| სპეციალური შეთავაზება |
|---|
| შეფუთვა რაოდენობა |
| ფასი |
მიწოდება და შეკვეთა
ბრენდი: ECOLAB
პროდუქტის დასახელება: Sirafan Speed
პროდუქტის ტიპი: ზედაპირების სადეზინფექციო მზა საშუალება
მოცულობა: 1ლ
მწარმოებელი ქვეყანა: თურქეთი
პროდუქტის მახასიათებლები:
Sirafan Speed ზედაპირების სწრაფი დეზინფექციის საშუალება, არ საჭიროებს ჩამორეცხვას.
Sirafan Speed არის მზა ხსნარი ზედაპირების სწრაფი დეზინფექციისთვის, რომელიც არ საჭიროებს ჩამორეცხვას. იგი ხასიათდება მოქმედების ფართო სპექტრით ბაქტერიების, სოკოებისა და გარსით დაფარული ვირუსების წინააღმდეგ. მისი აქტიური ინგრედიენტების სინერგიული მოქმედება უზრუნველყოფს სწრაფ დეზინფექციას საკვებთან კონტაქტში მყოფ ყველა ზედაპირზე, როგორიცაა: პროდუქტების დასამუშავებელი მაგიდები, საჭრელი დანადგარები და სლაისერები. ჩამორეცხვა საჭირო არ არის.
გააჩნია ბაქტერიციდული (EN 1276-ის მიხედვით), საფუარა სოკოების საწინააღმდეგო (EN 1650-ის მიხედვით) და ფუნგიციდური (EN 13697-ის მიხედვით) მოქმედება; ეფექტურია „თაგვის ნოროვირუსის“ (Murine Norovirus) წინააღმდეგ.
გამოყენების სფერო: საკვების დამუშავების ზედაპირები, დახლები, ბუფეტები, სამზარეულოს აღჭურვილობა და ინვენტარი, ასევე ზედაპირები, რომლებსაც ხშირად ეხებიან ხელით — მაგალითად, კარების სახელურები, ჩამრთველები და ა.შ.
პროდუქტის უპირატესობები:
- სისუფთავე — ტოვებს პრიალა ზედაპირებს, ლაქებისა და ზოლების გარეშე.
- უსაფრთხოება — დეზინფექციის ფართო სპექტრი; ხელს უშლის ახალ დაბინძურებას და ქმნის სურსათის უვნებლობის საჭირო პირობებს საცალო ვაჭრობასა და კვების ობიექტებში.
- ეფექტიანობა — სწრაფი დეზინფექცია. არ საჭიროებს ჩამორეცხვას.
გამოყენების წესი: (დეტალური ინფორმაციისთვის გაეცანით პროდუქტის ტექნიკურ მახასიათებლებს - TDS და უსაფრთხოების მონაცემთა ფურცელს SDS, რომელიც მიმაგრებულია დოკუმებტაციის გრაფაში)
- პროდუქტი აალებადია; არ შეასხუროთ ცეცხლზე, გავარვარებულ საგნებსა თუ ცხელ ზედაპირებზე.
- დასუფთავებამდე გამორთეთ ყველა ელექტრომოწყობილობა ქსელიდან.
- „Sirafan Speed“-ის გამოყენებისას ატარეთ დამცავი ხელთათმანები და დამცავი სათვალე.
- შეასხუროთ გასასუფთავებელ ზედაპირზე.
- გაწმინდეთ სუფთა და მშრალი ქსოვილით.
- დატოვეთ პროდუქტი ზედაპირზე მითითებული დროით (კონტაქტის დრო):
- EN 1276 – 30 წმ.
- EN 1650 – 30 წმ.
- EN 13697 – 2 წთ.
- Murine Norovirus – 10 წთ.
დატოვეთ გასაშრობად. ჩამორეცხვას არ საჭიროებს.
შენახვის პირობები:
შეინახეთ -5°C-დან 40°C-მდე ტემპერატურაზე, დახურულ მდგომარეობაში.





















