენი მიზანია, გაგაცნოთ, როგორ ამუშავებს და იყენებს კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს. შესაბამისად, წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკის საშუალებით ჩვენ მოგაწოდებთ ინფორმაციას შემდეგ საკითხებზე:

  • იმ პრიციპების შესახებ, რის მიხედვითაც კომპანია ხელმძღვანელობს თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების პროცესში;
  • კომპანია რა სახის პერსონალურ მონაცემებს აგროვებს თქვენს შესახებ, როდესაც თქვენ რეგისტრირდებით ჩვენს მომხმარებლად და სარგებლობთ კომპანიის პროდუქტით;
  • თუ როგორ მუშავდება თქვენი მონაცემები ჩვენ მიერ და როგორ არის უზრუნველყოფილი თქვენი მონაცემების უსაფრთხოების, კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობის და მთლიანობის დაცვა;
  • თუ როგორ უზრუნველყოფს კომპანია კანონმდებლობით გათვალისწინებული თქვენი უფლებების დაცვას.

ზოგადი დებულებები

კომპანია თქვენს მონაცემებს ამუშავებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებით და ამავე კანონით განსაზღვრული საფუძვლებით. ხოლო, აღნიშნული მიზნები და საფუძვლები კონკრეტულ პროცესთან მიმართებით შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ.

დაუშვებელია კომპანიამ დაამუშაოს თქვენი მონაცემები წინასწარ განსაზღვრული მიზნისგან განსახვავებული მიზნით, თუ არ აქვს შესაბამისი სამართლებრივი საფუძველი.

თქვენი მონაცემების დამუშავებისას, დაცულია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მონაცემთა დამუშავების ყველა პრინციპი.

ჩვენ მაქსიმალურად ვიცავთ თქვენ მონაცემებს და ამისათვის დანერგილი გვაქვს სათანადო ორგანიზაციული და ტექნიკური უსაფრთხოების ზომები.

პოლიტიკაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობა.

 

მონაცემები რომელსაც ვამუშავებთ

ჩვენ ვამუშავებთ, მათ შორის, ვაგროვებთ და ვინახავთ  პერსონალურ მონაცემებს, რომელთაც თქვენ მოგვაწვდით პლატფორმაზე ჩვენს მომხმარებლად რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ველების შევსებისას. ასეთი მონაცემებია:

  • პირადი ნომერი;
  • ელ.ფოსტის მისამართი;
  • მობილურის ნომერი.

* მითითებული მონაცემები აუცილებელია თქვენი, როგორც სუფთა.ჯის მომხმარებლად რეგისტრაციისთვის, ამასთან, თქვენ ვალდებული ხართ თქვენ მიერ მითითებულ მობილურის ნომერიზე მიღებული ავოტირიზაციის sms კოდის საშუალებით დაადასტუროთ თქვენი ვინაობა და მონაცემების უტყუარობა.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილი პერსონალური მონაცემებისა, სუფთა.ჯის მიერ შესაძლებელია, დამუშავდეს თქვენი სხვა ისეთი პერსონალური მონაცემები, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით ან/და აუცილებელია მომსახურების გაწევისთვის. ასეთი მონაცემი შესაძლებლია იყოს:

მაიდენტიფიცირებელი მონაცემები - სახელი, გვარი, მისამართი, თქვენი სამუშაო ადგილის შესახებ ინფორმაცია, იმ შემთხვევაში თუ თქვენ რეგისტრირდებით როგორ იურიდიული პირის წარმომადგენელი და სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მიაწოდებთ კომპანიას შეკვეთის განხორციელების ეტაპზე.

ფინანსური და ტრანზაქციული - ინფორმაცია პლატფორმაზე თქვენი  გადახდების თაობაზე, საბანკო ანგარიშის ნომერი, საგადახდო ბარათის შესახებ ინფორმაცია (ბარათის ბოლო ოთხი ციფრი).

ტექნოლოგიური - ინფორმაცია იმ ტექნიკა/ მოწყობილობების შესახებ, რომლებსაც იყენებთ ჩვენი პროდუქტების/პლატფორმების სარგებლობისას.

