ბრენდი: KIEHL
 პროდუქტის დასახელება: DIWA-Evo
 პროდუქტის ტიპი: ჭიქების და ჭურჭლის სარეცხი სითხე
 მოცულობა: 10ლ
 მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
დამატებითი ინფორმაცია:
 თხევადი სარეცხი საშუალება განკუთვნილია ჭურჭლის გასარეცხად ერთი ან რამდენიმე ავზის მქონე პროფესიონალურ სარეცხ მანქანებში. DIWA-Evo უზრუნველყოფს საკვების ნარჩენების, ჩაისა და ყავის ლაქების სწრაფად და სრულყოფილად მოცილებას ჭურჭლიდან და ამცირებს სახამებლის დაგროვებას. ეფექტურია წყლის ნებისმიერი სიხისტის დროს და ხელს უშლის კირქვის ნადების ფორმირებას. DIWA-Evo-ს ინოვაციური ფორმულა არ შეიცავს NTA-ს (ნიტრილო ტრიასეტური მჟავა), ქლორს და ფოსფატს; ამით უსაფრთხოა გარემოსთვის და დამზოგველად მოქმედებს ჭურჭლის ზედაპირებზე.
შემადგენლობა: (648/2004/EC-ის შესაბამისად):
 ამფოტერული სურფაქტანტები < 5, ტუტეები, კოროზიის ინჰიბიტორი
 pH (კონცენტრატში): დაახლ. 13,5
გამოყენების სფერო:
 იდეალურია ფაიფურის, მინის, უჟანგავი ფოლადისა და პლასტმასისგან დამზადებული ყველა სახის ტუტემედეგი ჭურჭლისთვის. არ გამოიყენება ალუმინის და მხატვრულად დამუშავებული რეზინის ნაკეთობებისთვის. რეცხვის ოპტიმალური ეფექტი მიიღწევა კომბინაციით პროდუქტთან DIWA-Pronto.
გამოყენება:
 DIWA-Evo დოზირება ხორციელდება სარეცხი მანქანის ჩაშენებული დოზატორული სისტემით ან Kiehl-ის პროგრამირებადი დოზატორული სისტემის დახმარებით. რეცხვის საუკეთესო შედეგის მისაღწევად მომართეთ სისტემა ობიექტის სფეციფიკური პირობებიდან გამომდინარე: წყლის სიხისტე, ჭურჭლის დაბინძურების ხარისხი, სარეცხი მანქანის ტიპი. რეკომენდებული დოზირება: 1,5-5 გ 1 ლ წყალზე. ნებისმიერი სხვა პროდუქტის გამოყენებამდე გაასუფთავეთ გამანაწილებელი მოწყობილობები და შლანგები წყლით.
გაფრთხილება:
GHS 05, საშიშია (კონცენტრატში);
 H314 იწვევს კანის სერიოზულ დამწვრობას და თვალის დაზიანებას. P280 გამოიყენეთ დამცავი ხელთათმანები/დამცავი სამოსი/ თვალის და სახის დამცავი მოწყობილობები. P305+P351+P338 თვალში მოხვედრის შემთხვევაში: ფრთხილად ჩამოიბანეთ თვალი წყლით რამდენიმე წუთის განმავლობაში. ლინზების ტარების შემთხვევაში, მოიხსენით ისისნი და
 განაგრძეთ თვალის ჩამობანა. P308+P313 ზემოქმედების შემთხვევაში: მიმართეთ ექიმს. შეიცავს: Sodium Hydroxide (INCI)
მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!
მიმწოდებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე.

 
                                         
                                         
                                         
                                         
  
							 
							 
							 
							
 თბილისში მიწოდება 3 სამუშაო საათში
თბილისში მიწოდება 3 სამუშაო საათში 
				 
                     
                    
					 
                    
					 
                    
					 
                    
					 
                    
					 
                    
					 
                    
					 
                    
					 
                    
					 
                    
					 
                    
					 
                    
					 
                    
					 
                    
					 
                    
					 
 
					 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
					























