


ბლოგი›Supta.ge - პლატფორმა უნიკალური გადახდების მეთოდებით, რომელსაც ანალოგი არ აქვს !

Supta.ge - პლატფორმა უნიკალური გადახდების მეთოდებით, რომელსაც ანალოგი არ აქვს !
პირველად საქართველოში, ბიზნეს ონლაინ მაღაზია Supta.ge-მ მომხმარებლებისთვის შეკვეთის გამარტივების მიზნით, გადახდის უნიკალური მეთოდი დანერგა, რაც მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებით შეკვეთას გულისხმობს და რომლის ანალოგიც დღესდღეობით არამარტო საქართველოში, მსოფლიოშიც კი არ მოიძებნება. ეს ყველაფერი დამატებით კომფორტს უქმნის მომხმარებელს და უადვილებს მათ შეკვეთის განთავსების პროცესს.
შევდივართ პლატფორმა Supta.ge-ზე, ვათავსებთ სასურველ პროდუქციას კალათაში და ვირჩევთ ბარათით გადახდის მეთოდს. გამოდის პატარა ფანჯარა, სადაც შეგვყავს ჩვენი მობილურის ნომერი და სულ ეს არის. ხაზგასასმელია ის ფაქტიც, რომ ბარათით გადახდის ამ ინოვაციურ მეთოდს, რომელიც რეგისტრაცია/ავტორიზაციის გარეშე, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითებით ანგარიშსწორებას გულისხმობს, საქართველოს ბანკის Ipay სისტემა ახორციელებს. აღნიშნული სისტემა საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც, ერთ-ერთ ყველაზე დაცულ საგადახდო პლატფორმას წარმოადგენს.
კიდევ ერთი ანგარიშსწორების უნიკალური მეთოდი, რომლითაც შეგიძლიათ ისარგებლოთ Supta.ge-ზე შეკვეთის გაკეთების დროს, კრიპტო ვალუტით გადახდა გახლავთ. კრიპტო რევოლუციის პროცესში ტექნოლოგიურ პროგრესზე ფეხის აწყობა და მომხმარებლების საჭიროებებზე მაქსიმალურად მორგება ბიზნესებისთვის უკვე კარგა ხანია აუცილებელი პირობა გახდა. სწორად ამიტომ „სუფთამ“ მოახერხა და ერთ-ერთმა პირველმა საქართველოში შესთავაზა მომხმარებლებს გადახდის ეს ახალი და მოსახერხებელი მეთოდი, რაც მათი მხრიდან დადებითად იყო აღქმული და ფიზიკური პირების მიერ გაკეთებული შეკვეთების რაოდენობაც სწრაფად გაიზარდა.
Supta.ge-ზე შესაძლებელია, საკუთარი კრიპტო საფულიდან, 9 კატეგორიაში არსებული, 500-ზე მეტი დასახელების პროდუქტის შეძენა. კრიპტო ვალუტები, რომელთა მეშვეობითაც შესაძლებელია ანგარიშსწორება:
- Bitcoin (BTC)
- Litecoin (LTC)
- Dash (DASH)
- Z Cash (ZEC)
- Bitcoin Gold (BTG)
- Bitcoin Cash (BCH)
ასევე, კრიპტო ვალუტით ანგარიშსწორების დროს, პროდუქციის საფასური კონვერტირდეება გადახდის დროისათვის არსებული საუკეთესო კურსით და ყოველგვარი საკომისიოს გარეშე ხორციელდება. Supta.ge სრულად იღებს თავის თავზე ყველა ტიპის საკომისიოს, რაც ტრანზაქციის დამუშავებას ახლავს თან. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტო ვალუტით გადახდის დროსაც, მხოლოდ მობილურის ნომრის მითითება არის საჭირო. ყველა კრიპტო ოპერაცია/ტრანზაქცია მუშავდება კომპანია–CityPay.io-ს მიერ, რომელიც გახლავთ დაცული და საიმედო კრიპტო ვალუტებით გადახდის პროვაიდერი კომპანია.
გადახდის ამ უნიკალური მეთოდების გათვალისწინებით, Supta.ge არის უნიკალური პლატფორმა თავისი ფუნქციონალით. გაციფრულებაზე ორიენტირებული და ტექნიკურად ლიდერი კომპანიისთვის რეიტინგები ძალიან მნიშვნელოვანია, შესაბამისად ელექტრონული კომერციის სფეროში მოღვაწე ორგანიზაციებს შორის, ამ დროისათვის Supta.ge მეხუთე პოზიციაზეა TOP.GE - ს ჩამონათვალში და დიდი ხანია ტოპ 10 კმოპანიას შორის ინარჩუნებს ადგილს.
„სუფთას“ გუნდი მუდმივად პროგრესზე და განვითარებაზეა ორიენტირებული, ამიტომ ეს ყველაფერი არ არის და უახლოეს მომავალში კომპანია კიდევ ბევრ ტექნოლოგიურ სიახლესა და ინოვაციებს ჰპირდება თავის ერთგულ თუ პოტენციურ მომხმარებელს.