ლოკაციური - მონაცემები თქვენს ადგილსამყოფელთან დაკავშირებით, რომელიც შესაძლოა კომპანიამ მოიპოვოს თქვენი მობილური ტელეფონის საშუალებით, კომპიუტერის ინტერნეტში ჩართვის მისამართიდან ან იმ ობიექტის ადგილმდეგარეობიდან, სადაც ახორციელებთ ოპერაციებს.

სასურველი პროდუქტის შერჩევის შემდგომ მომხმარებელი, ანგარიშსწორების მიზნით, ირჩევს მისთვის ხელსაყრელ ანგარისშწორების გზას - ინვოისით გადახდას ან ონლაინ გადახდის სისტემას. ონლაინ გადახდის შემთხვევაში, მომხმარებელი გადამისამართდება ბანკის ანგარიშსწორების გვერდზე, სადაც უთითებს მისი ბარათის მონაცემებს და ადასტურებს გადარიცხვას. სუფთა.ჯი იღებს ინფორმაციას მხოლოდ მომხმარებლის მიერ ანგარიშსწორების შესახებ, მომხმარებლის პროვაიდერი ბანკის მიერ. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ ამგვარი ანგარიშსწორება ხორციელდება არჩეული პროვაიდერი ბანკის დაცულ სივრცეში და სუფთა.ჯი არ ამუშავებს პროცესში მითითებულ მონაცემებს.

 

მზა ჩანაწერები (cookies)

სუფთა.ჯი იყენებს Cookie ფაილებს. Cookie არის მცირე ტექსტური ფაილი, ე.წ. „მზა ჩანაწერები“, რომელსაც ვებგვერდი აგზავნის და ინახება თქვენი მოწყობილობის ბრაუზერში, როდესაც თქვენ სტუმრობთ ჩვენს ვებგვერდს. მასში მოცემულია ინფორმაცია კონკრეტული ვიზიტორის, ვებგვერდზე განხორციელებული ქმედებების და ვებგვერდის მისამართის შესახებ. „მზა ჩანაწერები" მოქმედებენ როგორც ერთგვარი "მეხსიერება," რომელიც იმახსოვრებს თქვენს ქცევას ვებგვერდზე სტუმრობისას და საშუალებას აძლევს საიტს, წინა ვიზიტების მიხედვით უკეთ მოარგოს მომსახურება თქვენს საჭიროებებს, რაც საბოლოოდ ქმნის უფრო პერსონალიზებულ და კომფორტულ გამოცდილებას.

 

ჩვენ ვაგროვებთ ინფორმაციას ვებგვერდზე თქვენი ვიზიტის შესახებ, შემდეგი სახის Cookie ფაილების გამოყენებით:

 

  1. აუცილებელი (Technical) Cookie ფაილები

ეს ფაილები უზრუნველყოფენ ვებსაიტის გამართულ მუშაობას და უსაფრთხოებას. მათ გარეშე ვებგვერდის ძირითადი ფუნქციების გამოყენება შეუძლებელია.

 

რას ვინახავთ: სესიის იდენტიფიკატორს (Session ID), ავტორიზაციის ტოკენს (Token), მომხმარებლის მოწყობილობის მონაცემებს (User Agent), IP მისამართს და ქუქი-ფაილებზე თანხმობის სტატუსს (cookie_consent).

 

  1. ფუნქციური Cookie ფაილები

ეხმარება ვებგვერდს მომხმარებლის გამოცდილების პერსონალიზაციაში. ისინი არ არის კრიტიკული საიტის მუშაობისთვის, თუმცა მათ გარეშე სერვისი ნაკლებად მოსახერხებელი იქნება.

 

რას ვინახავთ: თქვენს მიერ არჩეულ ენას (lang), კალათაში დამატებულ პროდუქტებს, სტუმრის უნიკალურ იდენტიფიკატორს (guestid) და ინფორმაციას იმის შესახებ, ნახეთ თუ არა სარეკლამო შეტყობინება (popup), რათა ის განმეორებით არ გამოჩნდეს და არ შეგიქმნათ დისკომფორტი.

 

  1. ანალიტიკური Cookie ფაილები

გამოიყენება ვებგვერდის გამოყენების ანალიზისთვის. ინახავს მონაცემებს თქვენი ქცევის შესახებ: რამდენ დროს ატარებთ გვერდზე, რომელ ბმულებზე გადადიხართ და როგორ მოხვდით ჩვენთან.

