სს აიდ გრუპი ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა | ბლოგი | SUPTA



დღესდღეობით სააქციო საზოგადოება აიდ გრუპ-ი ცნობილია იმით, რომ სხვადასხვა ქართული წარმოებების პროდუქციას თავისი ვებ-პლატფორმა supta.ge-ს მეშვეობით უწევს რეალიზაციას. სულ ახლახან ჩვენმა კომპანიამ ქართული მიკრო ფიბრის ტილოების მწარმოებელ კომპანია შპს besttowel-თან ხელშეკრულება გააფორმა. კომპანია აიდ გრუპის სადისტრიბუციო საქონლის პორტფელში მათი საქონლის დისტრიბუცია და ექსკლუზიური თანამშრომლობა მნიშვნელოვან წილს დაიკავებს.
შპს besttowel-ი 2 წლის წინ შეიქმნა და საქართველოში გლდანის თავისუფალი ეკონომიკური ზონის ტერიტორიაზე უმაღლესი ხარისხის მიკრო ფიბრის ტილოების წარმოება დაიწყო, რომელსაც ევროპისა და აზიის ქვეყნებში უწევევს რეალიზაციას, ახლა კი აიდ გრუპთან თანამშრომლობით მომარაგებდება, როგორც ადგილობრივი ბაზარი და სხვადასხვა ქსელური მარკეტები, ასევე ამ ტილოების სრული ასორტიმენტი ვებ-ჰიპერმარკეტ supta.ge-ზეც იქნება წარმოდგენილი.
კომპანია აიდ გრუპ-ის და შპს besttowel-ის მთავარი მიზანი და ამოცანაა, რომ ქართულ ბაზარზე იმპორტირებული ჩინური თუ თურქული წარმოების მიკრო ფიბრის ტილოების ადგილობრივი პროდუქციით ჩაანაცვლება, რომელიც ხარისხით იმპორტირებულს ნამდვილად არ ჩამოუვარდება და ხშირ შემთხვევაში აღემატება კიდეც, რასაც შპს Besttowel-ის ხარისხის კონტროლის მექანიზმი შუამავალი გერმანული მაინსპექტირებელი კომპანიის მეშვეობით უზრუნველყოფს, რომელიც ნედლეულის იმპორტირებამდე ახდენს მის შემოწმებას, რათა ის სრულად აკმაყოფილებდეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ მოთხოვნილ მაღალ სტანდარტებს.
სწორედ ეს ფაქტორი გახდა ერთ-ერთი წინაპირობა იმისა, რომ სს აიდ გრუპ-მა შპს besttowel-თან თანამშრომლობაზე გადაწყვეტილება მარტივად მიიღო და ხელშეკრულებაც გააფორმა, რადგან ამ კომპანიის პრიორიტეტი ყოველთვის იყო და იქნება ის, რომ ყველა მომხმარებელმა მაღალი ხარისხის პროდუქცია და მომსახურება მიიღოს.
უახლოეს მომავალში კომპანია აიდ გრუპ-ი, მისი ბრენდული დასახელება სუფთას კქვეშ კიდევ ბევრ ბევრ სიახლეს შესთავაზებს, როგორც ადგილობრივ წარმოებებს ასევე თავის ერთგულ თუ ახალ მომხმარებელს.
ადევნეთ თვალი ჩვენს Facebook და Linkedin გვერდებს და შეიტყვეთ ყველა სიახლე პირველებმა.
Facebook - https://www.facebook.com/supta.ge
Linkedin - https://www.linkedin.com/supta.ge

რატომ ირჩევს ბიზნესი ვებ პლატფორმა supta.ge-ს?

შეუკვეთე მხოლოდ მობილურის ნომრით !

ვიდეო რგოლი - ჩვენ შესახებ

ჩვენი სარეკლამო ვიდეო რგოლი ტვ პირველზე !!

სს. აიდ გრუპ კიდევ ერთი ქართული წარმოების შპს besttowel - ის ოფიციალური დისტრიბუტორი გახდა!!!

ვინ ვართ ჩვენ?! სუფთას ფილოსოფია

რას ფიქრობენ ჩვენი მომხმარებლები supta.ge-ზე?

მიიღე შეკვეთა ძალიან მალე !
.jpg)
ყველაფერი თქვენი ბიზნესისთვის — რას გვთავაზობს Supta.ge-ს განახლებული ვებგვერდი

N1 ბიზნესის მომარაგების პლატფორმა supta.ge - როგორც განსხვავებული E-commerce საქართველოში

Supta.ge - რატომ უნდა აირჩიოთ ის HoReCa ბიზნესის მომარაგებისთვის?

“გაუჩენელს გაგიჩენ” - ანუ დაუჯერებელი ამბავი

Supta.ge - რატომ გვირჩევენ მომხმარებლები ჩვენ?

ერთჯერადი პროდუქცია ჰორეკა სექტორში - სტანდარტები და თანამედროვე ტენდენციები

7 აუცილებელი საკანცელარიო ნივთი თქვენი ოფისისთვის - სუფთას რჩევები

ოფისის იდეალური სისუფთავის გზამკვლევი - როგორ შევარჩიოთ სარეცხი და საწმენდი საშუალებები?

ნიტრილი თუ ლატექსი - როგორ შევარჩიოთ სამედიცინო ხელთათმანები?

რა უნდა ვიცოდეთ ხელსახოცის შერჩევისას? - სუფთას გზამკვლევი ჰორეკა სექტორისთვის
