საწმენდი საშუალებები
­

კროტი მილების საწმენდი სითხე წითელი 600მლ

#1610088
2.95 ₾
რაოდენობა (დარჩენილია 992)
კალათაში დამატება
დამატებულია
შეცდომა
სპეციფიკაცია

,,კროტი“  უნივერსალური ქიმიური საშუალებაა, რომელიც დანაგვიანების აღმოსაფხვრელად გამოიყენება. იგი  მალე იხსნება ჩამჯდარ ჭუჭყში და აქტიურად შლის მას. იდეალურია ნებისმიერი ტიპის მილისათვის.

„კროტი“ შეიცავს ისეთ კომპონენტებს, როგორებიცაა:

  • ნატრიუმის ჰიდროქსიდი – ამ აქტიური ნივთიერების შემცველობა „კროტში“ 40-60%-ია. ნატრიუმის ჰიდროქსიდი შლის ქსოვილებს, ტყავს, ქაღალდს და სხვა ორგანულ ნივთიერებებს, კარგად იხსნება წყალში;
  • გამოხდილი წყალი (თხევადი პრეპარატის შემთხვევაში) – 25%-მდე;
  • კალიუმის ჰიდროქსიდი – თეთრი ფერის, გაუმჭვირვალე, მყარი, კრისტალური ნივთიერებაა, რომელიც წყალში კარგად იხსნება და ამ დროს გამოიყოფა დიდი რაოდენობით სითბო. იყენებენ საპნის წარმოებაში.
  • ანიონოგენური ზედაპირულ-აქტიური ნივთიერება – გამოიყენებენ საწმენდ საშუალებებში;
  • ეთილენედიამინტეტრა ძმარმჟავა – გამოიყენება როგორც სამედიცინო, ისე სამრეწველო მიზნებისთვის. უფერო, წყალში ხსნადი კრისტალებია.

აქედან გამომდინარე, ცხადია, რომ „კროტს“ ისეთი ქიმიური შემადგენლობა აქვს, რომელიც ადამიანის ჯანმრთელობისთვის  საზიანოა და მისი გამოყენებისას დიდი სიფრთხილეა საჭირო.

საიტზე მოცემულია საცალო ფასები.