ნიტრილი თუ ლატექსი - როგორ შევარჩიოთ სამედიცინო ხელთათმანები?

ნიტრილი თუ ლატექსი - როგორ შევარჩიოთ სამედიცინო ხელთათმანები?

გაეცანით სუფთას ბლოგს ნიტრილისა და ლატექსის ხელთათმანებს შორის არსებული ძირითადი განსხვავებების შესახებ. მიიღეთ რჩევები სამედიცინო ხელთათმანის შერჩევის შესახებ

ნიტრილისა და ლატექსის სამედიცინო ხელთათმანები სუფთაზე

სამედიცინო ხელთათმანები ჰიგიენისა და უსაფრთხოების უმნიშვნელოვანესი ელემენტია არა მხოლოდ სამედიცინო დაწესებულებებში, არამედ ჰორეკა სექტორშიც. 

დღესდღეობით ბაზარზე მრავალი სხვადასხვა ტიპის სამედიცინო ხელთათმანი არსებობს, თუმცა ყველაზე პოპულარული და ფართოდ გამოყენებადი ნიტრილისა და ლატექსის ხელთათმანებია. 

მათ შორის არჩევნის გაკეთება ხშირად რთულია, თუმცა ამ ბლოგში სწორედ მათ შორის არსებულ განსხვავებებზე ვისაუბრებთ.                                                                                                                                    

 

რა არის ძირითადი განსხვავება?

ლატექსის ხელთათმანები ბუნებრივი რეზინისგანაა დამზადებულია, რომელიც მიიღება კაუჩუკის ხეებიდან. ისინი დიდი ხნის განმავლობაში წარმოადგენდა ოქროს სტანდარტს სამედიცინო სფეროში მათი კომფორტულობისა და ელასტიურობის გამო. 

ნიტრილის ხელთათმანები წარმოადგენს სინთეტიკურ ალტერნატივას, რომელიც დამზადებულია ლატექსის პროტეინის არმქონე ქიმიური ნაერთისგან. ეს მასალა საუკეთესოა ალერგიული რეაქციების თავიდან ასაცილებლად. 

ონლაინ მაღაზია "სუფთა" მომხმარებელს ორი ტიპის ხელთათმანებს სთავაზობს - ნიტრილისა და ლატექსის ხელთათმანები სხვადასხვა ფერსა და ზომაშია ხელმისაწვდომი. 

 

ნიტრილის ხელთათმანები - თანამედროვე არჩევანი

ნიტრილის ხელთათმანები მრავალი უპირატესობით გამოირჩევა, რომელიც მომხმარებელს მის გამოყენებას მნიშვნელოვნად უმარტივებს. მათ შორისაა: 

ალერგიული რეაქციისგან თავდაცვა - ნიტრილი არ შეიცავს ლატექსის პროტეინს, რაც ალერგიულ რეაქციებს იწვევს ზოგიერთ მომხმარებელში;

მაღალი ქიმიური რეზისტენტობა - ამ მასალისგან დამზადებული ხელთათმანები ბევრად უფრო მდგრადია ქიმიური ქიმიური ნივთიერებების მიმართ. ისინი უფრო დიდხანს უძლებენ მსგავს ზემოქმედებას, ვიდრე ლატექსის ხელთათმანები. 

რთულად იხვრიტება და ზიანდება - ბევრად უფრო რთულად იხვრიტება და იხევა, ვიდრე ლატექსის ხელთათმანები. 

ნაკლებად მგრძნობიარე ტემპერატურის მიმართ - ნაკლებად მგრძნობიარეა ოზონის, ულტრაიისფერი სხივების და ტემპერატურული ცვლილებების მიმართ, რაც საშუალებას მოგცემთ ის უფრო დიდხანს შეინახოთ. 

 

ნიტრილისა და ლატექსის სამედიცინო ხელთათმანი

 

ნიტრილის ხელთათმანების ფერები და მათი დანიშნულება

“სუფთაზე” ეს პროდუქტი სხვადასხვა ფერებში შეგხვდებათ. ეს კი საშუალებას მოგცემთ თქვენთვის სასურველი შეარჩიოთ.

