ბრენდი: KIEHL
პროდუქტის დასახელება: Grasset
პროდუქტის ტიპი: ცხიმების საწმენდი საშუალება
მოცულობა: 1ლ
მწარმოებელი ქვეყანა: გერმანია
დამატებითი ინფრომაცია:
სწრაფმოქმედი ტუტე საწმენდი საშუალება კოროზიის ინჰიბიტორით. დამზადებულია კომპონენტების ბაზაზე, რომლებიც დაშვებულია კვების მრეწველობაში გამოყენებისთვის. ეფექტურად აცილებს მცენარეული და ცხოველური წარმოშობის ცხიმოვან და ცილოვან ჭუჭყს. Grasset შიძლება გაიხსნას როგორც ცივ, ასევე თბილ წყალში.
შემადგენლობა (648/2004/EC-ის შესაბამისად):
ანიონური სურფაქტანტები < 5%, არაიონური სურფაქტანტები < 5%, საპონი < 5%, წყალხსნადი გამხსნელები. ფოსფატები< 5%, ტუტეები.
рН (კონცენტრატში): დაახლ. 13
გამოყენების სფერო:
გამოიყენება წყალ და ტუტეგამძლე იატაკების, კედლების და სამუშაო ზედაპირების წმენდისთვის კვების მრეწველობის ობიექტებში: ძეხვეულის მწარმოებელი ქარხნები, რძის გადასამუშავებელი საწარმოები, რესტორნები, კაფეები, საცხობები, საავადმყოფოს სამზარეულოები, სასტუმროები და სხვა. კარგად დაიტანება ზედაპირზე ქაფის გენერატორის დახმარებით. კოროზიის ინჰიბიტორის წყალობით, Grasset ასევე შეიძლება გამოყენებულ იქნას ანოდირებულ ალუმინის ზედაპირებზე.
არ გამოიყენება ტუტეების მიმართ მგრძნობიარე ზედაპირებზე: ლინოლეუმი, დისპერსული ლაქებით დაფარული იატაკები და სხვა.
გამოყენება:
პირველ გამოყენებამდე დარწმუნდით, რომ საშუალება არ აზიანებს დასამუშავებელ
ზედაპირს (შეუმჩნეველ ადგილზე დაიტანეთ მცირე რაოდენობა).
ზედაპირების ყოველდღიური წმენდა (ხელით/მექანიზირებული):
50-200მლ 8ლ წყალზე
მოხმარება 1კვ. მ-ზე - 1მლ (გააფრქვიეთ ბოთლიდან 2-3 ჯერ).
ღრმა წმენდა:
1ლ 8 წყალზე.
ცხელი წყლის(40-60°С) გამოყენება აჩქარებს ძველი ცხიმოვანი ნადების გახსნას.
მოხმარება 1კვ. მ-ზე - 40მლ
ქაფოვანი წმენდა:
ჩაასხით Grasset (განზავების გარეშე) ქაფის გენერატორში.
დაბინძურების ხარისხიდან გამომდინარე დაადგინეთ დოზირებ 1:4 ან 1:10. დაიტანეთ ქაფი დასამუშავებელ ზედაპირზე, დაახლოებით 10 წუთში ჩამორეცხეთ სუფთა წყლით.
მოხმარება 1კვ. მ-ზე - 20მლ
ჩამჯდარი ჭუჭყის მოცილება:
გამოიყენეთ განუზავებელი საშუალება.
ზედაპირები, რომლებიც უშუალო კონტაქტშია საკვებ პროდუქტებთან, საგულდაგულოდ ჩამორეცხეთ სასმელი წყლით წმენდის დასრულების შენდეგ.
გაფრთხილება:
მიმწოდებელი პასუხს არ აგებს პროდუქტის არასწორი ან არაკვალიფიციური გამოყენების შედეგად მიყენებულ ზარალზე.
მხოლოდ პროფესიონალური გამოყენებისთვის!
