ჩვენს შესახებ

 

 

 

 

 

სს 'აიდ გრუპ' დაფუძნდა 2016 წელს. კომპანია მუშაობს მცირე და მსხვილი ბიზნესის, საწარმოების, სამედიცინო დაწესებულებების სამეურნეო საქონლით, სამედიცინო პროდუქციით, საწმენდ-საპოხი საშუალებებით, საკანცელარიო ნივთებით და საოფისე კვებით მომარაგებაზე.

სს 'აიდ გრუპ'  ინტენსიურად იზრდება და ვითარდება, სწორედ ამიტომ, დღეს ბაზარზე ცნობილია, როგორც ერთ-ერთი ლიდერი სადისტრიბუციო კომპანია და სანდო პარტნიორი! სწორედ ამიტომ, კომპანიამ შეიძინა უამრავი კმაყოფილი და ერთგული მომხმარებელი! ჩვენი ამოცანაა შევქმნათ მომარაგების მარტივი, დახვეწილი და უწყვეტი ჯაჭვი მთელი საქართველოს მასშტაბით!

 

კომპანიის პრიორიტეტებია:

 

1. ხარისხიანი და მრავალფეროვანი პროდუქცია/ მომსახურება, დაბალი ფასები;

 

კომპანია სს 'აიდ გრუპ' მომხმარებელს სთავაზობს მაღალი ხარისხის პროდუქციასა და მომსახურებას, პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს, მათ შორის, საკუთარი წარმოების პროდუქტებს- ბრენდი „სუფთა“.

 

2. ბაზრის მიზნობრივი სეგმენტი და კმაყოფილი მომხმარებელი;

 

ჩვენი მიზანია, ინტენსიურად ვადევნოთ თვალი ბაზრის  ცვალებად სტანდარტებს, ტენდეციებს და ოპერატიულად ვუპასუხოთ ახალ გამოწვევებს. ვაცნობიერებთ, რომ საუკეთესო რეკლამა კმაყოფილი მომხმარებელია! სწორედ ამიტომ, ვცდილობთ შევქმნათ ისეთი პროდუქცია , რომელიც ზუსტად უპასუხებს ბაზრის მიზნობრივი სეგმენტის მოთხოვნებსა და მოერგება ჩვენი მომხმარებლების საჭიროებებს!

 

3. მომწოდებლებთან, კორპორატიულ კლიენტებთან და საზოგადოებასთან ურთიერთობა;

 

კომპანიის მიზანია, გრძელვადიან პერსპექტივაში მოიპოვოს და შეინარჩუნოს მეგობრული, საიმედო და კეთილგანწყობილი ურთიერთობა, როგორც მომწოდებლებთან და კორპორატიულ კლიენტებთან, ასევე ფიზიკურ პირებთან, რომლებიც ყოველდღიურად სარგებლობენ ჩვენი მომსახურებით.

 

4. მაღალკვალიფიციური კადრები, გუნდური მუშაობა;

 

ჩვენ ვქმნით თანაბრად კომფორტულ გარემოს, როგორც მომხმარებლებისთვის, ასევე საკუთარი თანამშრომლებისთვის. გუნდი დაკომპლექტებულია პროფესიონალი და მაღალკვალიფიციური კადრებით. მათი მონდომება და თავდაუზოგავი შრომა, ასევე დახვეწილი შიდა და გარე კომუნიკაცია - ხელს უწყობს კომპანიის წინსვლას და მუდმივ განვითარებას!

 

5. ჯანსაღი კონკურენცია;

 

მოგეხსენებათ, მაღალკონკურენტუნარიანი გარემო ბიზნესში დიდი სტიმულია! ე.წ „Fair Play“ კი ბიზნესის კულტურის მაღალი სტანდარტი! ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს კონკურენტებს და ვცდილობთ, მუდმივად ვიყოთ ტონუსში, რათა არ დავთმოთ მოწინავე პოზიციები!!!

 

6. მუდმივი წინსვლა და განვითარება;

 

„მუდმივი წინსვლა, განვითარება და უპირობო ლიდერობა“ - ეს ჩვენი ამბიციური, თუმცა, რეალური ახლანდელი და სამომავლო გეგმაა!!!

 

7. საიმედოობა და ოპერატიულობა;

 

ეს ის ეპითეტებია, რომელსაც უპირობოდ იმსახურებს კომპანია „ აიდ გრუპი“.

 

გმადლობთ თანამშრომლობისთვის!

 

 

 

ბრენდები

3
2
otkutxedi
10
1
7
6
15
5
13
14
11

ჩვენი კლიენტები

Partners_Shota%20Rustaveli%20Hotel
24
Partners_New%20Vision
Partners_Paul
Partners_IStore
Partners_Chveni
26
Partners_Xiaomi
Partners_New%20Vision%20University
Partners_Sandali
Partners_AZRY
Partners_Hotel%20Theory
21
23
Partners_Deamed
Partners_Mal%20male
Partners_Miniso
Partners_ATC
Partners_Frixx
Partners_mhpa
Partners_Dio
Partners_Foodmart
Partners_Jibe
Partners_MGroup
Partners_Time
Partners_Magic%20Candy
22
Partners_King%20David%20META
Partners_Hyster
dfdfdf