supta
ტელ: (032) 2 11 06 26
რატომ ირჩევს ბიზნესი ვებ პლატფორმა supta.ge-ს?

რატომ ირჩევს ბიზნესი ვებ პლატფორმა supta.ge-ს?

ვებ პლატფორმა supta.ge

რატომ ირჩევს ბიზნესი ვებ პლატფორმა supta.ge-ს? გაეცანით სუფთას უპირატესობებს, მოამარაგეთ თქვენი ბიზნესი მარტივად და სწრაფად.

უსწრაფესი მიწოდების სერვისი,  500-ზე მეტი დასახელების პროდუქტი და კონკურენტუნარიანი ფასები!!!

Fastest Delivery

 

მაშინ, როდესაც კოვიდპანდემიის პირობებში დაწესებულმა შეზღუდვებმა ბევრი ბიზნესი უკიდურესად დააზარალა, მათი ნაწილი კი საერთოდ დაიხურა, სადისტრიბუციო კომპანია „აიდ გრუპ“-მა კრიზისი  შესაძლებლობად აქცია, აქტიურად ჩაერთო ელექტრონულ კომერციაში და შექმნა ბიზნეს ჰიპერმარკეტი  „სუფთა“- supta.ge. ქვეყანაში დაწესებულმა ლოკდაუნმა და  შეზღუდვებმა ელექტრონული კომერცია იმდენად აქტიური გახადა, რომ შედეგმა მოლოდინს გადააჭარბა და  ვებ პლატფორმის მეშვეობით მომხმარებელთა რაოდენობა 700% - ით გაიზარდა.

 

 „სუფთას“ გუნდი გამოცდილი და პროფესიონალი კადრებით არის დაკომპლექტებული, რომლებიც ბაზარზე არსებულ ვითარებას უკეთებენ ანალიზს, მუდმივად ეცნობიან მომხმარებლების საჭიროებებს და ერგებიან მათ, რამაც ჩაუყარა საფუძველი, იმას რომ ვებ პლატფორმა „supta.ge“ საქართველოში პირველ ბიზნეს ჰიპერმარკეტად ჩამოყალიბდა.

 

 კომპანიას ბაზარზე კონკურენტებისგან სწრაფი მიწოდების  სერვისი, მრავალფეროვანი ასორტიმენტი, კონკურენტუნარიანი ფასები და მოწესრიგებული საგადახდო სისტემა გამოარჩევს, რაშიც მას საქართეველოს ბანკის IPAY სისტემა ეხმარება. „სუფთას“ პროდუქცია შეკვეთიდან 2-3 სამუშაო საათში უკვე ადგილზეა, რაც ჰიპერმარკეტთან თანამშრომლობას ბიზნესისთვის უფრო მიმზიდველს და კომფორტულს ხდის.

 

 სადისტრიბუციო კომპანია შექმნის დღიდან მცირე და მსხვილ ბიზნესებთან, საწარმოებთან, სამედიცინო და სხვა ტიპის დაწესებულებებთან, ასევე HORECA-ჰორეკა-ს სეგმენტიდან მრავალ ცნობილ რესტორანსა თუ სასტუმროსთან („პოლი“ „რესპუბლიკა„ქეთო და კოტე“,  „ჩვენი“, M Group- ის რესტორნების ქსელი  და მრავალი სხვა) თანამშრომლობს და მათ საყოფაცხოვრებო საქონლით, პროფესიონალური ქიმიით, საწმენდ-საპოხი საშუალებებით და საკანცელარიო ნივთებით ამარაგებს. აღსანიშნავია, რომ supta.ge-ს ვებ პლატფორმა ინოვაციურია იმ კუთხით, რომ მის პრიორიტეტშია ბიზნეს სექტორი და მსგავსი ონლაინ სივრცე, სადაც ბიზნესის  წარმომადგენლებს, საკუთარი კომპანიისთვის ყველა საჭირო ნივეთის ერთ სივრცეში შეძენა შეუძლიათ, არ არსებობს.

 

 მიუხედავად იმისა, რომ კომპანიის  ძირითადი სეგმენტი მცირე და საშუალო ბიზნესია, Supta.ge არც  ფიზიკური პირების მომსახურებაზე ამბობს უარს და ბოლო ორი  წლის განმავლობაში მრავალი ერთგული  ინდივიდუალური მომხმარებელი შეიძინა, რომლებიც  ყოველთვიურად ოჯახისთვის სხვადასხვა პროდუქციას იმარაგებენ.

