სამზარეულოს ხელსახოცი

სამზარეულოს ხელსახოცი დღეს უმნიშვნელოვანესი ნივთია, რომლის გარეშეც ძალიან რთულია სამზარეულოში საქმიანობა. მას ფართოდ იყენებენ როგორც რესტორნებსა და კაფეებში, ისე ოფისებსა და სხვა კომერციულ სივრცეებში.
იგი გვეხმარება როგორც პირადი ჰიგიენის, ისე სამზარეულოს სისუფთავის შენარჩუნებაში. ბიზნესის მომარაგების პლატფორმა “სუფთა” მრავალი სხვადასხვა ტიპის ხელსახოცს გთავაზობთ.
სამზარეულოს ხელსახოცი - რას შეიძენთ “სუფთაზე”?
ჩვენს კატალოგში შეგხვდებათ სხვადასხვა ზომის ლაზერის ხელსახოცები. მათი გამოყენება შესაძლებელია როგორც ლაზერის დისპენსერში, ისე სტანდარტულ რულონად.
ლაზერის ხელსახოცები წარმოდგენილია 80, 100, 130, 135 მ-იან ზომებში. ისინი 2-ფენიანია და სითხის მაქსიმალურ შეწოვას უზრუნველყოფს.
კატეგორიაში ასევე შეგხვდებათ სტანდარტული ხელსახოცი 12-ცალიან შეფუთვებში. ჩვენს საიტზე წარმოდგენილია “სელპაკისა” და “სილენის” ბრენდები.
შეგახსენებთ, რომ ჩვენს ვებსაიტზე ასევე შეგიძლიათ შეიძინოთ სუფრის ხელსახოცები, ტუალეტის ქაღალდი და Z ხელსახოცი.
როგორ შევარჩიოთ სამზარეულოს ქაღალდი?
იმისთვის, რომ პროდუქტი სწორად შეარჩიოთ, გირჩევთ მხედველობაში შემდეგი ფაქტორები მიიღოთ:
კომერციული დანიშნულების სამზარეულოს ქაღალდი - კომერციულ სივრცეებში ძირითადად იყენებენ ლაზერის ხელსახოცს. ჩვენს ვებსაიტზე სხვადასხვა ზომის ლაზერის ხელსახოცები შეგხვდებათ როგორც პერფორაციით, ისე პერფორაციის გარეშე. პერფორირებული - მოხევის ფუნქციის მქონე რულონები მარტივად და პრაქტიკულად გამოსაყენებლია. რულონები პერფორაციის გარეშე კი დისპენსერებში თავსება, რაც მათ გამოყენებას ბევრად უფრო კომფორტულსა და ეკონომიურს ხდის.
ხარისხის არჩევანი - ჩვენს ვებსაიტზე ხელმისაწვდომია როგორც მაღალი ხარისხის ლაზერის ქაღლადები, ისე პრემიუმ ხარისხის "სელპაკის" სამზარეულოს ხელსახოცები.
ხარისხიანი ხელსახოცი მნიშვნელოვნად გაგიმარტივებთ სისუფთავის შენარჩუნებას. შეიძინეთ ჩვენი სამზარეულოს ხელსახოცი და მიიღეთ შეკვეთა თბილისის მასშტაბით 2-3 სამუშაო საათში!