 

Google Analytics: ვიყენებთ მომხმარებლის შიდა იდენტიფიკატორს სტატისტიკური მონაცემების მისაღებად. ეს მონაცემები ინახება 2 წლის განმავლობაში, თუმცა მათი წაშლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ ბრაუზერის პარამეტრებიდან.

 

  1. მარკეტინგული Cookie ფაილები

გამოიყენება თქვენი ინტერესების შესასწავლად, რათა მოგაწოდოთ თქვენზე მორგებული შეთავაზებები.

 

Google Tag Manager (GTM): მისი მეშვეობით ვმართავთ თეგებს, რაც საშუალებას გვაძლევს ეფექტურად მოვარგოთ ვებსაიტი თქვენს ინტერესებს, თვალყური ვადევნოთ ინტერაქციას და გავაუმჯობესოთ მარკეტინგული კომუნიკაცია, უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების დაცვით.

 

* აღნიშნული ინფორმაცია კონფიდენციალურია და ვამუშავებთ ვებგვერდით სარგებლობის ხარისხის (UX) გაუმჯობესების და მარკეტინგული მიზნებისთვის. ჩვენს მიერ გამოყენებული Cookies ფაილები არ ინახავს იმგვარ პერსონალურ მონაცემებს, რაც შესაძლებელს გახდიდა თქვენს პირდაპირ იდენტიფიცირებას. Cookies ფაილებით შეგროვებული და შენახული მონაცემები არ გადაეცემა მესამე პირებს, გარდა ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკით განსაზღვრული შემთხვევებისა.

 

Cookie ფაილების მართვა: თქვენ შეგიძლიათ მართოთ „მზა ჩანაწერები“ (Cookies) თქვენივე ბრაუზერიდან, ამისთვის დაგეხმარებათ მითითებული ბმულები:

https://shorturl.at/eJ2jP - (Firefox)

https://shorturl.at/IwzHS - (Chrome)

https://support.apple.com/en-us/105082 - (Safari web and IOS)

 

იმ შემთხვევაში თუ გსურთ მეტი ინფორმაცია გაიგოთ Cookie ფაილების შესახებ, ეწვიეთ შემდეგ ბმულს:

  • https://allaboutcookies.org/

 

მონაცემების დამუშავება

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანი ყოველი კონკრეტულ შემთხვევისთვის, შესაბამის სამართლებრივ საფუძვლებზე მითითებით:

 

პერსონალური მონაცემები

რისთვის ვიყენებთ თქვენს პერსონალურ მინაცემებს (დამუშავების მიზანი)

 

ჩვენი ლეგიტიმური ინტერესის შესახებ

დამუშავების სამართლებრივი საფუძველი

პირადი ნომერი,  ელექტრონული ფოსტა, მობილურის ნომერი, ინფორმაცია სამუშაო ადგილის შესახებ, იმ შემთვევაში თუ რეგისტრირდებით როგორც იურიდიული პირის წარმომადგენელი.

 

სუფთა.ჯის ვებსაიტზე მომხმარებლების რეგისტრაცია, მომავალში პროდუქტის მიწოდების მიზნით.

პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;

 

კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების ეფექტურად შესრულება;

მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად[1].

სახელი, გვარი, მისამართი, სხვა ინფორმაცია, რომელსაც თქვენ მოგვაწოდებთ შეკვეთის განხორციელების ეტაპზე.

 

თქვენთვის, როგორც ჩვენი რეგისტრირებული მომხმარებლისთვის პროდუქტის ვებგვერდის (პლატფორმის) საშუალებით მოწოდება.

 

 

 

პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;

 

კანონმდებლობით დაკისრებული ვალდებულების ეფექტურად შესრულება;

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად[2];

 

მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად[3].

საკომუნიკაციო მონაცემები - ელექტრონული ფოსტა, მობილური ტელეფონის ნომერი.

მომხმარებელთან ურთიერთობის დასამყარებლად, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბინზესის განსავითარებლად;

 

მომხმარებლისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით და მისთვის ვებგვერდის (პლატფორმის) გამოყენების საშუალებით პროდუქტის მიწოდების გამარტივებისთვის.

 

ჩვენი საკანონმდებლო მოვალეობებისა და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება;

 

პროცესთან რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად[4];

 

 მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად[5].

 

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად[6].

