ხელსახოცები
სარეცხი და საწმენდი საშუალებები
საოფისე კვება
საკანცელარიო ნივთები
სამედიცინო პროდუქცია
ერთჯერადი პროდუქცია
სამეურნეო საქონელი
დისპენსერი
კომპიუტერული აქსესუარები
ნაგვის პარკი "სუფთას" კატალოგში
ნებისმიერ სივრცეში სისუფთავის შენარჩუნებას მნიშვნელოვნად ამარტივებს ნაგვის პარკების გამოყენება.
“სუფთას” ვებსაიტზე შეგხვდებათ როგორც ჩვენს მიერ წარმოებული ნაგვის პარკები, ისე SANAT-ის ბრენდის პროდუქტები. ვებსაიტზე ასევე ხელმისაწვდომია ნაგვის პარკი თასმით.
რას შეიძენთ ჩვენთან?
"სუფთას" კატალოგში წარმოდგენილი ნაგვის პარკი გამოირჩევა მრავალფეროვნებითა და მაღალი ხარისხით. ჩვენთან შეგიძლიათ შეარჩიოთ:
ნაგვის პარკი სამზარეულოსთვის - პრემიუმ ხარისხის, მძლავრი ნაგვის პარკები, რომლებიც იდეალურია დიდი მოცულობის ნარჩენებისა და საყოფაცხოვრებო ნაგვის შესაგროვებლად.
დიდი ნაგვის პარკები - გადამუშავებადი ეკოლოგიური ნაგვის პარკები, რომლებიც ზრუნავენ გარემოს დაცვაზე. დამზადებული გარემოსათვის უვნებელი მასალისგან, რაც ამცირებს პლასტმასის ნარჩენებს გარემოში.
ნაგვის პარკი თასმით - თასმიანი პარკები, რომლებიც ბევრად უფრო კომფორტულს ხდის საყოფაცხოვრებო ნარჩენების გადატანას.
რატომ უნდა აირჩიოთ “სუფთას” ნაგვის პარკები?
"სუფთას" ონლაინ პლატფორმაზე ჩვენი ნაგვის პარკების შერჩევისას მთავარი აქცენტი გაკეთებულია ხარისხზე, მრავალფეროვნებასა და მომხმარებლის საჭიროებებზე.
ამასთან ერთად, ჩვენი პროდუქტის შეძენის შემთხვევაში, გადახდის სისტემაც მოქნილია - გადახდა შესაძლებელია როგორც ბარათით, ისე კრიპტოვალუტისა და საბანკო ინვოისის სახით.
თუ შესაბამისი ზომის ნაგვის პარკების ან შესაფუთი მასალების შერჩევა დამოუკიდებლად გიჭირთ, ჩვენი გამოცდილი კონსულტანტები ყოველთვის მზად არიან თქვენს ნებისმიერ კითხვას უპასუხონ.
მოიმარაგე მარტივად ყველაფერი შენი ბიზნესისთვის
მომარაგება ქაოსის გარეშე
ბიზნესის მომარაგება ხშირად დაკავშირებულია მრავალ მომწოდებელთან, განსხვავებულ ინვოისებთან, გადახდის პირობებთან და ცვალებად ფასებთან. Supta.ge ამ პროცესს აერთიანებს ერთ ტექნოლოგიურ B2B პლატფორმაზე — 800+ პროდუქტი, 9 კატეგორია და 44 ქვეკატეგორია, ერთი ანგარიში და ერთი სისტემა ყოველდღიური შესყიდვების სამართავად.
Supta.ge არ არის მხოლოდ ონლაინ მაღაზია — პლატფორმა ბიზნესებს სრულფასოვან მომარაგების სისტემას სთავაზობს. სივრცეში ერთიანდება შეკვეთა, დოკუმენტაცია და მიწოდების პროცესი — სწრაფად, მარტივად და გამჭვირვალედ. შეკვეთიდან მიწოდებამდე მხოლოდ 2–3 სამუშაო საათი თბილისში.
ინვოისი, ზედნადები და ანგარიშ-ფაქტურა მოწესრიგებულად ერთ სისტემაში. სტაბილური ფასები და გადახდის მრავალფეროვანი მეთოდები — საბანკო ბარათი, კრიპტო, მობილური ნომრით გადახდა, Google & Apple Pay. 10+ წელი ბაზარზე. 2000+ რეგისტრირებული იურიდიული პირი.
პირველი B2B პლატფორმა საქართველოში, რომელმაც მობილური ნომრით გადახდა დანერგა.
Supta.ge-ის მთავარი პრინციპია — სიტყვა = ვალდებულება.
B2B შეთავაზება • გახდი პარტნიორი • ბლოგი • კონტაქტი
სწრაფად. მარტივად. საიმედოდ.
































