ტუალეტის ქაღალდი

ტუალეტის ქაღალდი აუცილებელი ჰიგიენური საშუალებაა, რომელსაც ყოველდღიურად ვიყენებთ. ეს პროდუქტი და მისი ხარისხი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ჩვენს ყოფა-ცხოვრებაში.
თანამედროვე ბაზარზე არსებობს სხვადასხვა ტიპის ქაღალდი, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებებს ერგება. ონლაინ მაღაზია “სუფთა” კი მათ დიდ არჩევანს გთავაზობთ თავის კატალოგში. ჩვენთან ტუალეტის ქაღალდი საბითუმო ფასადაც შეგიძლიათ შეიძინოთ.
ტუალეტის ქაღალდი - რა შეგხვდებათ "სუფთაზე"?
ჩვენი კატალოგი მოიცავს 1-2 და 3-ფენიან ქაღალდებს, რაც საშუალებას გაძლევთ თქვენთვის სასურველი ხარისხის პროდუქტი შეარჩიოთ.
ოფისებისა და კომერციული სივრცეებისთვის გირჩევთ შეიძინოთ "ჯუმბოს" ტუალეტის ქაღალდი. ის განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან დისპენსერში თავსდება, ასე კი მისი გამოყენება ბევრად კომფორტული და ეკონომიური ხდება.
"სუფთაზე" სხვადასხვა ტიპის ხელსახოცებია წარმოდგენილი. ჩვენს კატალოგში შეგხვდებათ Z ხელსახოცი, საყოფაცხოვრებო, სუფრისა და სამზარეულოს ხელსახოცები.
რატომ უნდა შეიძინოთ ტუალეტის ქაღალდი "სუფთაზე"?
მაღალი ხარისხი - ჩვენს კატალოგში საუკეთესო ტუალეტის ქაღალდი შეგხვდებათ, რომელიც დამზადებულია რბილი, მდგრადი და ხარისხიანი მასალისგან. ის მომხმარებლის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს.
არჩევანის მრავალფეროვნება - ჩვენ გვაქვს შესაფერისი პროდუქტი როგორც კომერციული სივრცეებისთვის, ისე ოფისებისა და საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის. მათ შორის, შეგხვდებათ ბიუჯეტური ქაღალდებიც.
რატომ უნდა შეიძინოთ საბითუმო ფასად ტუალეტის ქაღალდი?
„სუფთა" ბიზნესის მომარაგების ონლაინ პლატფორმაა, რომელიც მცირე და მსხვილ ბიზნესებს განსაკუთრებულ პირობებს სთავაზობს.
თუ ჩვენი კორპორაციული მომხმარებელი გახდებით, ტუალეტის ქაღალდი საბითუმო ფასად შეგეძლებათ შეიძინოთ. მოცულობით შეკვეთებზე კი იმოქმედებს სპეციალური ფასდაკლებები და ისარგებლებთ უსწრაფესი მიწოდების სერვისით თბილისის მასშტაბით. შეკვეთა სასურველ მისამართზე 2-3 სამუშაო საათში შეგეძლებათ მიიღოთ!
კორპორაციული მომხმარებლები სარგებლობენ შესყიდვების აგენტის დახმარებით. ის დაგეხმარებათ სასურველი პროდუქტის მოძიებასა და შეძენაში. ამასთან ერთად, ის მოგცემთ სპეციფიკურ რჩევებს თქვენი საჭიროებების გათვალისწინებით.
კორპორაციული შეთავაზებებით სარგებლობა შეგიძლიათ როგორც თბილისის, ისე სრულიად საქართველოს მასშტაბით.