 

ლოკაციასთან დაკავშირებული მონაცემები (მისამართი)

პროდუქტებისა და მომსახურების სამართავად და მისაწოდებლად;

 

ხელშეკრულებით ნაკისრი ~ვალდებულებების შესრულება.

დროული და ეფექტური მომსახურება, რაც გამოიხატება პროდუქტის მიწოდებაში.

ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება;

 

მომხმარებლის უფლებების დაცვა;

 

 

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად[7];

 მომხმარებლისთვის მომსახურების გასაწევად[8];

 

დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად[9].

 

ფინანსური, ტრანზაციასთან დაკავშირებული მონაცემები.

ჩვენი ბიზნესის ეფექტიანად და მართებულად წარსამართავად, რაც მოიცავს ჩვენი ფინანსური პოზიციის, ბიზნეს შესაძლებლობის, დაგეგმვის, კომუნიკაციების, კორპორატიული მმართველობისა და აუდიტის მართვას;

 

მომხმარებლის უფლებების დაცვისა და თაღლითური ქმედებების პრევენციისთვის;

 

 

ჩვენთვის რელევანტურ რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;

 

ჩვენი საკანონმდებლო და სახელშეკრულებო ვალდებულებების ეფექტურად შესრულება;

მონაცემთა სუბიექტთან დადებული გარიგებით ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად[10];

 

ჩვენი მნიშვნელოვანი ლეგიტიმური ინტერესის დასაცავად[11].

მზა ჩანაწერები „cookies“  (აუცილებელი, ფუნქციური)

თქვენი მოთხოვნების შესასრულებლად, თქვენთვის საინტერესო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირებისა და ამ ინფორმაციის თქვენთვის მოწოდებისთვის, თანამშრომლობის ახალი გზების შესამუშავებლად და ჩვენი ბინზესის განსავითარებლად;

იმის შესასწავლად, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს პროდუქტებსა და მომსახურებას;

ვებგვერდების და მისი კომპონენტების ადაპტირებისთვის მომხმარებლის საჭიროებების მიხედვით;

ვებსაიტის მუშაობას და მომხმარებლის გამოცდილებას (UX) გასაუმჯობესებლად.

 

 

მონაცემთა განახლება, თქვენთვის საინტერსო პროდუქტებისა და მომსახურების იდენტიფიცირება.

 

პროდუქტებისა და მომსახურების განვითარება;

 

ვებგვერდის (პლატფორმის)  ხარისხის (UX) გაუმჯობესება;

მონაცემთა სუბიექტის თანხმობა[12].

 

პირდაპირი მარკეტინგი

 

თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირდაპირი მარკეტინგის განხორცილების მიზნებისთვისაც ვამუშავებთ მხოლოდ თქვენ მიერ გაცხადებული თანხმობის საფუძელზე. აღნიშნული მიზნით თქვენს მონაცემებს ვამუშავებთ, რომ მოგაწოდოთ თქვენთვის შესაფერისი პროდუქტების და შეთავაზებების შესახებ  ინფორმაცია.

თქვენ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს დაგვიკავშირდეთ და მოითხოვოთ პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა. ჩვენ მაქსიმალურად მოკლე ვადაში, მაგრამ მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს  7 (შვიდი) სამუშაო დღისა დავაკმაყოფილებთ თქვენს მოთხოვნას.

მიუხედავად იმისა, თქვენ გააუქმებთ თუ არა თქვენ მიერ გაცხადებულ თანხმობას პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემების დამუშავებაზე, ჩვენ აუცილბელად გამოგიგზავნით სავალდებულო საინფორმაციო SMS შეტყობინებებს.

 

თანხმობის გამოთხოვა

პერსონალურ მონაცემთა დამუშავების, მათ შორის, პირდაპირი მარკეტინგის შესახებ თანხმობის გამოთხოვის შესახებ მოთხოვნა შეგიძლიათ ორგანიზაციას წარუდგინოთ ნებისმიერ დროს. თანხმობის გაუქმება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენი მონაცემების დამუშავების საფუძველს წარმოადგენს თქვენ მიერვე გაცხადებული თანხმობა.