ცისფერი ნიტრილის ხელთათმანები ფართოდ გამოიყენება სამედიცინო დაწესებულებებში. ცისფერი ფერი უზრუნველყოფს მაღალ ხილვადობას და ადვილად შესამჩნევია, თუ ხელთათმანის ნაწილი შემთხვევით მოხვდება საკვებში ან სხვა პროდუქტში. ამიტომ ისინი პოპულარულია საკვების წარმოების სფეროშიც;

შავი ნიტრილის ხელთათმანები იდეალურია ტატუ და სილამაზის სალონებისთვის,  შავი ფერი სილამაზის სპეციალისტებს ეხმარება უკეთ დაინახონ თეთრი ან ღია ფერის მასალები, რაც ზოგიერთი პროცედურისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  

 

ლატექსის ხელთათმანები - სფეროს სტანდარტი

ლატექსის ხელთათმანი მრავალი სხვადასხვა უნიკალური მახასიათებლით გამოირჩევა. მათ შორისაა: 

ელასტიურობა - ლატექსი ბუნებრივად უფრო ელასტიურია ვიდრე ნიტრილი, რაც მნიშვნელოვნად ამარტივებს მის მორგებას. ლატექსის ხელთათმანები იჭიმება მინიმუმ 650%-ით თავდაპირველ ზომასთან შედარებით მაშინ, როცა ნიტრილი მხოლოდ 500%-მდე იჭიმება.

მეტი მგრძნობელობა - ისეთი დავალებების შესასრულებლად, რომლის დროსაც აუცილებელი იმ მასალის აღქმა, რომელსაც ეხებიან, სწორედ ლატექსის ხელთათმანია საუკეთესო. ლატექსი მეტ სიზუსტეს უზრუნველყოფს სამედიცინო და ესთეტიკური პროცედურებისთვის. 

ეკომეგობრულობა - ლატექსი ბიოდეგრადირებადი მასალაა და ნაკლებად აზიანებს გარემოს.

მეტი კომფორტი - ლატექსის მასალა კანს სუნთქვის საშუალებას აძლევს, რაც დიდი ხნის განმავლობაში ტარების შემთხვევაში, კანს ნაკლებად აზიანებს. 

“სუფთაზე” შეგიძლიათ შეიძინოთ თეთრი ლატექსის ხელთათმანები, რომლებიც ხშირად ლაბორატორიული საქმიანობებისთვის გამოიყენება. თეთრი ფერი საშუალებას მოგცემთ დაბინძურება და სხვა ნივთიერებები მარტივად შეამჩნიოთ. ეს კი სტერილური გარემოს შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.

ზომის სწორად შერჩევა - კრიტიკულად მნიშვნელოვანი ფაქტორი

სამედიცინო ხელთათმანების შერჩევისას სწორი ზომის შერჩევაც არანაკლებ მნიშვნელოვანია. 

პატარა ზომის ხელთათმანი შეზღუდავს თქვენს მოძრაობას და შეიძლება მარტივად დაზიანდეს კიდეც. დიდი ზომის ხელთათმანის გამოყენების შემთხვევაში კი მავნე ნივთიერებებმა შეიძლება შეაღწიოს შიგნით, ეს კი მის სტერილურობას არ

"სუფთა" გთავაზობთ ხელთათმანებს სხვადასხვა ზომაში - S, M, L და XL. ეს საშუალებას გაძლევთ შეარჩიოთ თქვენთვის შესაფერისი ვარიანტი. 

 

რატომ უნდა შეიძინოთ სამედიცინო ხელთათმანები "სუფთაზე"?

ჩვენს ვებსაიტზე სამედიცინო ხელთათმანების ყიდვა მარტივად შეგიძლიათ. “სუფთას” სერვისს კი უსწრაფესი მიწოდება გამოარჩევს - თბილისის მასშტაბით შეკვეთის მიღება 2-3 სამუშაო საათში შეგეძლებათ მიიღოთ. 

იმ შემთხვევაში კი, თუ ჩვენი კორპორაციული მომხმარებელი გახდებით, შეგეძლებათ ისარგებლოთ სპეციალური შეთავაზებებითა და შესყიდვების ასისტენტის სერვისით. 

ამიტომ შეიძინეთ მაღალი ხარისხის სამედიცინო ხელთათმანები "სუფთაზე" თქვენი მაქსიმალური კომფორტისთვის! 

