ელემენტები
უკვე 8 წელია, რაც Supta.ge სხვადასხვა ბიზნესს ერთგულად ემსახურება და მათთვის საჭირო პროდუქტებით ამარაგებს.
ამ დროში გავიარეთ მრავალი გამოწვევა და წარმატება, თუმცა ერთგულად მივყვებით ჩვენს მთავარ მიზანს - ბიზნესებისთვის სანდო პარტნიორობის უზრუნველყოფას.
ერთი თანამშრომლით დაწყებული კომპანია დღეს 40-მდე პროფესიონალს აერთიანებს და მუდმივად იზრდება, როგორც მომხმარებელთა საჭიროებების, ისე ჩვენი განვითარების შესაბამისად.
მნიშვნელოვანი ნაწილი ჩვენი მომხმარებლების რეკომენდაციების საფუძველზე ირჩევს სუფთას ონლაინ მაღაზიას. ეს ნდობა და კმაყოფილება გვიბიძგებს, რომ 2025 წლისთვის კიდევ უფრო დავხვეწოთ სერვისები და გავაფართოვოთ ჩვენი შესაძლებლობები, რათა თქვენი ბიზნესის მომარაგება ჩვენთან იყოს სანდო, მარტივი და ეფექტური.
ბრენდის მისია და ღირებულებები
Supta.ge წარმოადგენს #1 პლატფორმას ბიზნესისთვის სამეურნეო და საოფისე პროდუქციის მომარაგების კუთხით. ჩვენი მისიაა, მომხმარებლისთვის მაქსიმალური კომფორტისა და ეფექტური სერვისის მიწოდება.
ჩვენი მთავარი ღირებულებებია:
სისწრაფე - შეკვეთიდან 2-3 სამუშაო საათში მიწოდების უნარი;
ერთგულება - მაღალი ხარისხის მომსახურების მრავალწლიანი გამოცდილება;
ინოვაციურობა - პირველებმა დავნერგეთ მობილურის ნომრით გადახდა და კრიპტო აქტივით ანგარიშსწორება საქართველოს ბაზარზე.
Supta.ge არის არა მხოლოდ მომარაგების პლატფორმა, არამედ საიმედო პარტნიორი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლის წარმატებასა და საქმიანობის გამარტივებაზე. ჩვენ ვუსმენთ მომხმარებლის უკუკავშირს და ვცდილობთ ასორტიმენტის გაფართოებითა და სერვისის გაუმჯობესებით მათი საჭიროებების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.
კონკურენტული უპირატესობები
Supta.ge გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით, რაც მას ლიდერად აქცევს ქართულ ბაზარზე:
პროდუქციის მრავალფეროვნება - 800-ზე მეტი დასახელების პროდუქტი 9 კატეგორიასა და 35 ქვეკატეგორიაში;
მიტანის სისწრაფე - შეკვეთების უმეტესობა იგზავნება 2-3 საათში;
ანგარიშსწორების მრავალფეროვანი მეთოდები - მობილურის ნომრით გადახდა, კრიპტო აქტივები, საბანკო ბარათები და საბანკო გადარიცხვა;
პერსონალიზებული სერვისი - პერსონალური შესყიდვების ასისტენტი, რომელიც ეხმარება მომხმარებლებს მათი ბიზნესისთვის საჭირო უნიკალური პროდუქტების მოძიებასა და მიწოდებაში.
გუნდი და ბიზნესის განვითარება
Supta.ge-ის გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი, განვითარებაზე ორიენტირებული ადამიანებით, რომლებიც ყოველდღიურად მუშაობენ სერვისის გაუმჯობესებაზე. ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება ადამიანური ურთიერთობები და მომხმარებლისადმი ყურადღებიანი მიდგომაა.
ბიზნეს განვითარების მიმართულება
პარტნიორობები: ჩვენ ვზრდით კოლაბორაციებს სხვადასხვა ცნობილ ბრენდებთან, რაც მომხმარებლებს მეტი არჩევანის შესაძლებლობას აძლევს;
ტექნოლოგიური ინოვაციები: პლატფორმის მუდმივი განახლება და აპლიკაციის შემუშავება, რომელიც უფრო კომფორტულ გამოცდილებას უზრუნველყოფს;
ახალი პროდუქტები: რეგულარული დამატებები მომხმარებლის მოთხოვნებისა და ბაზრის საჭიროებების მიხედვით;
პერსონალური მიდგომა: კორპორატიული გაყიდვების გუნდი ინდივიდუალურად ზრუნავს თითოეული მომხმარებლის საჭიროებებზე.
“გაუჩენელს გაგიჩენ” - სუფთას კამპანია
"გაუჩენელს გაგიჩენ" არის Supta.ge-ის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული კამპანია, რომელიც აჩვენებს, რამდენად მზად ვართ მომხმარებლისთვის შეუძლებელი შესაძლებლად ვაქციოთ. თუ პროდუქტი, რომელიც გჭირდებათ, ჩვენს ასორტიმენტში არ მოიძებნება, ჩვენ ვიპოვით, შემოგთავაზებთ და მოგაწვდით მას.
რატომ "გაუჩენელს გაგიჩენ"?
ინდივიდუალური მიდგომა: ჩვენ ვპასუხობთ სპეციფიკურ მოთხოვნებს, რაც მომხმარებლის ბიზნესის უნიკალურ საჭიროებებს ემსახურება;
დროის დაზოგვა: აღარ დაგჭირდებათ სხვადასხვა მომწოდებლის ძებნა - ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ
სანდოობა და ეფექტურობა: ჩვენი გუნდი უზრუნველყოფს, რომ პროდუქტი დროულად და უსაფრთხოდ მოვიდეს თქვენთან.
ჩვენს მომხმარებლებს მადლობა გვინდა გადაგიხადოთ სუფთას არჩევისთვის და ვიმედოვნებთ, დარჩებით ჩვენთან ერთად ახალი ბიზნეს გამოწვევებისა და დიდი მიზნების მიღწევის გზაზეც!
სწორედ თქვენი მონაწილეობით:
- 2024 წელს შეკვეთების რაოდენობა 22%-ით გაიზარდა 2023 წელთან შედარებით;
- 2024-ში ახალი რეგისტრირებული მომხმარებლები 50%-თ გაიზარდა;
- დაგვემატა 70 ახალი პროდუქტი.
და ეს ყველაფერი არაა. როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი გუნდი მუდმივად იზრდება და ვითარდება და უწყვეტ რეჟიმში ცდილობს კომფორტული გახადოს მომარაგების პროცესი როგორც პლატფორმის დახვეწისა და ტექნოლოგიური სიახლეების საშუალებით, ასევე საოპერაციო კუთხით, რაც ჩვენი ზედმიწევნით გამართული სამუშაო ინსტრუქციებისა და საქმეზე ორიენტირებული პროფესიონალების დამსახურებაა.
Supta.ge არის თქვენი ბიზნესის სანდო პარტნიორი, რომელიც ყოველდღიური საქმიანობის გამარტივებაზე ზრუნავს.