ბრენდი: KIEHL
პროდუქტის დასახელება: Procur
პროდუქტის ტიპი: იატაკის საწმენდი კონცენტრანტი დამცავი ეფექტით
მოცულობა: 1ლ
მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
დამატებითი ინფორმაცია:
- მორეცხვის შემდეგ ტოვებს სპეციალური ნივთიერებების შემცველ ფენას, რაც ამარტივებს იატაკის პოლირებას.
- ამცირებს საღეჭი რეზინის და თვითწებვადი ეტიკეტის წებოვნების ხარისხს.
- მიკროდამცავი ფენა შრება ზოლების წარმოქმნის გარეშე.
- ფლობს DIN 18032 სტანდარტის სერთიფიკატს
- ხახუნის კოეფიციენტი 0.4-დან 0.6μ-მდე
გამოყენების სფერო:
გამოიყენება წყალგაუმტარი, მყარი და ელასტიური იატაკის საფარის გასაწმენდად, როგორიცაა PVC, ლინოლეუმი, რეზინი, ბუნებრივი და ხელოვნური ქვა. ასევე შეიძლება გამოყენებული იყოს დამცავი ფენის მქონე იატაკის გასაწმენდად. კარგად შეეფერება სიარულის უსაფრთხოების მაღალი მოთხოვნების მქონე ტერიტორიებს, როგორიცაა სპორტული დარბაზები და ხანდაზმულთათა სახლები.
გამოყენება:
პირველი გამოყენების წინ შეამოწმეთ დასამუშავებელი მასალის ზედაპირი გამძლეობაზე.
1 დოზა = 25 მლ.
- ყოველდღიური დასუფთავება (გაწმენდა):
25მლ 8 ლიტრ ცივ წყალზე. მოხმარება: 0.06 მლ/მ².
- ყოველდღიური დასუფთავება (სველი წმენდა მანქანით):
25მლ 8 ლიტრ ცივ წყალზე. მოხმარება: 0.25 მლ/მ².
- მოვლა:
25-50 მლ 1 ლიტრ ცივ წყალზე. მოათავსეთ საცმი-მოპი სამუშაო საწმენდ ხსნარში, გაწურეთ და გაწმინდეთ ზედაპირი. მოხმარება: 0,75 მლ/მ².
შემადგენლობა (შესაბამისობაშია 648/2004/ЕС):
არაიონური ზედაპირულად აქტიური ნივთიერებები 5-15%, მოვლის საშუალებები, წყალში ხსნადი გამხსნელები, დანამატები, საღებავები, არომატიზატორები (Linalool).
pH კონცენტრატში: დაახლოებით 4,5 pH სამუშაო ხსნარში: დაახლოებით 7
გაფრთხილება:
მიმწოდებელი არ იღებს პასუხისმგებლობას პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად გამოწვეულ ზიანზე.