თუ თქვენ გადაწყვეტთ მონაცემთა დამუშავების შესახებ გაცხადებული თანხმობის გაუქმებას, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნებისმიერი საკომუნიკაციო არხის გამოყენებით, მათ შორის, ამავე პოლიტიკაში მითითებული თქვენთვის ხელსაყრელი არხით.

 

მონაცემების გამჟღავნება

ჩვენ შეგვიძლია თქვენი მონაცემები გადავცეთ მესამე მხარეებს, შემდეგი მიზნით:

  • გადახდების დამუშავების მიზნით;
  • კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის შესრულების მიზნით;
  • საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში.

 

თქვენი პერსონალური მონაცემების გაზიარება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც თუ სამომავლოდ შეიცვლება კომპანიის სტრუქტურა.  მაგალითად:

 

  • იმ შემთხვევაში თუ კომპანია გადაწყეტს გაყიდოს ან გაასხვისოს საკუთარი აქტივები, ან განახორციელოს შერწყმის ოპერაცია.
  • ზემოხსენებული რომელიმე პროცესის განხორციელების შემთხვევაში ჩვენ შესაძლოა გავაზიაროთ თქვენი მონაცემები შესაბამის მხარესთან, იმ პირობით, რომ ხსენებული მხარე წინასწარ სავალდებულოდ იკისრებს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულებას.

 

თუ კომპანიის სტრუქტურის შეცვლის შემთხვევაში სხვა მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ თქვენი მონაცემები, აღნიშნული უნდა განხორციელდეს წინამდებარე პოლიტიკითა და კანონით განსაზღვრული წესითა და ფარგლებში.

 

თუ მონაცემთა მიმღები მესამე პირი წარმოადგენს მონაცემთა დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს, ჩვენსა და დამუშავებაზე უფლებამოსილ პირს შორის ფორმდება წერილობითი შეთანხმება, რომლითაც განისაზღვრება შემდეგი საკითხები:

  • მონაცემთა დამუშავების საფუძვლები და მიზნები;
  • დასამუშავებელ მონაცემთა კატეგორიები;
  • მონაცემთა დამუშავების ვადა და დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირისა და დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის უფლებები და ვალდებულებები.

წერილობითი შეთანხმება აგრეთვე უნდა შეიცავდეს დამუშავებაზე უფლებამოსილი პირის შემდეგ ვალდებულებებს:

  • დაამუშაოს მონაცემები მხოლოდ დამუშავებისთვის პასუხისმგებელი პირის წერილობითი დავალების ან მითითების შესაბამისად;
  • უზრუნველყოს, რომ იმ ფიზიკურ პირს, რომელიც უშუალოდ მონაწილეობს მონაცემთა დამუშავებაში, ჰქონდეს კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება;
  • უზრუნველყოს მონაცემთა უსაფრთხოება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
  • წაშალოს ან დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს გადასცეს მონაცემები თანამშრომლობის გაუქმების ან მოქმედების შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე წაშალოს მათი ასლები, თუ მათი შენახვის ვალდებულება საქართველოს კანონმდებლობით არ არის დადგენილი;
  • კანონით დადგენილ ვალდებულებებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დამუშავებისთვის პასუხისმგებელ პირს მიაწოდოს სათანადო ინფორმაცია და ხელი შეუწყოს მის მიერ მონაცემთა დამუშავების მონიტორინგის განხორციელებას.

 

ნებისმიერ იმ შემთხვევაში, როდესაც  ხდება თქვენი მონაცემების მესამე მხარისთვის გაზიარება,  ჩვენ ვიღებთ ყველა ზომას იმ მიზნით, რომ უზრუნველყოფილ იყოს მათი უსაფრთხოება, კონფიდენციალურობა, მთლიანობა და ხელმისაწვდომობა.