თარიღი 2025.05.02
რატომ ირჩევს ბიზნესი ვებ პლატფორმა supta.ge-ს?
2022.07.01

შეუკვეთე მხოლოდ მობილურის ნომრით !
2022.07.04

ვიდეო რგოლი - ჩვენ შესახებ
2022.07.04

ჩვენი სარეკლამო ვიდეო რგოლი ტვ პირველზე !!
2022.07.06

სს. აიდ გრუპ კიდევ ერთი ქართული წარმოების შპს besttowel - ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა!!!
2022.07.07

ვინ ვართ ჩვენ?! სუფთას ფილოსოფია
2022.07.09

რას ფიქრობენ ჩვენი მომხმარებლები supta.ge-ზე?
2022.08.03

მიიღე შეკვეთა ძალიან მალე !
2022.09.05

ყველაფერი თქვენი ბიზნესისთვის — რას გვთავაზობს Supta.ge-ს განახლებული ვებგვერდი
2024.03.26

N1 ბიზნესის მომარაგების პლატფორმა supta.ge - როგორც განსხვავებული E-commerce საქართველოში
2024.06.18

Supta.ge - რატომ უნდა აირჩიოთ ის HoReCa ბიზნესის მომარაგებისთვის?
2024.10.24

“გაუჩენელს გაგიჩენ” - ანუ დაუჯერებელი ამბავი
2024.11.04

Supta.ge - რატომ გვირჩევენ მომხმარებლები ჩვენ?
2025.01.22

ერთჯერადი პროდუქცია ჰორეკა სექტორში - სტანდარტები და თანამედროვე ტენდენციები
2025.02.17

7 აუცილებელი საკანცელარიო ნივთი თქვენი ოფისისთვის - სუფთას რჩევები
2025.02.26

ოფისის იდეალური სისუფთავის გზამკვლევი - როგორ შევარჩიოთ სარეცხი და საწმენდი საშუალებები?
2025.03.04

ნიტრილი თუ ლატექსი - როგორ შევარჩიოთ სამედიცინო ხელთათმანები?
2025.05.02

რა უნდა ვიცოდეთ ხელსახოცის შერჩევისას? - სუფთას გზამკვლევი ჰორეკა სექტორისთვის
2025.05.03

partn პარტნიორები

ფეირი, გრასი, Anti Germ, ბაგი, პრონტო, სელპაკი, Vialli, ფროში, იაკობსი, ნესკაფე, Defender, Camelion, არიელი, დაივერსი, მაპედი, დელი, Besttowel, ABC, აცე, აირ ვიკი, ალფა, ბაკურიანი, Belux, ბიმაქსი, ბინული, Blue Eco Plus, ბონა, კალგონი, Carte Noire, ჩერი, კომეტი, კომპაქტი, სიფი, დომესტოსი, Domi, Finish, Flo Soft, გლეიდი, Gold Drop, გრინფილდი, Green World, HOBBY, Kleaner, ლებო, მარგიო, Mediok, Mumex, ობუხივი, პაპია, Parin, STONE, პემო ლუქსი, პენსანი, პრილი, სეიფგარდი, სანო, სუფთა, ტაიდი, LyncMed, ტოშიბა, ვანიში, ვერ ნელი, ვიალი, იორკი, ზოგე, სტარბაქსი, KIEHL, აგროლაინი, Azur, Sveto Copy, PONTO, TITIZ, Karnaval, FLORA, Brand, XIN DAI, CLORAX, WECLEAN, SMART CARE, მანა, AIHAO, EKO END BEST, Shneider, CASSA, Ballet, KENKO, MEDIA, Helio, Clean World, POLY TIME , Supremo , Silen, Krot, ELMOP, LUX, პერსილი, AL AFRAH, BOTANIKA, TROPICANA, TNT, ტიტან, PILOT, მელიტა, წყალი მთის, კოკა კოლა, ბორჯომი, არეონი, Double A, ZOMA, MAESTROWIN,

left
right
კდ მეტა რესტორანი
ფუდ მარკეტი
Magic Candy
m-group
Timeless
ჯიბე
Hyster
დიო
ATC აერო სტრუქტურები
ნიუ ვიჟენ დაზღვევა
დეამედი
მალ მალე
ბადაგონი
ეპამ სისტემსი
სასტუმრო თეორია
აზრი
New Vision University
ჩვენი
პოლი
აისითი
Xiaomi
შოთა რუსთაველის სასტუმრო
King David Hotel

კდ მეტა რესტორანი,ფუდ მარკეტი,Magic Candy,m-group,Timeless,ჯიბე,Hyster,დიო,ATC აერო სტრუქტურები,ნიუ ვიჟენ დაზღვევა,დეამედი,მალ მალე,ბადაგონი,ეპამ სისტემსი,სასტუმრო თეორია,აზრი,New Vision University,ჩვენი,პოლი,აისითი,Xiaomi,შოთა რუსთაველის სასტუმრო,King David Hotel,