წესები და პირობები
 

 

 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ონლაინ მაღაზია „Supta.Ge”-ზე.

 

ვებ-გვერდზე რეგისტრაციით, თქვენ ავტომატურად ეთანხმებით საიტის წესებსა და პირობებს!

 

საიტზე რეგისტრაცია, თქვენი პროფილი და კონფიდენციალურობა.

 

ჩვენი მომსახურების მისაღებად, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული, კორპორატიული კლიენტებისთვის მარტივი რეგისტრაციის გავლაა საჭირო. საკუთარი პროფილის შექმნით თქვენ შეძლებთ გააკონტროლოთ შესყიდვების ისტორია, დროდადრო გაეცნობით საიტზე არსებულ სიახლეებს, იხილოთ შეკვეთის სტატუსი და სხვა.

 

პროდუქციის აღწერილობა

 

„Supta.Ge” მიზანია მაქსიმალურად სწორი ინფორმაცია მოგაწოდოთ პროდუქტის, ფასების, აღწერილობისა და პარამეტრების შესახებ. ონლაინ მაღაზია უფლებას იტოვებს ნებისმიერ დროს შეცვალოს საიტზე არსებული ინფორმაცია, ასევე არეგულიროს გარკვეულ პროდუქციაზე ფასები და მასთან წვდომა.

 

ფასები

 

ფასები მოცემულია ეროვნულ ვალუტაში (ლარი), დამატებითი ღირებულების გადასახადის (დ.ღ.გ.) ჩათვლით.

 

ადგილზე მიწოდება

 

შეკვეთა რომელიც გაფორმდება სამუშაო დღის 12:00 საათამდე, მისი მიწოდება განხორციელდება იმავე დღეს, ხოლო 12:00 საათის შემდგომ გაფორმებული შეკვეთა მოგეწოდებათ მომდევნო სამუშაო დღეს. სადისტრიბუციო კომპანია „აიდ გრუპის“ სამუშაო საათები განისაზღვრება ორშაბათი-შაბათი 09:30-დან 19:00 საათამდე.

კორპორატიული, პარტნიორი კომპანიებისთვის მიწოდების სერვისი უფასოა. არაპარტნიორი კომპანიებისა და ფიზიკურ პირთათვის თბილისის მასშტაბით 50 ლარის ზევით შეძენილი პროდუქციის მიწოდება უფასოა. რეგიონებში ერთჯერადი შეკვეთა იანგარიშება ინდივიდუალურად.

 

გადახდა

 

თანხის გადახდა შესაძლებელია:

  1. ნაღდი ანგარიშსწორებით - ადგილზე შეკვეთის მოტანის დროს. ადგილზე გადმოგეცემათ სალარო ჩეკი და სატრანსპორტო ზედნადები.
  2. უნაღდო ანგარიშსწორებით - გადარიცხვით ინვოისის საფუძველზე.
  3. ელექტრონულად - ნებისმიერი Visa/Mastercard ბარათით, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოში.

 

პროდუქციის უკან დაბრუნების პირობები

 

ნებისმიერი პროდუქტი რომელიც არ იქნება შეკვეთის იდენტური ან იქნება წუნდებული ექვემდებარება შეცვლას. ხარვეზი აუცილებლად უნდა დადგინდეს მიღება-ჩაბარების მომენტში.