ბლოგირატომ ირჩევს ბიზნესი ვებ პლატფორმა supta.ge-ს?

რატომ ირჩევს ბიზნესი ვებ პლატფორმა supta.ge-ს?

უსწრაფესი მიწოდების სერვისი,  500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და კონკურენტუნარიანი ფასები!!!


Fastest Delivery


 


მაშინ, როდესაც კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებულმა შეზღუდვებმა ბევრი ბიზნესი უკიდურესად დააზარალა, მათი ნაწილი კი საერთოდ დაიხურა, სადისტრიბუციო კომპანია „აიდ გრუპ“-მა კრიზისი  შესაძლებლობად აქცია, აქტიურად ჩაერთო ელექტრონულ კომერციაში და შექმნა ბიზნეს ჰიპერმარკეტი  „სუფთა“- supta.ge. ქვეყანაში დაწესებულმა ლოკდაუნმა და  შეზღუდვებმა ელექტრონული კომერცია იმდენად აქტიური გახადა, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და  ვებ პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელთა რაოდენობა 700% - ით გაიზარდა.


 


„სუფთას“ გუნდი გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ბაზარზე არსებულ ვითარებას უკეთებენ ანალიზს, მუდმივად ეცნობიან მომხმარებლების საჭიროებებს და ერგებიან მათ, რამაც ჩაუყარა საფუძველი, იმას რომ ვებ პლატფორმა „supta.ge“ საქართველოში პირველ ბიზნეს ჰიპერმარკეტად ჩამოყალიბდა.


 


კომპანიას ბაზარზე კონკურენტებისგან სწრაფი მიწოდების  სერვისი, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, კონკურენტუნარიანი ფასები და მოწესრიგებული საგადახდო სისტემა გამოარჩევს, რაშიც მას საქართეველოს ბანკის IPAY სისტემა ეხმარება. „სუფთას“ პროდუქცია შეკვეთიდან 2-3 სამუშაო საათში უკვე ადგილზეა, რაც ჰიპერმარკეტთან თანამშრომლობას ბიზნესისთვის უფრო მიმზიდველს და კომფორტულს ხდის.


 


სადისტრიბუციო კომპანია შექმნის დღიდან მცირე და მსხვილ ბიზნესებთან, საწარმოებთან, სამედიცინო და სხვა ტიპის დაწესებულებებთან, ასევე HORECA-ჰორეკა-ს სეგმენტიდან მრავალ ცნობილ რესტორანსა თუ სასტუმროსთან („პოლი“ „რესპუბლიკა„ქეთო და კოტე“,  „ჩვენი“, M Group- ის რესტორნების ქსელი  და მრავალი სხვა) თანამშრომლობს და მათ საყოფაცხოვრებო საქონლით, პროფესიონალური ქიმიით, საწმენდ-საპოხი საშუალებებით და საკანცელარიო ნივთებით ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ supta.ge-ს ვებ პლატფორმა ინოვაციურია იმ კუთხით, რომ მის პრიორიტეტშია ბიზნეს სექტორი და მსგავსი ონლაინ სივრცე, სადაც ბიზნესის  წარმომადგენლებს, საკუთარი კომპანიისთვის ყველა საჭირო ნივეთის ერთ სივრცეში შეძენა შეუძლიათ, არ არსებობს.


 


მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის  ძირითადი სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია, Supta.ge არც  ფიზიკური პირების მომსახურებაზე ამბობს უარს და ბოლო ორი  წლის განმავლობაში მრავალი ერთგული  ინდივიდუალური მომხმარებელი შეიძინა, რომლებიც  ყოველთვიურად ოჯახისთვის სხვადასხვა პროდუქციას იმარაგებენ.


 


სუფთა-ს ვებ სივრცეში შესვლისას, მომხმარებელს მარტივად შეუძლია, მისთვის სასურველი პროდუქციის მოძეიება და შეკვეთის გაფორმება, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირის სახელზე. კომპანია მომხმარებელს მრავალი ცნობილი ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტს 9 კატეგორიაში სთავაზობს. ონლაინ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია 500 ზე მეტი დასახელების პროდუქტი შემდეგ კატეგორიებად:



 


კომპანია აიდ გრუპ-ი გახლავთ იმპორტიორი, თუმცა იგი ასევე ექსკლუზიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიებთან და თავისი პლათფორმისა თუ სადისტრიბუციო ხაზის მეშვეობით, მათ პროდუქციის გაყიდვაში ეხმარება. „სუფთა“ ასევე ადგილობრივ-ქართულ წარმოებებთანაც  ექსკლუზიური  პირობებით ურთიერთობს  და  რეალიზაციას უწევს მათ პროდუქციას. ვებ პლატფორმა „სუფთა“ ქართული ბრენდების წარმოჩენასა და მათ ხელშეწყობასაც მაქსიმალურად ცდილობს, ამგვარად დაიწყო „სუფთას“ და „ეკობოჰემიას“  თანამშრომლობაც. ერთგულ მომხმარებელს  პლატფორმა supta.ge-ზე უკვე შეუძლიათ შეიძინონ „ბერტას“ ბრენდის, ქართული წარმოების საყოფაცხოვრებო ქიმია.


იმისათვის, რომ მომხმარებელს supta.ge-ზე პროდუქციის შეძენა უფრო მარტივად შეეძლოს, პლატფორმის დასახვეწად დეველოპერები მუდმივად  მუშაობენ განახლებებზე და ითვალისწინებენ თანამედროვე ტრენდებს ელკომერციაში.


ონლაინ ვაჭრობის განვითარებასთან ერთად, კომპანია უწყვეტი სადისტრიბუციო ჯაჭვის დანერგვას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს, რაც მეტ კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, მათი ბიზნესისთვის პროდუქცია ოპერატიულად და შეუფერხებლად შეიძინონ.


 


 


მოიმარაგე მარტივად Supta.ge-ზე!


„აიდ გრუპი“ 2016 წელს  ჩამოყალიბდა და შექმნის დღიდან განვითარებაზე და ზრდაზეა ორიენტირებული, სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს კომპანიის  ბრენდი „სუფთა“ მომარაგების ბაზარზე სანდო პარტნიორებს შორის ლიდერ პოზიციას იკავებს.


„სუფთას“  გუნდი  ამაზე  გაჩერებს  ნამდვილად არ  აპირებს  და ერთგულ  მომხმარებლებს  მომავალშიც   მრავალ სიახლეს პირდება.


 


 წყაროhttps://commersant.ge/supta

თარიღი 2022-07-01

ბრენდები

3
2
otkutxedi
1
7
6
15
5
13
14
11
12
8
deli
best-towel
bona
kleaner
kiehl

პარტნიორები

logo-8000
Partners_New%20Vision
Partners_Shota%20Rustaveli%20Hotel
Partners_IStore
24
republic
Partners_Paul
Partners_Chveni
Partners_Xiaomi
Partners_New%20Vision%20University
Partners_Sandali
Partners_AZRY
Partners_Hotel%20Theory
21
23
Partners_Deamed
Partners_Mal%20male
Partners_Miniso
Partners_ATC
Partners_Frixx
Partners_mhpa
Partners_Dio
Partners_Foodmart
Partners_Jibe
Partners_MGroup
Partners_Time
Partners_Magic%20Candy
22
Partners_King%20David%20META
%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90-1
Partners_Hyster
dfdfdf