მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაბრუნების ვადებისა და პირობების შესახებ

გაეცანით პროდუქციის დაბრუნების, გაცვლისა და შესაბამისი პროცედურების პირობებს Supta.ge-ზე — სწრაფად და მარტივად.

1. დაბრუნების პირობები

1.1. „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის თანახმად, ამავე კანონის მე-14 მუხლით დადგენილი გამონაკლისების გარდა, მომხმარებელს უფლება აქვს, ყოველგვარი საფუძვლის მითითების გარეშე თქვას უარი დისტანციურ ხელშეკრულებაზე 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

1.2. ეს ვადა აითვლება:

1.2.1. მომსახურების ხელშეკრულების შემთხვევაში − ხელშეკრულების დადებიდან;

1.2.2. ნასყიდობის ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) საქონლის მფლობელობაში მიღებიდან;

1.2.3. მომხმარებლის მიერ საქონლის ნაწილ-ნაწილ შეკვეთის შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ბოლო ნივთის მფლობელობაში მიღებიდან;

1.2.4. საქონლის რეგულარულად (განსაზღვრული პერიოდულობით) მიწოდების ხელშეკრულების შემთხვევაში − მომხმარებლის ან მის მიერ განსაზღვრული მესამე პირის მიერ (გარდა გადამზიდავისა) ნივთის მფლობელობაში პირველად მიღებიდან.

2. დაბრუნების წესი

2.1. ნივთის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში სავალდებულოა დაგვიკავშირდეთ ან თავად შეავსოთ დაბრუნების ფორმა.

2.2. ნივთის დაბრუნების ინიცირების უფლება თქვენ გენიჭებათ ნივთის ჩაბარების მომენტიდან და მოქმედებს ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში.

2.3. თუ თქვენ 14 კალენდარული დღის განმავლობაში დაბრუნების ფორმის შევსებით არ მოახდენთ ნივთის დაბრუნების ინიცირებას, თქვენ დაკარგავთ ნივთის დაბრუნების უფლებას. ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლების დადგენილ ვადაში განხორციელების მტკიცების ტვირთი მომხმარებელს ეკისრება.

2.4. მომხმარებელი მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში კარგავს ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას.

3. გამონაკლისი შემთხვევები

3.1. მომხმარებელს არ აქვს უფლება, უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ:

3.1.1. საქონლის ან მომსახურების ფასი არ აღემატება 30 ლარს;

3.1.2. კომპანიამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება სრულად გასწია, მომსახურების გაწევა მომხმარებლის წინასწარი თანხმობით დაიწყო და მომხმარებელმა იცოდა, რომ მომსახურების სრულად მიღების შემთხვევაში დაკარგავდა ხელშეკრულებაზე უარის თქმის უფლებას;

3.1.3. მომხმარებელს მიეწოდა ჰერმეტულად დაცული საქონელი, მისი ჰერმეტულობა მიწოდების შემდეგ დაირღვა მომხმარებლის მიერ და, ამდენად, საქონლის დაბრუნება შეუძლებელია ჯანმრთელობის ან ჰიგიენური ნორმების დაცვის გამო;

3.1.4. მიწოდებული საქონელი ან მომსახურება მომხმარებლის ინდივიდუალური შეკვეთით არის დამზადებული ან აშკარად მის პირად საჭიროებებზეა მორგებული;

3.1.5. მიწოდებული საქონელი მალფუჭებადია ან მას მოკლე ვარგისობის ვადა აქვს;

3.1.6. მიწოდებული საქონელი მიწოდების დროს, მისი მახასიათებლებიდან გამომდინარე, განუყოფლად შეერწყა სხვა საქონელს.

4. კომპანიის ინფორმირების აუცილებლობა

4.1. დისტანციური ხელშეკრულების ფარგლებში საქონლის დაბრუნების სურვილის შემთხვევაში მომხმარებელი ვალდებულია გამოაგზავნოს შევსებული დაბრუნების ფორმა ელფოსტაზე info@supta.ge, ან წარმოადგინოს/გამოაგზავნოს მისამართზე: საქართველო, თბილისი, მ. წინამძღვრიშვილის ქ. №162. ფორმაში მითითებული უნდა იყოს შემდეგი ინფორმაცია:

4.1.1. მყიდველის მიერ მითითებული სახელი და გვარი, შეკვეთის განთავსების თარიღი, მობილურის ნომერი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, შეკვეთის ნომერი და მომხმარებლის ხელმოწერა (თუ ფორმა ქაღალდზეა შევსებული).

4.2. დაბრუნების ფორმის შევსების შემდეგ მომხმარებელს აქვს 2 სამუშაო დღე, რათა ნივთი კომპანიას დაუბრუნოს. აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ კომპანია არ არის ვალდებული ნივთი დაიბრუნოს.