 

 სუფთა-ს ვებ სივრცეში შესვლისას, მომხმარებელს მარტივად შეუძლია, მისთვის სასურველი პროდუქციის მოძეიება და შეკვეთის გაფორმება, როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირის სახელზე. კომპანია მომხმარებელს მრავალი ცნობილი ბრენდების პროდუქციის ფართო ასორტიმენტს 9 კატეგორიაში სთავაზობს. ონლაინ ჰიპერმარკეტში წარმოდგენილია 500 ზე მეტი დასახელების პროდუქტი შემდეგ კატეგორიებად:

 

კომპანია აიდ გრუპ-ი გახლავთ იმპორტიორი, თუმცა იგი ასევე ექსკლუზიურად თანამშრომლობს სხვადასხვა სადისტრიბუციო კომპანიებთან და თავისი პლათფორმისა თუ სადისტრიბუციო ხაზის მეშვეობით, მათ პროდუქციის გაყიდვაში ეხმარება. „სუფთა“ ასევე ადგილობრივ-ქართულ წარმოებებთანაც  ექსკლუზიური  პირობებით ურთიერთობს  და  რეალიზაციას უწევს მათ პროდუქციას. ვებ პლატფორმა „სუფთა“ ქართული ბრენდების წარმოჩენასა და მათ ხელშეწყობასაც მაქსიმალურად ცდილობს, ამგვარად დაიწყო „სუფთას“ და „ეკობოჰემიას“  თანამშრომლობაც. ერთგულ მომხმარებელს  პლატფორმა supta.ge-ზე უკვე შეუძლიათ შეიძინონ „ბერტას“ ბრენდის, ქართული წარმოების საყოფაცხოვრებო ქიმია.

 

იმისათვის, რომ მომხმარებელს supta.ge-ზე პროდუქციის შეძენა უფრო მარტივად შეეძლოს, პლატფორმის დასახვეწად დეველოპერები მუდმივად  მუშაობენ განახლებებზე და ითვალისწინებენ თანამედროვე ტრენდებს ელკომერციაში.

 

ონლაინ ვაჭრობის განვითარებასთან ერთად, კომპანია უწყვეტი სადისტრიბუციო ჯაჭვის დანერგვას მთელი საქართველოს მასშტაბით გეგმავს, რაც მეტ კომპანიას მისცემს შესაძლებლობას, მათი ბიზნესისთვის პროდუქცია ოპერატიულად და შეუფერხებლად შეიძინონ.

 

 მოიმარაგე მარტივად Supta.ge-ზე!

 

„აიდ გრუპი“ 2016 წელს  ჩამოყალიბდა და შექმნის დღიდან განვითარებაზე და ზრდაზეა ორიენტირებული, სწორედ ამის შედეგია, რომ დღეს კომპანიის  ბრენდი „სუფთა“ მომარაგების ბაზარზე სანდო პარტნიორებს შორის ლიდერ პოზიციას იკავებს.

 

„სუფთას“  გუნდი  ამაზე  გაჩერებს  ნამდვილად არ  აპირებს  და ერთგულ  მომხმარებლებს  მომავალშიც   მრავალ სიახლეს პირდება.

 

 წყაროhttps://commersant.ge/supta

თარიღი 2022.07.01
brands ბრენდები

ფეირი, გრასი, Anti Germ, ბაგი, პრონტო, სელპაკი, Vialli, ფროში, ჯაკობსი, ნესკაფე, Defender, Camelion, არიელი, დაივერსი, მაპედი, დელი, Besttowel, ABC, აცე, აირ ვიკი, ალფა, არიელი, ბაკურიანი, Belux, ბიმაქსი, ბინული, Blue Eco Plus, ბონა, კალგონი, Carte Noire, ჩერი, კომეტი, კომპაქტი, სიფი, დომესტოსი, Domi, Finish, Flo Soft, გლეიდი, Gold Drop, გრინფილდი, Green World, HOBBY, Kleaner, ლებო, მარგიო, Mediok, Mumex, ობუხივი, პაპია, Parin, Stone, პემო ლუქსი, პენსანი, პრილი, სეიფგარდი, სანო, სუფთა, ტაიდი, LyncMed, ტოშიბა, ვანიში, ვერ ნელი, ვიალი, იორკი, ზოგე, ზომა, სტარბაქსი, KIEHL, აგროლაინი, Azur, Sveto Copy, PONTO, TITIZ, Karnaval, FLORA, Brand, XIN DAI, CLORAX, WECLEAN, SMART CARE, მანა, AIHAO, EKO END BEST, Shneider, CASSA, Ballet, KENKO, MEDIA, Helio, Clean World, POLY TIME , Supremo , Silen, Krot, ELMOP, LUX, პერსილი, AL AFRAH, BOTANIKA, TROPICANA, TNT, ტიტან, PILOT, მელიტა, წყალი მთის, კოკა კოლა, ბორჯომი,

კდ მეტა რესტორანი
ფუდ მარკეტი
Magic Candy
m-group
Timeless
ჯიბე
Hyster
Foodmart
დიო
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრი
ATC აერო სტრუქტურები
FRIXX
MINISO
ნიუ ვიჟენ დაზღვევა
დეამედი
მალ მალე
ბადაგონი
ეპამ სისტემსი
სასტუმრო თეორია
აზრი
სანდალი
რესპუბლიკა
New Vision University
ჩვენი
პოლი
აისითი
Xiaomi
შოთა რუსთაველის სასტუმრო
King David Hotel
მოიმარაგე მარტივად ყველაფერი შენი ბიზნესისთვის
https://supta.ge/img/bnrl.webp invoicemob
divide divide
https://supta.ge/img/bnrr.webp