 

ჩვენ უფლებას ვიტოვებთ კანონით მკაცრად განსაზღვრულ შემთხვევებში სამართალდამცავ თუ სხვა სახის ორგანოებს/ორგანიზაციებს მივცეთ წვდომა თქვენს პირად მონაცემებზე/გადავცეთ მონაცემები დანაშაულის დადგენის, გამოძიების, აღკვეთის თუ სხვა სამართლებრივი მიზნით. ჩვენ, ასევე, ვიტოვებთ უფლებას, გავცეთ თქვენი ინფორმაცია მომხმარებლების ან სხვათა უფლებების, საკუთრების ან უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

 

მონაცემთა შენახვა და შენახვის ვადა

თქვენს პერსონალურ მონაცემებს ვინახავთ იმ პროცესიდან გამომდინარე, თუ რა პროცესშიც დავამუშავეთ, მათ შორის, მივიღეთ და შევაგროვეთ მონაცემები. მონაცემების ელექტრონულად, ვებსაიტის საშუალებით, დამუშავების, მათ შორის მიღების და შეგროვების შემთხვევაში, თქვენი მონაცემები ინახება საქართველოში განთავსებულ სერვერზე და დაცულია არამართლზომიერი ან შემთხვევითი დაზიანებისგან, დაკარგვისგან, აგრეთვე უნებართვო გამჟღავნებისგან, განადგურებისგან, შეცვლისგან, მათზე წვდომისგან, მათი შეგროვებისგან/მოპოვებისგან ან სხვაგვარ უნებართვო დამუშავებისგან. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მიღებულია მონაცემთა უსაფრთხოების სათანადო ორგანიზაციული, ტექნიკური და სამართლებრივი ზომები.

თქვენს პირად მონაცემებს ვინახავთ თქვენი მომსახურების მთელი პერიოდის განმავლობაში. აგრეთვე, მომსახურების დასრულების შემდეგ სულ მცირე 3  წლის ვადით, შემდეგი მიზეზების გათვალისწინებით:

  • კითხვებსა და საჩივრებზე პასუხის გასაცემად;
  • თქვენ მიმართ სამართლიანი მოპყრობის დადასტურების მიზნით;
  • საქმისწარმოების განხორციელების მიზნებისთვის ჩვენ საქმიანობასთან მიმართებით არსებული რეგულაციის ფარგლებში;
  • კანონმდებლობით განსაზღვრული ვალდებულებების შესასრულებლად.

* თქვენი მონაცემების შენახვა შესაძლებელია მოხდეს 3 წელზე მეტი ვადით იმ შემთხვევაში, თუ მოკლებული ვართ მისი წაშლის შესაძლებლობას შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების გამო.

 

თქვენი უფლებები

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ გაქვთ უფლება:

  • მოითხოვოთ დადასტურება იმის შესახებ მუშავდება თუ არა თქვენი პერსონალური მონაცემები, დამუშავების საფუძვლის, მიზნისა და შენახვის ვადების მითითებით;
  • გაეცნოთ თქვენს შესახებ შეგროვებულ პერსონალურ მონაცემებს;
  • მოითხოვოთ მცდარი, არაზუსტი ან/და არასრული მონაცემების გასწორება, განახლება ან/და შევსება;
  • მიიღოთ თქვენს შესახებ შეგროვებული პერსონალური მონაცემების ასლები (არსებობის შემთხვევაში);
  • მოითხოვოთ თქვენს შესახებ ჩვენთან არსებული პერსონალურ მონაცემთა დაბლოკვა (არსებობის შემთხვევაში);
  • მოითხოვოთ თქვენ მიერ გაცემული თანხმობის გამოხმობა;
  • ასევე, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 თავით გარანტირებული სხვა უფლებების რეალიზება.

ჩვენ ვმოქმედებთ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, რაც შესაძლოა გახდეს საფუძველი, რომ ვერ დავაკმაყოფილოთ ტქვენი მოთხოვნა და ვერ წავშალოთ თქვენი პერსონალური მონაცემები. ასეთი ვალდებულებები შესაძლოა გამომდინარეობდეს საგადასახადო კანონმდებლობის, მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და სხვა რელევანტური კანონმდებლობიდან.

მნიშვნელოვანია, რომ სუფთა.ჯის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავება არ არის თქვენთვის ზიანის მომტანი. სუფთა.ჯი ზრუნავს თქვენი მონაცემების უსაფრთხოებაზე და დაცვაზე, ხელმძღვანელობს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტებით.