4.3. კომპანია ნივთის დაბრუნებას (ტრანსპორტირებას) თავისი რესურსით უზრუნველყოფს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:

4.3.1. პროდუქტი არ შეესაბამება შეკვეთას ან ვებგვერდზე განთავსებულ ტექნიკურ მახასიათებლებს;

4.3.2. პროდუქტს აქვს ქარხნული წუნი;

4.3.3. პროდუქტი დაზიანებულია ტრანსპორტირების პროცესში.

4.4. თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და, შესაბამისად, დაბრუნების პროცედურა შეაჩეროს მოკვლევითი და დიაგნოსტიკური სამუშაოების ჩატარებამდე, რაც შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს 14 სამუშაო დღისა. ნივთის მდგომარეობიდან გამომდინარე, შესაძლოა დაგიბრუნდეთ გადახდილი თანხის ნაწილი.

4.5. ნივთის დაბრუნებისას აუცილებელია ნივთს თან ახლდეს კომპანიის მხრიდან თქვენთვის ნივთის ჩაბარების დროს გადმოცემული/თანდართული ყველა თანმხლები ნაწილი და დოკუმენტი (სასაქონლო ზედნადები, თანხის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, საგარანტიო ფურცელი, ტექნიკური პასპორტი, ნივთის თანმხლები სხვა დოკუმენტები, ნივთის ყუთი და სხვ.).

4.6. ნივთის მიღებიდან 14 კალენდარული დღის შემდეგ დაფიქსირებული ქარხნული წუნის შემთხვევაში მომხმარებელმა უნდა იმოქმედოს შესაბამისი საგარანტიო პირობებით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4.7. ნივთი დაბრუნებას არ ექვემდებარება კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში (ჰიგიენური ნივთები, 30 ლარამდე ნივთები და სხვ.).

5. ანაზღაურების წესი

5.1. კომპანიის მხრიდან მომხმარებლისთვის თანხის დაბრუნება ხდება დაბრუნების ფორმის შევსებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში.

5.2. თუ დაბრუნებული ნივთი ექვემდებარება სერვის ცენტრის მიერ შემოწმებას, თანხა აგინაზღაურდებათ სერვის ცენტრის დასკვნის შესაბამისად, დასკვნის მიღებიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის ვადაში.

5.3. დაბრუნებული ნივთის შესაბამისი საფასური დაგიბრუნდებათ ანაზღაურების იმ მეთოდით, რომლითაც მომხმარებელმა დააფიქსირა შეკვეთა. გამონაკლისია ნაღდი ანგარიშსწორებით ან გადახდის აპარატით გადახდის შემთხვევა — ასეთ შემთხვევაში თანხა მომხმარებელს აუნაზღაურდება საბანკო გადარიცხვით, მის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე.

5.4. თუ ნივთს ან/და ნივთის თანმხლებ ნაწილებს/დოკუმენტებს აღენიშნებათ რაიმე სახის ცვლილება, კომპანია უფლებას იტოვებს ეჭვქვეშ დააყენოს მისი ნამდვილობა/უნაკლოობა და, შესაბამისად, დაგიბრუნოთ თქვენს მიერ გადახდილი თანხის ნაწილი ნივთის შეფასების შესაბამისად.

ფეირი,გრასი,Anti Germ,ბაგი,პრონტო,სელპაკი,Vialli,ფროში,იაკობსი,ნესკაფე,Defender,Camelion,არიელი,დაივერსი,მაპედი,დელი,Besttowel,ABC,აცე,აირ ვიკი,ალფა,ბაკურიანი,Belux,ბიმაქსი,ბინული,Blue Eco Plus,ბონა,კალგონი,Carte Noire,ჩერი,კომეტი,კომპაქტი,სიფი,დომესტოსი,Domi,Finish,Flo Soft,გლეიდი,Gold Drop,გრინფილდი,Green World,HOBBY,Kleaner,ლებო,მარგიო,Mediok,Mumex,ობუხივი,პაპია,Parin,STONE,პემო ლუქსი,პენსანი,პრილი,სეიფგარდი,სანო,სუფთა,ტაიდი,LyncMed,ტოშიბა,ვენიში,ვერ ნელი,ვიალი,იორკი,ზოგე,სტარბაქსი,KIEHL,აგროლაინი,Azur,Sveto Copy,PONTO,TITIZ,Karnaval,FLORA,Brand,XIN DAI,CLORAX,WECLEAN,SMART CARE,მანა,AIHAO,EKO END BEST,Shneider,CASSA,Ballet,KENKO,MEDIA,Helio,Clean World,POLY TIME ,Supremo ,Silen,Krot,ELMOP,LUX,პერსილი,AL AFRAH,BOTANIKA,TROPICANA,TNT,ტიტან,PILOT,მელიტა,წყალი მთის,კოკა კოლა,ბორჯომი,არეონი,Double A,ZOMA,TOPCLIN,KIMBO,JTB COMPANY,სუფთა- S,სუფთა-C,სუფთა-G,სუფთა-K,სუფთა-O,IKOCHIMIKI,HAGLEITNER,STANGER,Pellini,Lucaffe,TESS,AHMAD TEA,PALEX,ტენე,