“გაუჩენელს გაგიჩენ” - ანუ დაუჯერებელი ამბავი l Supta.ge

გიფიქრიათ, რა რთულია ყველა საჭირო პროდუქტის მოძებნა თქვენი ბიზნესისთვის ერთ პლატფორმაზე? რამდენი დრო სჭირდება სხვადასხვა ვებ-გვერდზე ძებნასა და შერჩევის პროცესს, გადახდას, დადასტურებასა და მოტანას.
ჩვენ ამაზე ბევრი ვიფიქრეთ და გამოსავალიც ვნახეთ!
Supta.ge ქართულ ბაზარზე უკვე 8 წელია ამკვიდრებს მომსახურების მაღალ სტანდარტს მომარაგების სფეროში. თქვენი სურვილები ჩვენი გამოწვევაა, ყოველი მოთხოვნა კი ჩვენი პლატფორმის გაუმჯობესების შანსი.
ამჟამად უკვე 800-მდე დასახელების პროდუქცია გვაქვს ასორტიმენტში და ბიზნესისთვის საჭირო თითქმის ყველა მიმართულებას მოვიცავთ.

რას ნიშნავს ჩვენი დაპირება “გაუჩენელს გაგიჩენ”?
თუ თქვენ გაქვთ გარკვეული პროდუქტის ან პროდუქტების შეძენის საჭიროება, რომელიც ჩვენს ასორტიმენტში არ შედის, Supta.ge თქვენთვის მის მოძიებასა და მოწოდებას უზრუნველყოფს.
სწორედ ასე იზრდება ჩვენი პლატფორმა. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ გვქონდეს ფართო არჩევანი, რათა არ მოგიწიოთ დიდი დროის დახარჯვა არასასურველ ნავიგაციაში სხვადასხვა პლატფორმაზე.
გაგიჩენთ კალამს, რომელიც, შესაძლოა, ახლა არ გვქონდეს გაყიდვაში, გაგიჩენთ ქიმიურ საშუალებებს, რომლებიც ჯერ ვებ-გვერდზე არ დამატებულა - გაგიჩენთ ყველაფერს, რაც შეიძლება, ჩვენი სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე გვქონდეს.
ნაცვლად იმისა, რომ ეძებოთ ყველგან და მოგიწიოთ უსასრულო ლოდინი შეკვეთის მისაღებად, supta.ge-ზე ერთ სივრცეში შეიძენთ ყველა პროდუქტს და 2-3 სამუშაო საათში მიიღებთ მისამართზე.
სასურველი პროდუქტის მისაღებად საკმარისია დაგვიკავშირდეთ. ჩვენ მოვიძიებთ პროდუქტს, მოგაწვდით ინფორმაციას ფასთან და სხვა დეტალებთან დაკავშირებით.
შემდეგ კი რაც მოხდება, ნამდვილად გაგაოცებთ! დაუჯერებელი ამბავი უკვე ადვილად დასაჯერებელი გახდება, თუ გამოცდილებას სხვებსაც გაუზიარებთ.
გამოგვყევით ბიზნესის მომარაგების განვითარების ახალ საფეხურებზე!
სამედიცინო და ესთეტიკის ცენტრების მომარაგება: როგორ ვმართოთ პროცესი ეფექტურად?
საგანმანათლებლო დაწესებულებების მომარაგება: როგორ შევქმნათ უწყვეტი და უსაფრთხო გარემო სასწავლო პროცესისთვის?
ოფისის მომარაგება ქაოსის გარეშე - როგორ ვაქციოთ რუტინა ბიზნესის ეფექტიანობის ნაწილად?!
HoReCa მომარაგების ოპტიმიზაცია: როგორ ვმართოთ ბიზნეს რესურსები ეფექტურად?
ბიზნესის მომარაგება ქაოსის გარეშე - როგორ ცვლის პროცესებს Supta.ge
მეტალი VS პლასტმასი - როგორ შევარჩიოთ საუკეთესო ნაგვის ურნა?
როგორ შევარჩიოთ სარეცხი ფხვნილი კომერციული და საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვის?
ყველას ნახვა





