 

უფლებების შეზღუდვა

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, მონაცემთა სუბიექტის უფლებები შეიძლება შეიზღუდოს, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული საქართველოს კანონმდებლობით, ამით არ ირღვევა ადამიანის ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, აუცილებელი და პროპორციული ზომაა დემოკრატიულ საზოგადოებაში და ამ უფლებების განხორციელებამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას:

  • სახელმწიფო უსაფრთხოების, ინფორმაციული უსაფრთხოებისა და კიბერუსაფრთხოების ან/და თავდაცვის ინტერესებს;
  • საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესებს;
  • დანაშაულის თავიდან აცილებას, დანაშაულის გამოძიებას, სისხლისსამართლებრივ დევნას, მართლმსაჯულების განხორციელებას, პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის აღსრულებას, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებას და პრობაციას, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობას;
  • ქვეყნისთვის მნიშვნელოვან ფინანსურ ან ეკონომიკურ (მათ შორის, მონეტარულ, საბიუჯეტო და საგადასახადო), საზოგადოებრივი ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებულ ინტერესებს;
  • მონაცემთა სუბიექტის მიერ პროფესიული, მათ შორის, რეგულირებადი პროფესიის, ეთიკის ნორმების დარღვევის გამოვლენას და მისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას;
  • მონაცემთა სუბიექტის ან/და სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლებას;
  • სახელმწიფო, კომერციული, პროფესიული და კანონით გათვალისწინებული სხვა სახის საიდუმლოებების დაცვას;
  • სამართლებრივი მოთხოვნის ან შესაგებლის დასაბუთებას.

თქვენი, როგორც მონაცემთა სუბიექტის უფლების შეზღუდვისათვის გათვალისწინებული ზომა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია შეზღუდვის მიზნის მისაღწევად. უფლების შეზღუდვის საფუძვლების არსებობისას, სუფთა.ჯის გადაწყვეტილება მონაცემთა სუბიექტს ეცნობება იმგვარად, რომ ზიანი არ მიადგეს უფლების შეზღუდვის მიზანს.

 

თქვენი უფლებების რეალიზების მექანიზმები

კომპანიისთვის მიმართვა:

თქვენი კანონიერი უფლებების რეალიზების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართოთ წერილობითი ფორმით, შემდეგი საკომუნიკაციო არხების საშუალებით:

ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@supta.ge

ვებსაიტი: https://supta.ge/ka/kontaqti

დატოვოთ განცხადება ჩვენ ფიზიკურ მისამართზე - საქართველო, თბილისი, მ. წინამძღვრიშვილის ქ. N162

დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე - +995322110626

* თქვენს მოთხოვნებს ვუპასუხებთ გაუმართლებელი დაყოვნების გარეშე და ნებისმიერ შემთხვევაში მოთხოვნის მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს, განსაკუთრებულ შემთხვევებში და სათანადო დასაბუთებით, არაუმეტეს 10 სამუშაო დღით, რის შესახებაც მონაცემთა სუბიექტს დაუყოვნებლივ ეცნობება.

 

საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვა:

თქვენ გაქვთ უფლება, მიმართოთ საზედამხედველო ორგანოს - პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს, თქვენი მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული უფლებების ნებისმიერი დარღვევის შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან დაკავშირება შესაძლებელია შემდეგი საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით:

  • მისამართი: თბილისი, ნ. ვაჩნაძის ქ. №7 / ბათუმი, ბაქოს ქ. №48
  • სატელეფონო ნომერი: +995 32 242 1000;
  • ელ. ფოსტის მისამართი: office@pdps.ge
  • ვებსაიტი: https://pdps.ge/ka

 

სასამართლოსთვის მიმართვა:

 

გარდა საზედამხედველო ორგანოსთვის მიმართვის უფლებისა, რომლის რეალიზებაც შეგიძლიათ ზემოთ მითითებული საკონტაქტო ინფორმაციის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ სასამართლოს, თქვენი უფლებების დარღვევის ნებისმიერ შემთხვევაში.

 

უსაფრთხოების ზომები

ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომას თქვენი პერსონალური მონაცემების დაცვისთვის, რაც აუცილებელია „პერსონალურ მონაცემების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით და მარეგულირებელი სამართლებრივი აქტებით.

ჩვენ ვიღებთ აუცილებელ და საკმარის ორგანიზაციულ და ტექნიკურ ზომებს, რათა დავიცვათ თქვენი ინფორმაცია არაავტორიზებული ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, მოდიფიკაციისგან, დაბლოკვის, კოპირების, გავრცელებისგან, ასევე მესამე მხარის სხვა უკანონო ქმედებებისგან.

