ვინ ვართ ჩვენ?! | ბლოგი | SUPTA
სუფთა, სუპთა, სუპტ,სიფთა, სუპფა,
რატომ სუფთა და რა უპირატესობები აქვს მას? გაეცანით ინფორმაციას ჩვენ შესახებ
"სუფთა"-ს ფილოსოფია
ვინ ვართ ჩვენ?
სს „აიდ გრუპ“ საქართველოს ბაზარზე ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც 2016 წელს დაფუძნდა და დღემდე არ თმობს მოწინავე პოზიციას.
კომპანია მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესს ამარაგებს 500-ზე მეტი დასახელების პროდუქციით, რომლებიც 9 კატეგორიაში არის ჩაშლილი.
ესენია:
ქიმია და დეზინფექცია
ერთჯერადი პროდუქცია
სამედიცინო საქონელი
ხელსახოცები
საკანცელარიო ნივთები
დისპენსერები
კომპიუტერული აქსესუარები
სამეურნეო საქონელი
საოფისე კვება
სს “აიდ გრუპ” 2016 და 2017 წლებში მხოლოდ სადისტრიბუციო მიმართულებით ოპერირებდა, თუმცა 2018 წლის დასაწყისში ის აქტიურად ჩაერთო ელექტრონულ კომერციაში და მისი ბრენდული დასახელების, „სუფთა“-ს ქვეშ შექმნა ონლაინ პლატფორმა www.supta.ge, რომელიც უშუალოდ ბიზნეს ორგანიზაციების მომარაგებაზე და მათ წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრაზე არის ორიენტირებული. 2020 წელს კი, მსოფლიო პანდემიის პირობებში მოახდინა ამ პლატფორმის რედიზაინი (სრულყოფილება) და სრულად მოარგო ელკომერციაში არსებულ თანამედროვე სტანდარტებს.
ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ ბიზნეს ჰიპერმარკეტი კიდევ უფრო მეტად მოარგოს მომხმარებლის საჭიროებებს და ყოველდღიურად მუშაობს მის განახლებაზე, როგორცარ პროდუქციის დამატების ასევე ვებ დეველოპმენტის მიმართულებით.
„სუფთას“ უპირატესობები:
უსწრაფესი მიტანის სერვისი
კონკურენტუნარიანი ფასები
პროდუქციის ფართო ასორტიმენტი
ანგარიშსწორების მოქნილი სისტემა
მოწესრიგებული ბუღალტრული დოკუმენტაცია
„სუფთას“ გუნდი პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული კადრებისაგან არის დაკომპლექტებული, ხოლო სერვისზე მოთხოვნილების მატებასთან ერთად კი იზრდება გუნდის წევრების რაოდენობაც და დღითიდღე უფრო მეტი ადამიანი ზრუნავს პლატფორმის განვითარებაზე.
ჩვენი მთავარი ღირებულება კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელია, რომელთა რაოდენობა ყოველდღე იზრდება და ამ დროისათვის 1000- გადააჭარბა.