ხ.დ.კ.
 

როგორ შევუკვეთოთ?

 

ონლაინ-მაღაზია „Supta.Ge”-ზე პროდუქციის შესაკვეთათ საჭიროა რეგისტრაციის გავლა როგორც ფიზიკური ასევე იურიდიული პირებისთვის. საიტზე ავტორიზაციის გავლის შემდგომ, მოძებნეთ სასურველი პროდუქტი, მოათავსეთ კალათაში და დააჭირეთ შეკვეთის ღილაკს. შეკვეთის დასრულებისთანავე, თქვენს მიერ მითითებულ ელ. ფოსტაზე გამოგეგზავნებათ ინვოისი და შეკვეთასთან ერთად მიიღებთ ყველა საჭირო საბუღალტრო დოკუმენტაციას.

 

როგორია მიწოდების პირობები?

 

კორპორატიული, პარტნიორი კომპანიებისთვის, როგორც თბილისში ასევე რეგიონებშიც მიწოდება უფასოა.

არაპარტნიორი კომპანიებისა და ფიზიკურ პირთათვის თბილისის მასშტაბით 50 ლარის ზევით შეძენილი პროდუქციის მიწოდება უფასოა. რეგიონებში ერთჯერადი შეკვეთა იანგარიშება ინდივიდუალურად.

 

როგორ გავხდეთ პარტნიორი?

 

თუ თქვენი კომპანია ყოველთვიურად ითანამშრომლებს სადისტრიბუციო კომპანია „აიდ გრუპთან“, თქვენ მიიღებთ ინდივიდუალურ ფასებსა და პირობებს. თქვენი კომპანიისთვის მიღებული ინდივიდუალური ფასები და პირობები დამოკიდებულია ყოველთვიური შეკვეთების ოდენობაზე.

 

რამდენ ხანში მოვა შეკვეთა?

 

თუ თქვენ შეკვეთას გამოაგზავნით დღის 12 საათამდე, შეკვეთა მოგივათ იმავე სამუშაო დღეს, ხოლო 12 საათის შემდგომ გაფორმებული შეკვეთები მოვა მომდევნო სამუშაო დღეს.

 

როგორ ხდება ანგარიშსწორება?

 

ანგარიშსწორება ხდება როგორც ნაღდი ისე უნაღდო ანგარიშსწორებით.

 

როგორ ხდება საქონლის დაბრუნება ან შეცვლა?

 

ნებისმიერი პროდუქტი რომელიც არ იქნება შეკვეთის იდენტური ან იქნება წუნდებული ექვემდებარება შეცვლას. ხარვეზი აუცილებლად უნდა დადგინდეს მიღება-ჩაბარების მომენტში.