ჩვენ ვერ ვიქნებით პასუხისმგებელი კიბერდამნაშავეებისა და სხვა დანაშაულებრივი ქმედებებით განპირობებული თქვენი პერსონალური მონაცემების სრულად ან ნაწილობრივ დაკარგვაზე.

 

პოლიტიკის ცვლილება

სუფთა.ჯი უფლებამოსილია, მოახდინოს წინამდებარე პოლიტიკის მოდიფიცირება საკანონმდებლო ან/და ჩვენი პერსონალურ მონაცემთა დამუშავების წესის ცვლილების შესაბამისად. კონფიდენციალურობის პოლიტიკაში განხორციელებული ნებისმიერი ცვლილება დაუყოვნებლივ გამოქვეყნდება კომპანიის ვებსაიტზე (პლატფორმა) - https://supta.ge/ka და ძალაშია მისი გამოყვეყნებისთანავე.

 

დაგვიკავშირდით

თუკი გაქვთ შეკითხვები წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკისა თუ პერსონალური მონაცემების დაცვის ჩვენეულ პრაქტიკასთან დაკავშრებით, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ:

ელექტრონული ფოსტის მისამართი: info@supta.ge

ტელეფონის ნომერი: +995322110626

 

 

[1] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.

[2] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

[3] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.

[4] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

[5] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.

[6] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.

[7] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

[8] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი.

[9] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.

[10] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი.

[11] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.

[12] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

 

მოიმარაგე მარტივად ყველაფერი შენი ბიზნესისთვის

ფეირი, გრასი, Anti Germ, ბაგი, პრონტო, სელპაკი, Vialli, ფროში, იაკობსი, ნესკაფე, Defender, Camelion, არიელი, დაივერსი, მაპედი, დელი, Besttowel, ABC, აცე, აირ ვიკი, ალფა, ბაკურიანი, Belux, ბიმაქსი, ბინული, Blue Eco Plus, ბონა, კალგონი, Carte Noire, ჩერი, კომეტი, კომპაქტი, სიფი, დომესტოსი, Domi, Finish, Flo Soft, გლეიდი, Gold Drop, გრინფილდი, Green World, HOBBY, Kleaner, ლებო, მარგიო, Mediok, Mumex, ობუხივი, პაპია, Parin, STONE, პემო ლუქსი, პენსანი, პრილი, სეიფგარდი, სანო, სუფთა, ტაიდი, LyncMed, ტოშიბა, ვენიში, ვერ ნელი, ვიალი, იორკი, ზოგე, სტარბაქსი, KIEHL, აგროლაინი, Azur, Sveto Copy, PONTO, TITIZ, Karnaval, FLORA, Brand, XIN DAI, CLORAX, WECLEAN, SMART CARE, მანა, AIHAO, EKO END BEST, Shneider, CASSA, Ballet, KENKO, MEDIA, Helio, Clean World, POLY TIME , Supremo , Silen, Krot, ELMOP, LUX, პერსილი, AL AFRAH, BOTANIKA, TROPICANA, TNT, ტიტან, PILOT, მელიტა, წყალი მთის, კოკა კოლა, ბორჯომი, არეონი, Double A, ZOMA, TopClin, KIMBO, JTB COMPANY, სუფთა- S, სუფთა-C, სუფთა-G, სუფთა-K, სუფთა-O, IKOCHIMIKI, HAGLEITNER, STANGER,

კდ მეტა რესტორანი
ფუდ მარკეტი
Magic Candy
Timeless
ჯიბე
Hyster
დიო
ATC აერო სტრუქტურები
ნიუ ვიჟენ დაზღვევა
დეამედი
მალ მალე
ბადაგონი
ეპამ სისტემსი
სასტუმრო თეორია
აზრი
New Vision University
ჩვენი
აისითი
Xiaomi
შოთა რუსთაველის სასტუმრო
King David Hotel

კდ მეტა რესტორანი,ფუდ მარკეტი,Magic Candy,Timeless,ჯიბე,Hyster,დიო,ATC აერო სტრუქტურები,ნიუ ვიჟენ დაზღვევა,დეამედი,მალ მალე,ბადაგონი,ეპამ სისტემსი,სასტუმრო თეორია,აზრი,New Vision University,ჩვენი,აისითი,Xiaomi,შოთა რუსთაველის სასტუმრო,King David Hotel,